არწივი და ინდაური — „ინავარდეთ არწივებთან ერთად“ | Jolo.ge


არწივი და ინდაური — „ინავარდეთ არწივებთან ერთად“

არწივი და ინდაური — „ინავარდეთ არწივებთან ერთად“

ერთმა ინდიელმა არწივის კვერცხი იპოვა და ველური ინდაურის ბუდეში ჩადო.

კვერცხისგან არწივის მართვე გამოიჩეკა, რომელიც შემდეგ ინდაურის ჭუკებთან ერთად იზრდებოდა.

მთელი თავისი ცხოვრება ეს ფრინველი, – ფიქრობდა რა, რომ იყო ინდაური – იქცეოდა ისე, როგორც ინდაური. ის ჩიჩქნიდა მიწას, სადაც ეძებდა მარცვლეულს და ჭიებს, ის გამოსცემდა მისი ბუნებისთვის სრულიად შეუფერებელ, მაგრამ ინდაურისთვის დამახასიათებელ ხმებს. აფრინდებოდა ხანდახან ერთ–ორ მეტროზე და ისიც დიდი გაჭირვებით. 

 

ერთხელ, უღრუბლო მზიან დღეს, მან დალანდა საოცარი ფრინველი, რომელიც ამაყად ნავარდობდა ზეცაში. ეს იყო დიდებული სანახაობა. ფრინველი, მიუხედავად იმისა, რომ იშვიათად და ისიც მხოლოდ ოდნავ თუ დაიქნევდა თავის მძლავრ ფრთებს, მაინც ძალზე მაღლა და თავისუფლად მიაპობდა საჰაერო სივრცეს.

– რა მშვენიერი ფრინველია! – გადაულაპარაკა არწივმა–ინდაურმა მეზობელს. – რა ქვია?

– ეს ხომ არწივია, ლიდერი ფრინველთა შორის, – უპასუხა ინდაურმა.

– რა საოცრებაა, ნუთუ ჩვენ არ შეგვიძლია ასე?

– არც იფიქრო, ჩვენ ასეთი ვერასდროს ვერ გავხდებით. წამოდი, ჯობია ჭიები მოვძებნოთ…

და მათ გააგრძელეს მიწის ჩიჩქნა…

რა ტრაგედიაა. არწივი, რომელიც შექმნილი იყო იმისთვის, რომ ენავარდა ზეცაში, ჩიჩქნიდა მიწას და ნადირობდა ჭიებზე.

ის არ ოცნებობდა და არ ჰქონდა რაიმე ილუზიები, რადგან გაიზარდა ინდაურებს შორის, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანას მოევლინა, როგორც ერთ–ერთი ყველაზე საშიში მტაცებელი.

ბილ ნიუმანის წიგნიდან „ინავარდეთ არწივებთან ერთად“

წყარო: http://mebonia.com/

ნანახია:(389)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

«აივსეთ იმის რწმენით, რომ 2020 წელს წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ» …

ნუ დასვამთ კითხვას, რას მომიტანს 2020 წელი?! დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: მე რომელი მიზნების მიღწევას ვაპირებ 2020 წელს?! ჩამოწერეთ 2020


„წუწუნის დროს თქვენ ხდებით მაგნიტი… უსიამოვნებებისთვის“

სიყვარული – შედეგია, სიძულვილი – შედეგია, სიხარული – შედეგია, სევდა – შედეგია, სიმდიდრე – შედეგია, სიღარიბე – შედეგია, ერთგულება –


„ყოველი, ვისაც გამარჯვება სწადია, მზად უნდა იყოს თავისი გემის დასაწვავად“

დიდი სარდალს უნდა მიეღო გადაწყვეტილება, რომელიც ბრძოლაში გამარჯვებას უზრუნველყოფდა. ის თავისი არმიით ისეთ ძლევამოსილ მტერს უნდა შეტაკებოდა, რომლის ჯარიც მის


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*