„იმუშავე შეფერხების გარეშე“ — დევიზი, რომელმაც „IT CRAFT“ ყველაზე მოთხოვნად კომპანიად აქცია 

by admin | Январь 17, 2020 13:32

ჩვენს ეპოქაში ტექნოლოგიური სფერო ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღია. მისი სწორი გამოყენება და უსაფრთხოების მაღალ დონეზე დაცვა კი ყველაზე მნიშვნელოვანი. ტექნოლოგიურ სამყაროს განვითარებასთან ერთად კიბერშემოტევებიც გახშირდა, რისკები იმისა რომ ჩვენს პირად ინფორმაციას სხვა დაეუფლება დღითიდღე იზრდება.

[1]სწორედ ამ კუთხით, მომხმარებლის უსაფრთხოების დაცვას ემსახურება დღეს საქართველოში ერთ-ერთი  ცნობილი და მოთხოვნადი აიტი კომპანია  „IT CRAFT“. კომპანიის წარმატების გარანტად სწორედ ის დევიზი იქცა, რომლის მსახურებაც კომპანიის თითოეულმა წევრმა თავისი ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ ვალდებულებად აქცია.

«ჩვენი კომპანიის სლოგანია — „იმუშავე შეფერხების გარეშე“ და ამისთვის თითოეული მაქსიმალურად ვიხარჯებით. ჩვენთან აქცენტი ხარისხსა და სისწრაფეზე კეთდება, ამიტომაც გვყავს კმაყოფილი მომხმარებელი. ვინც ჩვენთან თანამშრომლობს , იცის რაზეც ვსაუბრობ,  რადგან შეუფერხებლად მუშაობს.» — ამბობს კომპანიის  დამფუძნებელი და დირექტორი გიორგი მიქაცაძე.

გიორგი მიქაცაძე: ჩვენთან მიიღებთ ყველა იმ მომსახურებას, რაც თქვენთვის საჭირო და აუცილებელია, და ეს იქნება მაღალი ხარისხითა და სრული გარანტიებით. ჩვენ არა მარტო აიტი მომსახურებას ვუწევთ კომპანიებს, არამედ კონსულტაციასაც. როცა კომპანია იზრდება, განვითარებისთვის სიახლეები სჭირდება. ზუსტად განვითარების დროს ვერთვებით ჩვენც. ერთად განვიხილავთ პლუსებს, მინუსებს, რისკებს და მხოლოდ ამის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას დამკვეთი.

სრული მომსახურება გვაქვს აიტი სფეროში. გვაქვს ტექნიკური სერვისი ნებისმიერი მიმართულებით. ყველაზე მოთხოვნადი სერვისი „აუთსორსინგია“. „აუთსორსინგი“ იმიტომ არის კარგი და მნიშვნელოვანი, რომ არ გყავს ერთი უნივერსალური ადამიანი, რომელსაც ყველაფერს აკეთებინებ, რაც დღეს კიდევ არის შემორჩენილი. კომპანიებს მოყვარული „აიტიშნიკები“ ჰყავთ, რომლებიც იმ კომპანიაში ქმნიან რაღაცებს, მერე ტესტავენ, რაც შემდეგ ხარვეზებსა და პრობლემებს ქმნის. ჩვენ ერთდროულად რამდენიმე სპეციალისტი გვყავს. სერვერს თავისი სპეციალისტი ჰყავს, ქსელს — თავისი. შესაბამისად, ყველა ერთმანეთს აერთიანებს და ძლიერ პროდუქტს ქმნის. ტექნოლოგიები ისეთი მიმართულებაა, რომელსაც ვერ ამოწურავ. ყოველდღიურად უნდა განვითარება, წინსვლა, მიყოლა, არცერთი ნაბიჯით არ უნდა ჩამორჩე.

 

ნანახია:(189)-ჯერ


Endnotes:
  1. [Image]: http://www.jolo.ge/wp-content/uploads/2020/01/გიო1.png

Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/imushave-sheferxebis-gareshe/