იმოგზაურე საკუთარ თავთან და მიიღე კითხვებზე პასუხები

by admin | 20 мая, 2020 10:35

უკვე რამდენიმე წელია რაც მანდალას, ყოველდღე ან დღეგამოშვებით პატარა ბლოკნოტში ვხატავ. 📕📚🎨🖌🏵მოგზაურობის დროს ეს ბლოკნოტი სულ თან დამაქვს და როგორც ბავშვობაში, დღიურებს ვწერდით ხოლმე (შეიძლება დღესაც წერთ რომელიმე თქვენგანი) ასე ვიყენებ მანდალას დასახატად.  📕📚🎨
[1]დღესაც, როცა მოგზაურობის დროს დახატულ მანდალებს ვათვალიერებ ზუსტად მახსოვს ის განცდა, ემოციები რაც მაშინ მქონდა🌸

ხშირად სესიების დროს მეკითხებიან: “კონკრეტულად რომელი ფერი რას ნიშნავს?”

ამაზე ჩემი პასუხი მაქვს. რა, თქმა უნდა უამრავი მასალაა, სადაც დაწვრილებით წერენ რომელი ფერი რას ნიშნავს, ასევე ფსიქოლოგიაში ფსიქოანალიზის გასაკეთებლად იყენებენ ფორმებს, ფერებს, ფიგურებს. თუმცა, მე მაინც ვემხრობი ფერების ერთ-ერთ სახელგანთქმულ ფსიქოლოგს და მკვლევარს ფაბერ ბირენს , რომელიც თავის წიგნში წერს: «როგორც სიტყვა “სიყვარული” და “დაცემა” იწვევს განსხვავებულ განცდებს, ფერებიც ასევე რეაგირებს ადამიანების ემოციებზე და კიდევ უფრო საინტერესო ისაა, რომ სხვადასხვა ადამიანში ერთსა და იმავე ფერს განსხვავებული ემოციების გამოწვევა შეუძლია.”

რადგან მანდალა საკუთარ თავთან მოგზაურობაა გადავწყვიტე ყოველ დღე დავხატო სხვადასხვა ერთი ფერის მანდალა და თქვენც ჩემთან ერთად გამოგზაუროთ🎨🖌❤️

ახლა კი მთავარი👇👇
რას ნიშნავს წითელი ფერი თქვენთვის და რა ემოციას იწვევს თქვენში ეს მანდალა?

აუცილებლად დააფიქსირეთ თქვენი აზრი

30-31 მაისს 12:00 სთ-ზე, ვატარებ მანდალა ვორქშოფს, სადაც კიდევ უფრო დაწვრილებით ვისაუბრებ ამ ყოველივეზე 🔆 გაეცნობით რა არის მანდალა, რა დანიშნულება აქვს მას და რა სარგებლობის მოტანა შეუძლია? 

თქვენ კი სურვილის შემთხვევაში გადმოდით ლინკზე და დარეგისტრირდით💖
👉 https://bit.ly/3bLtDxY[2]

სიყვარულით ნინა ორჯონიკიძე

[3]რა არის მანდალა, რა დანიშნულება აქვს მას და რა სარგებლობის მოტანა შეუძლია? 

ნანახია:(1312)-ჯერ


Endnotes:
  1. [Image]: http://www.jolo.ge/wp-content/uploads/2020/05/22.png
  2. https://bit.ly/3bLtDxY: https://bit.ly/3bLtDxY?fbclid=IwAR2dyLefZF8leNmfYmvbQx6_dcbuj_iItAqsMh7LHxxwPTNT8PbOat61_ec
  3. [Image]: http://www.jolo.ge/wp-content/uploads/2020/05/nin3.jpg

Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/imogzaure-sakutar-tavtan-da-miige-kitxvebze-pasuxebi/