იმოძრავეთ საკუთარი სურვილებისკენ და ყველაფერს შეძლებთ… | Jolo.ge


იმოძრავეთ საკუთარი სურვილებისკენ და ყველაფერს შეძლებთ…

იმოძრავეთ საკუთარი სურვილებისკენ და ყველაფერს შეძლებთ…

მე გადავწყვიტე მოგიყვეთ ჩემი ცხოვრების, დადასრულის დასაწყისზე. როდესმე თუ გქონიათ მსგავსი ფიქრები, თითქოს თქვენს ცხოვრებაში, ყველაფერი არ არის ისე, როგორც თქვენ გინდათ, რომ იყოს. თითქოს ყველაფერი იცით, მაგრამ არაფერი არ იცით. თითქოს სამყარო საიდუმლოს ინახავს, რომლის შესახებაც თქვენ ჯერ არ გსმენიათ.

„ყველაფერი რიგზეა კაცო, აგერ სკოლა დაამთავრე, უმაღლესში ჩააბარე, დიპლომი აიღე, მუშაობ, გაქვს სტაბილური შემოსავალი, ულიმიტო პაკეტი ტელეფონზე, ცოტახანში ბინას იყიდი, დაოჯახდები, გეყოლება შვილები და ერთი ხე გექნება დასარგავი მადლიერების ნიშნად ამ სამყაროს, რომ სუნთქავდი.“

აზროვნების ამ მოდელით უამრავი ადამიანი ცხოვრობს და იტანჯება. მითუმეტეს, მაშინ როდესაც სამსახურში არასაყვარელი საქმით ხარ დაკავებული. გულახდილად, რომ ვთქვა, მეც ასე ვცხოვრობდი და სწორედ ამ დროს ჩნდება კითხვები… როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე? სად არის ჩემი ოცნებები? ის ბედნიერება და თავისუფლება რისკენაც ხალხი მიიღწვის? აქ კი ყველაზე საინტერესო იწყება… ადამიანი იწყებს მოძრაობას!!! მოძრაობას საკუთარი თავის შეცნობისკენ და თვითგანვითარებისკენ. მეც სწორედ ასე დავიწყე და ჯერ კიდევ გზაში ვარ…

მინდა გითხრათ, რომ გზაში ყოფნა არაჩვეულებრივი პროცესია. სწორედ ამ დროს ვეცნობით საკუთარ თავს და სამყაროს. ნელ-ნელა ხვდები თურმე რამდენი გდომებია, რამდენი შეგძლებია. გრძნობ, როგორ იზრდება შენი რწმენა ბედნიერებისკენ მიმავალ გზაზე.

რაც შეეხება რწმენას, არის ერთი იგავი, რომლის მიხედვითაც, სოფელში გვალვა დიდხანს გაგრძელდა, ხალხი კი მოსავალს ვეღარ იღებდა. სოფლის მოსახლეობამ გადაწყვიტა, ტაძრად შეკრებილიყვნენ და ელოცათ, რათა უფალს მოწყალება გაეღო წვიმის სახით. ხალხი ტაძრად მართლაც შეიკრიბა, სოფლის თავს კითხვა გაუჩნდა თუ რატომ არ ჰქონდა ხალხს ქოლგები წამოღებული?

ეს იგავი კარგად ხსნის რწმენით აღვსილი ადამიანის მდგომარეობას. დღეს მეც რწმენით მივდივარ ჩემი ბედნიერებისკენ და მინდა გისურვოთ თქვენც… როცა თვითგანვითარების გზას დაადგებით, იქონიოთ რწმენა საკუთარი თავის! იმოძრავეთ საკუთარი სურვილებისკენ და ყველაფერს შეძლებთ…

ვანო თევდორაშვილი

ნანახია:(252)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

სამი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც შეცვლის თქვენ ფინანსურ მდგომარეობას

ონლიან-ჟურნალისტმა, რომელიც მეწარმეებზე წერს Enterpreneur – ში გამოაქვეყნა – მსოფლიოში ცნობილი ტრენერის – ტონი რობინსის სვეტი. ტონი რობინსი, სხვადასხვა დროს კონსულტირებას უწევდა პლანეტის ცნობილ


ფინანსური წარმატების თვითშთაგონებითი აფირმაციები და წარმატების გარდაუვალობა

ხშირი თვითშთაგონებითი განმეორებებით ახდენთ თვითდაპროგრამირებას ტვინის ნეიროლოგიური მექანიზმების და ფიქსირებული ცნობიერი თუ ქვეცნობიერი განწყობების  დონეზე. ასეთი ფიქსირებული განწყობების საფუძველზე კი


მოქმედების ძალა, ანუ — ვის მიყვება ხალხი და რას მივყავართ წარმატებისკენ

«მე მქონდა უამრავი იდეა, თუ როგორ დავხმარებოდი ადამიანებს, ამიტომ გადავწყვიტე გავმხდარიყავი ლიდერი, რომელიც უწინამძღვრებდა მათ და წაიყვანდა წარმატების მწვერვალებისკენ. პირველ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*