„იმისათვის, რომ მთელი დღე ენერგიით სავსე იყოთ“ …

by admin | 5 сентября, 2017 08:44

„იმისათვის, რომ მთელი დღე ენერგიით სავსე იყოთ, ადრიანად უნდა ადგეთ და ღმერთს, ზეცას მადლიერება უნდა გაუგზავნოთ … მადლიერები იყავით იმ ყველაფრის მიმართ რაც კი თქვენს ცხოვრებაში ხდება. მადლირება ეს დადებითი ენერგიაა და დადებით ენერგიას მოაქვს დადებითი მოვლენები, ხოლო თუ იღვიძებ ზიზღით,  მთელი დღე უშნოა და უსაზიზღრესი.

დილიდანვე აივსეთ დადებითი ენერგიით

ძალიან მებრალება ის ადამიანი, რომლის ყოველი დღეც ერთი და იგივეა, რომლის ცხოვრებაშიც არაფერი ახალი არ ხდება და უბრალოდ მიყვება ცხოვრების დინებას…  ჩემი ცხოვრებაც, ალბათ, დიდად არ გამოირჩევა მრავალფეროვნობით, მაგრამ დღეს მე იმას ვაკეთბ, რაც 3 თვეში განსხვავებულ შედეგს მომიტანს. ვაკეთებ ცნობიერად და მიზანმიმართულად, რადგან ვიცი, რომ ჩემს მაგივრად ამას არავინ გააკეთებს, არც შენს მაგივრად გააკეთებს ამას არავინ… არც არავინ არის ვალდებული …  უბრალოდ ვერ გააკეთებს.

შენ და მხოლოდ შენ !!

ჩამოწერე ყველაფერი რაზეც გაქვს გავლენა და იქონიე 100% -იანი ზეგავლენა, რაზეც არ გაქვს გავლენა, ნუ იფიქრებ იმაზე… ნუ დახარჯავ შენს ენერგიას იმაზე რისი შეცვლაც არ შეგიძლია, თორემ ამით გამოიფიტები… დიდი საქმეები დიდი ენერგიის ხარჯზე კეთდება …

წარმატებულ და ნაყოფიერ დღეს გისურვებთ ყველას!!! 

საშა ოგანეზოვი

ნანახია:(1607)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/imistvis-rom-mteli-dge-energiit-savse-iyot/