იმისთვის, რომ იყო ჰარმონიაში საკუთარ თავთან … | Jolo.ge


იმისთვის, რომ იყო ჰარმონიაში საკუთარ თავთან …

იმისთვის, რომ იყო ჰარმონიაში საკუთარ თავთან …

სიმშვიდე, თავისუფლება, საკუთარი თავის უკეთ შეცნობა, სიმსუბუქის განცდა და იმ ბედნიერების აღმოჩენა, რომელიც თითოეულს ასე სჭირდება — ამ ყოველივეს ნუცა ჯოხაძის ქოუჩინგ-ცენტრში ფსიქოლოგისა და ქოუჩის დახმარების შედეგად მიიღებთ. აქვე ეზიარებით კუნდალინის ხელოვნებასაც. 

ნუცა ჯოხაძე, ფსიქოლოგი, ქოუჩი: ეს არის ადგილი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ ახლოს გაიცნონ საკუთარი თავი. აქ მოდის ის, ვისაც პირველ რიგში უნდა, რომ იყოს ბედნიერი, ვინც თვლის, რომ მისი ბედნიერება მის ხელშია და ზუსტად მასზეა დამოკიდებული მისი ცხოვრება და ცხოვრების ხარისხი.

ამ ეტაპზე გვაქვს ინდივიდუალური შეხვედრები, ქოუჩ-სესიებით, ასევე მედიტაციები და ჯგუფური შეხვედრები, ვორქ-შოფები.

ჯგუფური შეხვედრები, მხოლოდ თეორიით არ შემოიფარგლება. ჯგუფში ვმუშაობთ ადამიანის შინაგან სამყაროზე. ვარკვევთ, თუ რას გრძნობენ სინამდვილეში და რეალურად როგორ აღიქვამენ საკუთარ თავს.

აქ ხდება მათი შეხვედრა იმ შინაგან ბავშვთან, რომელიც ასაკის მიუხედავად ყველა ადამიანშია. რომლის ფუნქციაც არის სიცოცხლით ტკბობა, სიამოვნების მიღება, სილაღე, გულწრფელობა და იმ ემოციების გამოხატვა რასაც რეალურად გრძნობს ადამიანი და არა ისე, როგორც საზოგადოებაშია მიღებული. უმეტესობას შინაგან ბავშვთან კავშირი აქვს გაწყვეტილი და ცხოვრობს არა ისე, როგორც უნდა, არამედ როგორც საზოგადოება კარნახობს.

ქოუჩინგ-ცენტრში ვეხებით ასევე ჩვენს სურვილებს, ვსწავლობთ სწორად როგორ უნდა დავისახოთ მიზნები, რომ ისინი ნამდვილად ასრულდნენ და არა მხოლოდ ვისხდეთ და ველოდოთ თუ ვინ რას გააკეთებს და როგორ შეგვიცვლის ცხოვრებას.

ამ ტრენინგებისა და ქოუჩ-სესიების გარდა, ასევე არის კუნდალინი მედიტაცია. ჩვენი ქოუჩინგ-ცენტრი თბილისში ერთადერთი ადგილია, სადაც ეს მედიტაცია ჯგუფურად ტარდება. კუნდალინი მედიტაცია გვეხმარება გავთავისუფლდეთ იმ ცხოვრებისეული შეზღუდვებისგან, რომელიც საკუთარ თავს თავადვე დაუწესეთ და რომელიც ასე გვიშლის ხელს წინსვლასა და განვითარებაში. თუმცა, ამის შესახებ უფრო დაწვრილებით ამ საქმის პროფესიონალი ლი ლა ისაუბრებს.

ლი ლა: კუნდალინი მედიტაცია, რომელსაც ყოველ ოთხშაბათს, საღამოს რვა საათზე ვატარებთ ოშოს აქტიური მედიტაციებიდან ერთ-ერთია. თუ ადამიანი შინაგანი ტრანსფორმაციის მეცნიერებით არის დაინტერესებული აუცილებლად გადააწყდება ამ მედიტაციას.

ის არის უნიკალური დიზაინით შექმნილი 1 საათიანი ტექნიკა, რომელიც აბსოლუტურად მორგებულია თანამედროვე ადამიანს, მის ენერგეტიკას და ყოველდღიურ საქმიანობას, რასაც ვერ ვიტყვით მედიტაციის უძველეს ტექნიკებზე. მათ შესასრულებლად ადამიანებს მომზადება სჭირდებათ. მოსამზადებელ საფეხურს კი სწორედ აქტიური მედიტაციები წარმოადგენენ.

მათი აგებულება ისეთია რომ თავდაპირველად ხსნის სტრესს და დაძაბულობას, რომელიც გონებასა და სხეულშია აკუმულირებული, ათავისუფლებს სივრცეს, რომელშიც უკვე ენერგია თავისუფლად მოძრაობს და მედიტაციის ღრმა განცდა უფრო მარტივად ხდება შესაძლებელი.

როგორც ვიცით, ენერგია ყველაფრის წყაროა, როცა ადამიანს ენერგია აქვს ის ცოცხალია, ჯანმრთელი, ამ მომენტში ცხოვრობს და არა წარსულსა და მომავალში. მისი პასუხი სიტუაციაზე ყოველთვის შესაფერისია, რადგან ამოიზრდება ამ მომენტიდან და არა წარსულის შაბლონებიდან. ადამიანი ნახულობს შინაგან ცენტრს, სიმყარეს, რომელიც ერთადერთი რამ არის, რომლის ურყეობის იმედიც უნდა გვქონდეს. შინაგანი ცენტრის აღმოჩენის შემდეგ ადამიანი თავის საქმიანობას სულ სხვა ხარისხით, მეტი სიყვარულითა და სიხარულით აკეთებს და გრძნობს ცხოვრებას მთელი თავისი სისავსით. იგი მას გვერდით აღარ ჩაუვლის.

მედიტაციას ყველაზე ინდივიდუალური ეფექტი და ძალიან შორს მიმავალი შედეგები აქვს. შესაძლებელი ხდება წარსულის ტრავმების მოშორება, სხეულიდან ტოქსინების გამოდევნა, გონების დამშვიდება, საკუთარი თავის შეყვარება, სიმყარის აღმოჩენა, სამყაროს ნდობა, იხსნება შემოქმედებითი პოტენციალები, ადამიანი ხედავს თავის რეალურ სახეს და ცხოვრობს საკუთარი სიმართლის შესაბამისად. იშორებს შიშებს და ცხოვრობს სავსე ცხოვრებით.

ნუცა ჯოხაძის შესახებ ვრცელ ინფორმაციას გაეცნობით აქ 👇👇👇👇👇👇

გაააქტიურე შენი მაგიური ძალა და გახდი შენი თავის უკეთესი ვარიანტი

https://www.facebook.com/couchnutsajokhadze

ნანახია:(478)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

მართლაც რომ ღირს ამის წაკითხვა და სერიოზულად დაფიქრება…

იქნებ თქვენ იცით იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი მძლავრი კომპანიის ხელმძღვანელი, 11 სექტებრის შეტევის დროს, სიკვდილს გადაურჩა იმის გამო, რომ თავისი


როგორ ავაჩქაროთ აზროვნება

უინტერესო სწავლება, მოწყენილობა გაკვეთილზე, ტექნიკური ხმაური, უჰაერობა, არამეგობრული გარემო, დიდი ხნით გაუნძრევლად ჯდომა მერხთან – ეს ყველაფერი უარყოფითად მოქმედებს აზროვნებასა


ხშირად გააკეთეთ ეს და იქნებით ბედნიერი

ბედნიერების მიღწევის წესები: N1- შეწყვიტეთ საკუთარი თავის შეცოდება! საკუთარი თავის შებრალება ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ემოციაა. თუ მას აყვებით, გაანადგურებს ყველაფერს,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*