იმისთვის რომ ფინიშამდე მიხვიდე — ტონი რობინსის რჩევა | Jolo.ge


იმისთვის რომ ფინიშამდე მიხვიდე — ტონი რობინსის რჩევა

იმისთვის რომ ფინიშამდე მიხვიდე — ტონი რობინსის რჩევა

პერმანენტული პრობლემები არ არსებობს. არ არსებობს პრობლემა, რომელიც მთელს ჩემს ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. ვერაფერს დამაკლებენ ნეგატიური გარემოებები, თუ მე ვიმოქმედებ ენერგიულად, პოზიტიურად და კონსტრუქციულად! თუ დღეს ჩემი ცხოვრება საშინლად გამოიყურება, მაინც არსებობს უამრავი რამ, რის გამოც მე შემიძლია ვიყო მადლიერი. მაგალითად ჰაერი, რომლითაც ვსუნთქავ, ჩემი ორი მეგობარი, რომლებიც გვერდში მიდგანან… 

მე ყოველთვის ვცდილობდი, კონცენტრაცია მომეხდინა იმაზე, რაც მსურდა და არა იმაზე რაც არ მომწონდა და არ მსურდა. მე მუდმივად ვახსენებდი საკუთარ თავს, რომ არ არსებობს ისეთი პრობლემა, რომელსაც ძალუძს მთელს ჩემს ცხოვრებაზე მოახდინოს გავლენა.

ამიტომ, მე გადავწყვიტე აღარ დამეჯერებინა, რომ თითქოს ჩემი ცხოვრება იმიტომ იყო ასეთი არეული, რომ მე ფინანსური სირთულეები ან უარყოფითი ემოციონალური განცდები მქონდა. მე გადავწყვიტე და დავიჯერე, რომ ჩემს თავს არაფერი ცუდი არ ხდება. სხვა სიტყვებით, მე მივხვდი, რომ გავაგრძელებ იმ მარცვლების გაღვივებას, რომლებიც დავთესე,  — ანუ, გავაგრძელებ სწორად მოქცევას — და ჩემი ცხოვრების ზამთარს, გაზაფხულად ვაქცევ.

მე მივხვდი, რომ ერთი და იგივე მოქმედებების გაგრძელება და განსხვავებული შედეგის ლოდინი, უბრალოდ უგუნურობაა და სხვა არაფერი. მე რაიმე ახლის ძიება უნდა გამეგრძელებინა და ასეც მოვიქეცი. მე არ დავნებდი მანამ, სანამ არ მივიღე პასუხები.

ჩემი რჩევა ძალიან უბრალოა და გულის სიღრმეში შენ იცი, რომ ეს ჭეშმარიტებაა: თუ აღმოაჩენ ყველაზე მთავარს შენს ცხოვრებაში, დაისახავ მიზანს და იქნები შეუპოვარი და მოქნილი, საბოლოო ჯამში შენ მიაღწევ საწადელს. მაგრამ შენ უნდა დაემშვიდობო იმ ემოციებს, რომლებიც ხელს არ გიწყობენ პოზიტიური შედეგის მიღებაში.

შენ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინო შენი ყურადღების ფოკუსირება იმ მოქმედებებზე, რომელთა განხორციელებაც შეგიძლია დღეს. რაოდენ უმნიშვნელოდაც არ უნდა გეჩვენებოდეს ეს მოქმედებები, შენ უნდა იქონიო დისციპლინა და შეუპოვრობა, რომ ბოლომდე მიჰყვე მათ და ფინიშამდე მიხვიდე! 

ტონი რობინსი

წყარო: http://inteleqtika.com

გიორგი თვალაძე

ნანახია:(1955)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

როგორ გახდე ოპტიმისტი…

უამრავი ფაქტორი არსებობს იმისთვის, რომ ადამიანმა თავი უმწეოდ იგრძნოს. გარემო ფაქტორები, ზოგჯერ სრულიად უიმედო სიტუაციაში გვაგრძნობინებენ თავს, მაგრამ ამასთან გამკლავება


ვისი სურვილები ხდება სწრაფად და რატომ?

ყველაზე სწრაფად სურვილები იმას უსრულდება, ვის ენერგიასაც მაღალი ვიბრაციები აქვს. დღევანდელ დროს მე დავარქმევდი პერიოდს, როდესაც აზრების და ფიქრების მატერიალიზაცია


დროის მენეჯმენტის 10 რჩევა

ზოგიერთი ამბობს, რომ ტერმინი ”დროის მართვა” არ არის სწორი და ჩვენ არ შეგვიძლია ვმართოთ დრო,  ჩვენ უბრალოდ ვმართავთ მოვლენებს, რომლებიც


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*