იმისთვის, რომ დილა იყოს ჰარმონიული და ეს განწყობა მთელი დღე გაგყვეთ … | Jolo.ge


იმისთვის, რომ დილა იყოს ჰარმონიული და ეს განწყობა მთელი დღე გაგყვეთ …

იმისთვის, რომ დილა იყოს ჰარმონიული და ეს განწყობა მთელი დღე გაგყვეთ …

ჩემო მშვენიერო ქალბატონებო❤️
იმისთვის, რომ დილა იყოს ჰარმონიული და ეს განწყობა მთელი დღის განმავლობაში გაგყვეთ, რამდენიმე რჩევა მინდა მოგცეთ 🥰

🌈გაიღვეძეთ ჩვეულ დროზე ცოტათი ადრე და ეს დრო მხოლოდ საკუთარ თავს დაუთმეთ.

🌈მაღვიძარას დარეკვისთანავე არწამოდგეთ საწოლიდან, 💫 ცოტა ინებივრეთ, გაიხსენეთ როგორი მომხიბვლელი და ლამაზი ხართ.

🌈შეგიძლიათ ეს პროცესი მედიტაციას დაუკავშიროთ: სახის ყველა ნაკვთი მოადუნეთ და წარმოიდგინეთ, რომ მზის ენერგიით ივსებით. მზის სხივები, როგორც ენერგეტიკული საცხი, თქვენს სახეს ოქროს ენერგიის სხივებით კვებავს☀️ ღრმად ჩაისუნთქეთ ეს ენერგია და წარმოიდგინეთ რომ ოქროს სხივები თქვენს სახესთან ერთად სხეულსაც ავსებს. თქვენ ანათებთ ამ საოცარი ფერით.
თქვენი სხეული ხდება ძალიან ნაზი, ქალური, საოცრად ლამაზი და მიმზიდველი 🔥

🌈შემდეგ ნელა წამოდექით, კარგად გაიზმორეთ და რამდენიმე წუთიანი ვარჯიში  გააკეთეთ საყვარელი მუსიკის ფონზე 🎶

🌈ბოლოს, დალიეთ ერთი ჭიქა წყალი🥤 თან წარმოიდგინეთ, რომ ეს წყალი ყველაზე კამკამა წყაროდანაა, რომელიც სავსეა ენერგიით და ცისარტყელას ხასხასა ფერებით.

🌈 დალევის დროს წარმოიდგინეთ რომ ცისარტყელა მთელს თქვენს სხეულს ავსებს და გაძლევთ სიხარულს, წარმატებას და უსაზღვრო ენერგიას 🥰💫🥰

💁‍♀️ეს ძალიან მარტივი რჩევები, დადებითად იმოქმედებენ თქვენს დღეზე და თქვენში მომხდარი ცვლილება მიიზიდავს ყველას ყურადღებას 👸🏼

🌈☀️დღის კარგ გაგრძელებას გისურვებთ, ძვირფასებო

სიყვარულით ევგენია დრონი

ნანახია:(5212)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„მე შენ დამარცხებულიც მეყვარები“…

შენ გამახსენდი ეს პაწაწინა გვირილა რომ დავინახე. კიდევ კარგი ძირს დავიხედე, თორემ ფეხს დავაბიჯებდი. აქ, ირგვლივ, არსად, სხვა გვირილები არ


არ შეიცოდოთ მამაკაცი

მოგესალმებთ ძვირფასებო! ზაფხულის დასაწყისში ჩავერთე ონლაინ პროგრამაში, რომელიც ქალისა და მამკაცის ურთიერთობებს ეხებოდა. ეს იყო „ქალის  ენერგიები“ . ამ კურსის განმავლობაში იმდენი


შეაყვარე თავი ოთხ წუთში

არტურ არონი — ფსიქოლოგია. გასული საუკუნის ბოლოს მის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტის შესახებ წავიკითხე თუ არა გადავწყვიტე, ჯერ საკუთარ თავზე და მეუღლეზე


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*