იმედგაცრუებები და პრობლემები საუკეთესო საშუალებებია გაიგო კითხვაზე პასუხი — სინამდვილეში, ვინ ვარ მე?

by admin | Ноябрь 7, 2017 10:20

რამდენჯერ გნდომებია დამცირების და გულის ტკენის შედეგად, სამაგიეროს გადახდა?

არ იცოდი რა… მაგრამ სურვილი გწვავდა რამე დაგეშავებინა. უამრავი აზრები, იდეები ირეოდა, მაგრამ ვერც ერთმა ჰპოვა განხორციელება…

იწვოდი და იფერფლებოდი უსამართლობით, სანამ არ მიხვდი რომ თავად ილეოდი, ამით.

ასე გავიდა წლები და ემოციები რთულად, მაგრამ ოკდებოდა.

ხდებოდა გადაფასება და დასკვნების გამოტანა
რომ არა მოვლენების ასე შემოტრიალება ვერ მიხვდებოდი და ვერ შეიგრძნობდი ასე მძაფრად შენში არსებულ შინაგან ძალას.
ვერ მიხვდებოდი რომ წარმატებები ითხოვენ თავის საფასურს. მას სჭირდება საწვავი.
ვერ გაიგებდი ვერასდროს, რომ საკუთარ თავში და ძალებში რწმენა გიმრალდება მაშინ როცა მეჩვიტეჯერ მუხლებზე დაცემული, მეთვრამეტეჯერ სწავლობ წამოდგომას და თვიდან სიარულის. სუსტები ხომ მთელი ცხოვრება, ისედაც, მუხელბზე ხოხავენ.

ყველაფერი თავთავის ადგილზე დგებოდა.

რა ქენი? შენ არ ან ვერ გადაუხადე სამაგიერო?

უბრალოდ დრო და დრო მოგდიოდა ამბები და ბოლოს როცა აპატიე და საბოლოდ მოიცილე შინაგანი წვის ცეცხლი და შენთვის სულერთი გახდა….
იგებ… როგორ ლამაზად (შენ თავშიც რომ არ მოგივიდოდა)- გადაუხადა თავად ცხოვრებამ!
გეცოდება?
ალბათ უფრო ადამიანურად ჩნდება თანაგრძნობა, ცხოვრების თითქოს და უსამართლობის (სხვებისთვის) გამო…

წარსულის გამოცდილებამ შენი სული გაზარდა…
შეგაძლებინა საკუთარ თავთან დაბრუნება,
გასწავლა მოვლენების მომღებლობა, პატიება, მადლიერება და სიყვარული… შეგამეცნა და ჩაგახუტა სამყაროს! შენ იმდენი რა გააცნობიერე ამ ყველაფრით, რა ბენიერებააა!!!!

მოკლედ, იმედგაცრუებები და პრობლემები საუკეთესო საშუალებებია გაიგო კითხვაზე პასუხი — სინამდვილეში, ვინ ვარ მე?
და შენ პასუხობ: ხარ სული, რომელიც ამ დროებითი სხეულით და ცხოვრების გზით მოვლენილი მოვლენებით თავისფლდება, რათა დაუბრუნდეს ჭეშმარტს!
და ხდება საოცრება: ყველაფერი თავ-თავის ადგილზე დგება!

მადლობა ყველა ფერისთვის!

სიყვარულით და მადლიერებით
თამარ კვარაცხელია[1]

ნანახია:(681)-ჯერ


Endnotes:
  1. თამარ კვარაცხელია: https://www.facebook.com/zrdisgza/photos/a.738888982862822.1073741837.598544820230573/1559116340840078/?type=3

Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/imedgacrueba-da-problemebi-sauketeso/