„ყველა ნივთს, რომელიც მე მოგეცი ღრმა მნიშვნელობა გააჩნია“… (იგავი) | Jolo.ge


„ყველა ნივთს, რომელიც მე მოგეცი ღრმა მნიშვნელობა გააჩნია“… (იგავი)

„ყველა ნივთს, რომელიც მე მოგეცი ღრმა მნიშვნელობა გააჩნია“… (იგავი)

ერთხელ კაცი მივიდა წმინდანთან და უთხრა: „მინდა ჩემი ცხოვრება უკეთესი, უფრო ლამაზი გავხადო. გთხოვთ, მასწავლეთ, როგორ შემიძლია ამის გაკეთება.“

წმინდანმა სხვადასხვა ნივთებიდან აიღო ბამბა, სანთელი და ნემსი, გადასცა და სთხოვა წასულიყო.

კაცი ვერ მიხვდა როგორ შეეძლო ამ ნიშნებით მისი ცხოვრების გაუმჯობესება და წმინდანს ჰკითხა: „როგორ დამეხმარებიან ეს ნივთები ჩემი სურვილის ასრულებაში?

„ყველა ნივთს, რომელიც მე მოგეცი ღრმა მნიშვნელობა გააჩნია“, — აუხსნა წმინდანმა. – „ბამბა გამოიყენება იმ მასალის დასამზადებლად რისი საშუალებითაც იქმნება სამოსი, რაც ფარავს ადამიანის ღირსებას. ამის მსგავსად ღმერთის შვილების ვალია დაიცვან სხვათა ღირსება.

სანთელი იწვის და აფრქვევს სინათლეს. მის მსგავსად უნდა ეცადო გაანათო სხვა ადამიანების ცხოვრება.

რაც შეეხება ნემსს, მის გარეშე გახეულ სამოსს ვერ გაამთელებ. ადამიანი, რომელიც ცდილობს გაამთელოს ადამიანთა გულები, დაეხმაროს მათ ღმერთის რჩეულია. სულ ესაა რაც შემიძლია გასწავლო.“

მორალი: ლამაზი ცხოვრების შესაქმნელად მთავარი გზა სხვებზე ზრუნვა, მათი ღირსების დაცვა და სიყვარულია ყოველგვარი უკუმოგების მოლოდინის გარეშე.

ნანახია:(1232)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„ეს რაღაც ხარისხით ყველას გვეხება… ყველანი ვატყუებთ საკუთარ თავს“…

— გაიხსენეთ, როგორ იტყუებოდით ბავშვობაში. როგორ ატყუებდით მშობლებს. რა საგულდაგულოდ თხზავდით ტყუილებს. იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ აგეხსნათ, რატომ გააცდინეთ გაკვეთილები,


სტრესებისა და შფოთის კონტროლზე აყვანა — მრავალათასწლოვანი დაოსური ტექნიკები

მეცნიერების ბოლოდროინდელი კვლევებითა და რეკომენდაციებით ტვინის ნეირონების გააქტიურება და წარმოება შესაძლებელია გარკვეული ფსიქოენერგეტიკული მოქმედებებითა და სხვადასხვა ტექნიკებით, რომლებიც საკმაოდ გვაქვს


როგორ შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა

ყველა ჩვენგანს ეშინია სიბერის.  ყველას გვსურს, რომ ვიყოთ ჯანმრთელები და გამოვიყურებოდეთ უფრო ახალგაზრდულად. ამისთვის კი აუცილებელია ვიზრუნოთ საკუთარ თავზე. გავაკეთოთ არჩევანი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<