„უბრალოდ დაიჯერე“ — იგავი წყაროზე | Jolo.ge


„უბრალოდ დაიჯერე“ — იგავი წყაროზე

„უბრალოდ დაიჯერე“ — იგავი წყაროზე

ცხოვრობდა ერთი პატარა წყარო, რაკრაკებდა თავისთვის. ასე რაკრაკ-რაკრაკში მიაღწია უზარმაზრი უდაბნოს საზღვარს და შეყოვნდა… შეშინდა…

ამ დროს მოესმა ხმა: „ნუ გეშინია გააგრძელე სვლა“…
არადა, ძალიან ეშინოდა ახალ და უცხო მიწაზე გადასვლის… ეშინოდა ცვლილებების, რა თქმა უნდა, ძალიან უნდოდა გამხდარიყო მეტად წყალუხვი და ეცხოვრა საინტერესო ცხოვრბით, მაგრამ აი, რისკზე წასვლა და რამის შეცვა შიშს გვრიდა.

wyaro1ხმა კი დაჟინებით ეუბნებოდა: „თუ შენ ამ ნაბიჯს არ გადადგამ, მაშინ ვერასოდეს გაიგებ რა შეგეძლო! უბრალოდ დაიჯერე, რომ ახალ ცხოვრებაშიც ყველაფერი კარგად გექნება. უბრალოდ დამშვიდდი და წადი, იარე“…

წყარომ დაუჯერა და გზა გააგრძელა.

გზა არ გამოდგა მარტივი. უდაბნოში რაც უფრო ღრმად შედიოდა, მით მეტად ცხელოდა… ბოლოს, წყარო აორთქლდა.

წყლის წვეთებიჰაერში  აიჭრა და ცას ღრუბლებად გამოეკრა.

უეცრად  ქარმა დაუბერა და ღრუბლები გაანავარდა. ასე, რამდენიმე დღე ინავადრეს ცაში და მიაღწიეს ზღვას. აქ კი ღრუბელი  წვიმად დაეშვა.

წყარომ დაიწო კიდევ ერთხელ, ახალი ცხოვრება.

წყაროს ცხოვრება იმაზე ბევრად  მშვენიერი გახდა, ვიდრე როდესმე წარმოედგინა, ვიდრე ოდესმე უოცნებია…ზღვის ტალღებზე ნავარდისას ის ღიმილით ფიქრობდა:

„ჩემს ცხოვრებაში რა არ გადამხდენია, რამდენჯერ დამიწყია თავიდან და არა ერთხელ შევცვლილვარ, მაგრამ მხოლოდ ახლა  ვარ იქ, სადაც უნდა ვიყო და ვარ ის, ვინც უნდა ვიყო“.

წყარო: zrda.wordpress.com

ნანახია:(157)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
წყარო

Related Articles

„დისციპლინა არის ხიდი მიზნებსა და მათ განხორციელებას შორის“ — ჯიმ რონი

ჯიმ რონი ცნობილი ამერიკელი ბიზნესმენი, მწერალი და სამოტივაციო საუბრების გმირია. მან საკუთარი კარიერა ბირჟის ბროკერობით დაიწყო. ერთ დღეს მეგობარმა შესთავაზა


„კომპანია „მაიკროსოფტის“ მეეზოვე“ — ისტორია, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ

ერთი კაცი მივიდა კომპანია „მაიკროსოფტში“, რათა მეეზოვედ დაეწყო მუშაობა. კადრების განყოფილების მენეჯერმა ჯერ რამდენიმე კითხვა დაუსვა, შემდეგ პატარა ტესტური გამოკითხვა


„ფული (სიმდიდრე) ზომაში ზრდის იმას, რაც ადამიანშია“

სულ ვიმეორებ, ფული ზრდის ზომაში იმას, რაც უკვე არის. ანუ მდიდრები არ არიან ცუდები, ბოროტები. ეს არის მითი. ამიტომ არ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*