რომელი უფრო ლამაზია სიმდიდრე თუ სიღარიბე?! (იგავი) | Jolo.ge


რომელი უფრო ლამაზია სიმდიდრე თუ სიღარიბე?! (იგავი)

რომელი უფრო ლამაზია სიმდიდრე თუ სიღარიბე?! (იგავი)

ერთხელ ერთმანეთს შეხვდა სიღარიბე და სიმდიდრე. ჩამოსხდნენ და საუბარი გააბეს. ამ ლაპარაკში შეკამათდნენ. იმდენი ხანი კამათობდნენ, ვერ გაიგეს, როგორ გაირბინა დღეებმა, თვეებმა… თანდათან ძალა ორივეს გამოელია. გზაზე მტკიცედ მომავალი კაცი დაინახეს და გადაწყვიტეს, ამ კაცს გასაუბრებოდნენ და მისგან მოესმინათ პასუხი მათ კითხვაზე. მიუახლოვდნენ და ჰკითხეს:

— მოხუცო, კარგა ხანია ვკამათობთ, ჩვენ შორის ვინ უფრო ლამაზია. ამიტომ ეს დავა შენ გადაწყვიტე და გვიპასუხე: ჩვენ შორის ვინ უფრო ლამაზია?

კაცი საგონებელში ჩავარდა. — სიღარიბეს რომ უთხრას, ლამაზი ხარო, მაშინ სიმდიდრე გაბრაზდება და მას დატოვებს.
სიმდიდრეს რომ იგივე უთხრას, მაშინ მასზე ჯავრს სიღარიბე იყრის. ამიტომ მოხუცმა იეშმაკა და უთხრა:

— გზაზე გაიარეთ, მე კი შორიდან დაგაკვირდებით და გეტყვით, რომელი უფრო ლამაზი ხართო.

სიღარიბემ და სიმდიდრემ სიარული დაიწყეს. ორივე ცდილობდა თავი წარმოეჩინა და მოხუცს მოსწონებოდა. დიდხანს იარეს. და ბოლოს მოხუცს მიაუახლოვდნენ.

— აბა, ახლა რას იტყვი?
— აი, რას ვიტყვი: სიღარიბევ, საოცრად ლამაზი ხარ, როცა შეტრიალდები, ზურგს გვაქცევ და მიდიხარ. ამ დროს შენს ყურებას არაფერი ჯობს. შენ კი, სიმდიდრევ, მომაჯადოებელი ხარ, როცა ჩვენკენ სახით ტრიალდები და შესახვედრად მოდიხარ!

აი, ასე დაუსვა წერტილი კამათს მოხუცმა. მისმა სიბრძნემ ორივე კმაყოფილი დატოვა.

ნანახია:(538)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„პრეზიდენტობის მანძილზე ერთხელაც არ აუღია ხელფასი“…

საქართველოს პირველ პრეზიდენტს,ზვიად გამსახურდიას, საკუთარი თავისთვის ხელფასის დანიშვნა დაავიწყდა. პრეზიდენტს ბოდიში მოუხადეს რომ გამორჩათ ეს ფაქტი,მან სიმბოლური ხელფასი მოითხოვა,მაგრამ კანონით


„სანამ მოვლენებს არ შეხედავთ მისი მხრიდან“…

ერთხელ პროფესორმა, სოციალური პრობლემის განხილვის ლექციაზე, ასწია შავი წიგნი და და თქვა: „ეს წიგნი წითელია“ და სტუდენტებმა ერთხმად — „არა“,


რა დაავადებებს ებრძვის ფორთოხალი?!

ფორთოხალი შეიცავს ვიტამინებს A, B1, B2, PP და მინერალებს: მაგნიუმს, ფოსფორს, ნატრიუმს, კალიუმს, კალციუმს და რკინას. მაგრამ მთავარი უპირატესობა ფორთოხლის,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*