იგავი ბედნიერების შესახებ — დააფასეთ ის რაც გაქვთ | Jolo.ge


იგავი ბედნიერების შესახებ — დააფასეთ ის რაც გაქვთ

იგავი ბედნიერების შესახებ — დააფასეთ ის რაც გაქვთ

…ერთხელ ბრძენთან მივიდა ერთი ქალი და შესჩივლა მას:

– თითქოს ყველაფერი მაქვს, რასაც ვისურვებ: ოჯახი, შვილები, საუკეთესო მეუღლე, კეთილდღეობა, მაგრამ ბედნიერების შეგრძნება მაინც არ მაქვს და მირჩიეთ როგორ მოვიქცეო.

ბრძენმა უთხრა:

– აქედან რომ წახვალ, გზად გაიარე და ქათმები იყიდე, ისინი ეს ერთი კვირა შენ სახლში აცხოვრე და შემდეგ ჩემთან მოდიო.

გავიდა ერთი კვირა და ქალი მივიდა ისევ ბრძენთან, მან კი უთხრა:

– ახლა გოჭები იყიდე და ისინი შეიყვანე სახლში, ერთ კვირაში კი კვლავ მოდიო.

ქათმებმა და ღორებმა სულ დასვარეს სახლი, გააფუჭეს ავეჯი და იატაკი. ქალი უკვე სასოწარკვეთილი მივიდა ბრძენთან. მან კი სრული სიმშვიდით მიუგო:

– ყველაფერი სახლიდან გაიყვანე და მიალაგე, ხვალ მე გესტუმრებიო.

დააკაკუნა თუ არა ბრძენმა კარზე, ქალი შეხვდა გაბრწყინებული სახით, ეს რა ბედნიერებაა, სახლში სისუფთავე და სიმშვიდეაო.

…აქედან დასკვნა: დააფასეთ ის რაც გაქვთ ამ ცხოვრებაში და იყავით ბედნიერი იმით რაც გაგაჩნიათ, თუნდაც მხოლოდ სულიერი სიმშვიდე და კომფორტი იყოს…

ავტორი:  მაია ხავთასი 

ნანახია:(116)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
ბედნიერებაიგავი

Related Articles

ქართული სამზარეულო მსოფლიოს მოწინავე სამზარეულოთა შორის

ქართულ ტურისტულ პოტენციალს ქვეყნის უნიკალური ბუნების გარდა მისი სამზარეულოც ზრდის. საქართველოში ჩამოსული ნებისმიერი უცხოელი სტუმარი ყოველთვის აღფრთოვანებული რჩება ჩვენი ქვეყნის


რისი თქმა სურს სამყაროს ჩვენთვის თუ 11:11 – ასეთ ციფრებს ყველაგან ხედავ?

თუ ციფრების ერთნაირ კომბინაციას ყოფით ცხოვრებაში ხშირად აწყდებით, იცოდეთ, რომ თქვენ ერთადერთი არ ხართ, ვისაც ეს ემართება ^_^ მობილურ ტელეფონზე,


იტალიური ქალაქი, რომელიც ქრისტემ გადაარჩინა

  პატარა ქალაქი კანევარა იტალიაში მდებარეობს და ის ცოტა ხნის წინ მომაკვდავად ითვლებოდა. 700 ადამიანიდან იქ 200-მდე ძლივს იყო დარჩენილი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*