იდეალური ურთიერთობა უნდა ყველას, მაგრამ როგორც კი რინგი ( ურთიერთობა) იწყება — იმ წამიდანვე იწყება ბრძოლა „ვინ ვის“…

by admin | Август 18, 2017 18:48

…როგორი საოცნებოც არ უნდა იყოს თქვენი ახლად შეძენილი კაბა, რემონტი, ფეხსაცმელი….როგორც არ უნდა შესციცინებდეთ მას და მისი ხილვით ტკბებოდეთ, დროთა განმავლობაში თქვენ მას ეჩვევით — ანუ ვეღარ ამჩნევთ….
და თუ იგი უმნიშვნელოა — გწყინდებათ…და თუ მნიშვნელოვანია — სუნთქვასავით თავისთავადი ხდება….

თუ თქვენ თქვენი პარტნიორისათვის უკვე სუნთქვასავით მნიშვნელოვანი, ერთგული და თავისთავადი გახდით, ეს ერთფეროვნების გადაჭარბებული დოზაა, რომელმაც შესაძლოა ურთიერთობის გაშავთეთრებამდე მიგიყვანოთ….
…სხვა ფასეულობები ჩნდებაო მეტყვით, მაგრამ სხვა ფასეულობები არ ნიშნავს პირვენდელის დაკარგვას ახლის შეძენის ხარჯზე….
ანუ…
სიახლეები და გადახალისებები ყოველთვის საჭიროა….
თანაც ქალის ხასიათი ყოველთვის მიმართულია სიახლეების გენერირებისაკენ, მაგრამ…
ჩემს გარშემო უამრავ ქალს ვხედავ, რომელთა ნამდვილმა ნატურამაც „მუტაცია“ განიცადა და „აღზრდის“ შედეგად დეგრადირებულად ჩამოყალიბდა….

ვაკონკრეტებ:
ქალის მრავალფეროვნება და იმპულსურობა- ეს ის არის რაც მამაკაცებს იზიდავს…. ჩვენ კი როგორ გვასწავლიდნენ?

„ ჩამოყალიბდი რა გინდა, ნუ ცანცარებ, არ შეიძლება ხან ეს გინდოდეს — ხან ის“,

„რა აუცილებელია ამდენი აქცენტი პრანჭვაზე და ჩაცმაზე — ეგ „მეშჩანობაა““,

„საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას კაცმა (ქმარმა) ალერსი ვერ უნდა გაგიბედოს“

“უნდა მოითმინო….ვინც მოითმენს ის მოიგებს“…

ხოდა, ჩემო ძვირფასებო, ეს საზოგადოებისათვის ხელსაყრელი უნარების ჩვენში ჩანერგვით მივიღეთ რინგი….იდეალური ურთიერთობა უნდა ყველას, მაგრამ როგორც კი რინგი ( ურთიერთობა) იწყება — იმ წამიდანვე იწყება ბრძოლა „ვინ ვის“…

შორს წავედი…

უბრალოდ მინდა გამცნოთ, რომ ტრენინგი „ქალთა კურსი“ კლასიკური 6 დღიანი ფორმატით 29 აგვისტოს ბოლოჯერ ჩატარდება ….

ეს არის ტრენინგი, რომელიც 12 წლის განმავლობაში უამრავ ქალს დაეხმარა 
საკუთარი თავის და ადგილის პოვნაში..
სასიყვარულო ურთიერთობის აწყობაში,
ოჯახური ცხოვრების გაცნობიერებასა და დაოჯახებაში,
ქალური როლის გაცნობიერებაში და ამაყად გამოყენებაში ცხოვრების ნებისმიერ სფეროში.

ხანგრძივობა 6 დღე / საფასური 200ლარი — წინასწარი გადახდს შემთხვევაში 180 ლარი.
29 აგვისტო -19;00 საათი — პეკინის 21 .
რეგისტრაცია 557 755 571.

ავტორი: ხათუნა მუზაშვილი[1]

ნანახია:(197)-ჯერ


Endnotes:
  1. ხათუნა მუზაშვილი: https://www.facebook.com/xatuna.muzashvili.1?hc_ref=ARSQer-_yXTMcEEBwZg6ZMM3Dj1cPJdLjBXSfmtAHAIV8j39eWb2S8XlV4bMxhkiHyU&fref=nf

Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/idialuri-urtiertoba-yvelas-unda-magram/