„იცხოვრე მშვიდად სანამ ხარ, შეირგე რაც მოგეცა და გაუფრთხილდი“… | Jolo.ge


„იცხოვრე მშვიდად სანამ ხარ, შეირგე რაც მოგეცა და გაუფრთხილდი“…

„იცხოვრე მშვიდად სანამ ხარ, შეირგე რაც მოგეცა და გაუფრთხილდი“…

როცა ვიბადებით, უხილავი ნათელი სხივები დაგვყვება თან. თანდაყოლილი სხივები სულს უნათებს, აძლიერებს და ენერგიას აძლევს ადამიანს.

უხილავი სხივები, გვაძლევს ძლიერ ველს, ძლიერ სულიერ მდგომარეობას, ინტუიციას და გონიერებას.

რამდენ ადამიანსაც ვაწყენინებთ, ვატკენთ გულს, მივაყენებთ შეურაცხოფას, დავაბრალებთ და ცილს დავწამებთ, იმდენი ჩვენი ნათელი სხივი ქრება.

ეძებე მიზეზი საკუთარ თავში:
რატომ ხარ მარტო. რატომ დაკარგე ნდობა, რატომ არ ენატრები მეგობრებს, რატომ გარბიან ადამიანები შენგან. რა არის შენი აგრესიის მიზეზი, რატომ გატკინეს გული. რატომ ხარ მუდმივად ყველასთან მართალი. რატომ არ ექცევი ადამიანებს ისე, როგორც შენ გინდა მოგექცენ. რატომ ითხოვ პატივი მოგაგონ.

სანამ არ მიხვდები, რომ სიკვდილითვის თანაბარია ლამაზიც, მდიდარიც, განათლებულიც, გაუნათლებელიც და გავლენიანი პირიც, მანამ სიკეთეს ნუ დაელოდები.

აგრესიული ადამიანი მუდმივ ტანჯვაშია.
მშვიდ ადამიანს მადლი აქვს.

იცხოვრე მშვიდად სანამ ხარ, შეირგე რაც მოგეცა და გაუფრთხილდი იმ ნათელ სხივებს, რაც განგებამ თან დაგაყოლა.

ჯერ ჯერობით სიკვდილია დედამიწაზე მეფე.
ჩვენ ყველანი რიგში ვდგავართ…

გიორგი ჯაჯანიძე

ნანახია:(1109)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„შენ გაჩუმდი … ეს სხვებმა უნდა თქვან შენზე“…

შენ გაჩუმდი შენ არ თქვა, რომ კეთილი ხარ და ღვთისნიერი, ეს სხვებმა უნდა თქვან შენზე. შენ არ თქვა, რომ მაგარი


„ამიტომ არ არის საჭირო ფიქრი იმაზე თუ რა მოხდება… არამედ“…

„ყველაფერი იცვლება. იცვლება სივრცე. იცვლება დედამიწა. იცვლება დრო. იცვლებით თქვენ… მომავლის რამოდენიმე ვარიანტი არსებობს. და თქვენ გაინტერესებთ რა იქნება და


ამ წუთას თქვენ ცხოვრობთ ზუსტად ისე, როგორც  გინდათ…

სცენა იყო ცარიელი. იდგა მხოლოდ ერთი ადამიანი, რომელსაც ეკეთა მიკროფონი და ისმოდა ის აზრები რასაც გადმოსცემდა. ასობით ადამიანი სულგანაბული იჯდა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*