იცხოვრე ამ საიდუმლოსთან ერთად და ერთხელაც გაოცდები — რა ნეტარებაა სიცოცხლე! | Jolo.ge


იცხოვრე ამ საიდუმლოსთან ერთად და ერთხელაც გაოცდები — რა ნეტარებაა სიცოცხლე!

იცხოვრე ამ საიდუმლოსთან ერთად და ერთხელაც გაოცდები — რა ნეტარებაა სიცოცხლე!

გამოწვევა

(ოშო რაჯნეშის გადმოცემით)

ცოტაოდენი წინააღმდეგობა -აი რა გვჭირდება. ქარიშხალი, ელვა და ქუხილი მხოლოდ გაგვამდიდრებს, ისევე, როგორც სიხარული და ბედნიერება.

ეს ალბათ ძველთაძველი იგავია, რადგან როცა ის შეიქმნა, ღმერთი ჯერ კიდევ მიწაზე ცხოვრობდა. ერთხელ მასთან მოხუცი ფერმერი მივიდა და უთხრა:

— მისმინე, შენ შეიძლება ღმერთიც ხარ და სამყაროს შემქმნელიც, მაგრამ ერთი რამე მაინც უნდა გითხრა: მიწათმოქმედი არა ხარ. ფერმერობის ანა-ბანაც კი არ გაგეგება. ცოტა სხვებისგანაც უნდა ისწავლო.

 რას მთავაზობ? _ ჰკითხა ღმერთმა.

— ერთი წელი ყველაფერი ისე მოხდეს, როგორც მე მინდა და ნახავ, რა იქნება! სიღარიბე მოისპობა.

ღმერთი დათანხმდა და ფერმერს ერთი წელი მისცა. ისიც, რა თქმა უნდა, ყველაფერ საუკეთესოს ითხოვდა, არც ქარიშხალი უთხოვია და არც ჭექაქუხილი. რაც საჭირო და სასარგებლო იყო მოსავლისთვის, ყველაფერი ეძლეოდა და ისიც ბედნიერი იყო. ხორბალი ძალიან მაღალი იზრდებოდა! როცა მზეს ისურვებდა, მზე გამოდიოდა, როცა წვიმას _ წვიმა მოდიოდა. თანაც ზუსტად იმდენი, რამდენიც მას სურდა. ამ წელს ყველაფერი სწორად, მათემატიკური სიზუსტით კეთდებოდა. ისეთი მაღალი ხორბალი გაიზარდა!

ფერმერი ღმერთთან მივიდა და უთხრა:

— ნახე, წელს ისეთი მოსავალი იქნება, რომ ხალხმა ათი წელი რომ ხელი არ გაანძრიოს, საჭმელი მაინც ექნება.

მაგრამ როცა მოსავალი აიღეს, ხორბალში მარცვალი არ აღმოჩნდა.

ფერმერმა გაკვირვებისგან პირი დააღო.

რატომ მოხდა ასე? რა შეცდომა დავუშვი?

ღმერთმა უთხრა:

 ის, რომ ხორბალს წინააღმდეგობა არ შეხვედრია. შენ ის ყველაფერი ცუდისგან დაიფარე და ამიტომაც გამოგივიდა ფუყე. ცოტა რომ ებრძოლა, ყველაფერი კარგად იქნებოდა. ქარიშხალი აუცილებელია. ვერც ჭექა-ქუხილის გარეშე გამოვა რამე. ისინი ხორბლის სულს გააღვიძებდნენ…

ამ იგავში უდიდესი სიბრძნე დევს. თუ შენ ბედნიერი ხარ, მერე ისევ ბედნიერი, ბედნიერი და ბედნიერი, ბედნიერება მნიშვნელობას ჰკარგავს. თეთრ კედელზე თეთრი ცარცით რომ წერო, შენი ნაწერის წაკითხვას ვერავინ შეძლებს. ღამე ისევე აუცილებელია, როგორც დღე და სასოწარკვეთილების დღეები ისევე მნიშვნელოვანია, როგორც სიხარულის. ამას ვუწოდებ მე გაცნობიერებას. და როცა ნელ-ნელა, თანდათანობით, სიცოცხლისა და წინააღმდეგობის რიტმს შეიგრძნობ, კითხვები აღარ გაგიჩნდება, რადგან საიდუმლოს ეზიარები!

იცხოვრე ამ საიდუმლოსთან ერთად და ერთხელაც გაოცდები — რა ნეტარებაა სიცოცხლე! ნახავ, რა უზომოდ ბევრი მადლს გფენს არსებობა ყოველ წამს! მაშინ სასოწარკვეთა და მწუხარებაც განიწმინდება. განა არ გეწვევა სევდა. მოვა, მაგრამ ის უკვე აღარ იქნება შენი მტერი. შენ მას დაუმეგობრდები, რადგან გეცოდინება, რომ ისიც სასარგებლოა. შენ იხილავ მშვენიერებას და მიხვდები, რატომ არსებობს იგი და რატომაა ზოგჯერ ასე აუცილებელი.

ლვან რამიშვილის ბლოგი

ნანახია:(6814)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„ის, რაც ჩვენ ცხოვრება გვგონია, სინამდვილეში სიკვდილის მდგომარეობაა“ — ლევან რამიშვილი

თბილისში მედიტაციის კლუბი იხსნება კლუბის იდეის ავტორია ლევან რამიშვილი – მთარგმნელი, აღმოსავლეთმცოდნე, რუსთველოლოგი, რამოდენიმე წიგნის ავტორი. კლუბი გაიხსნება 20 აპრილს,


„ქართველები დამნაშავეები ვართ რუსთაველის წინაშე“ — ლევან რამიშვილი და „დაფარული ვეფხისტყაოსანი“

„დაფარული ვეფხისტყაოსანი“, — წიგნი, რომელსაც მკითხველი ცნობიერების სხვა დონეზე გადაჰყავს და იმ სიღრმეებს აცნობს, რაც ბევრი მკვლევარისთვისაც კი მიუღწეველი დარჩა.  რუსთველოლოგმა


„მხოლოდ ეს არის ნამდვილი პროგრესი – ყოველი ინდივიდის სრული თავისუფლება“

ჩვენი, ადამიანების ყველაზე დიდი შეცდომა ის არის, რომ ერთდროულად დავეძებთ სიყვარულს და უსაფრთხოებას, მაშინ როცა ეს ორი რამ ერთმანეთს გამორიცხავს.


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*