იცოდით, რომ ნამასტე მეტია ვიდრე უბრალოდ მისალმება? | Jolo.ge


იცოდით, რომ ნამასტე მეტია ვიდრე უბრალოდ მისალმება?

იცოდით, რომ ნამასტე მეტია ვიდრე უბრალოდ მისალმება?

ნამასტე  ცხოვრების გზაა და ცნობიერი ცხოვრების წესია. ადამიანები ხშირად ნამასტეს რელიგიასთან აიგივებენ რაც არასწორია. თუ ნამასტეს ცხოვრების წესად აქცევ, მეტად ცნობიერი და ამავე დროს ბედნიერი იქნები. და თუ როდესმე იოგის გაკვეთილსაც დასწრებიხარ, შენთვის ნამასტე უცხო არ იქნება, ის გაგონილი და შესრულებულიც გექნება.

ნამასტე, — ეს არის ყველაზე ლამაზი და თავმდაბალი მისალმება. ის ძველი სანსკრიტიდან ითარგმნება, როგორც «ჩემი ღვთისეული მისალმება შენს შინაგან ღვთისეულს». მას ყოველთვის თან ახლავს ანჯალი მუდრა. ორივე ხელს ადებ ერთმანეთს გულთან და თავს ოდნავ დაბლა ხრი. ეს თავმდაბალი მისალმება გულიდან მოდის.

ნამასტეს სულიერი მნიშვნელობაც აქვს, როდესაც თავს დაბლა ვხრით და ორივე ხელი გულთან მიგვაქვს, თვალებს ვხუჭავთ ეს იმის მანიშნებელია, რომ ჩვენს შინაგანს, ჩვენს საკუთარ თავს, ჩვენს სულს ვუღრმავდებით და ღვთისეულს ჩვენში ვაღიარებთ, გულში სიყვარულსა და რწმენას ვაღრმავებთ.
ნამასტე სიმბოლური მნიშნელობაც აქვს.
ანჯალი მუდრის დროს ხუთი მარცხენა ხელის თითი, ხუთ მარჯვენა თითს ეხება. ეს იმის მანიშნებელია, რომ მარცხენა ხელის თითები ხუთი ძირითადი გრძნობის გამომხატველია, ხოლო 5 მარჯვენა თითი შემეცნებითი ორგანოების. ( იხილე) ჩვენი ბლოგი http://bit.ly/2JY69Z5)

ანჯალი მუდრის საშუალებით ათი თითი ერთმანეთთან კავშირშია, ათი მისტიური რიცხვია, რაც ჰარმონიას, მთლიანობას გამოხატავს. ანუ ჩვენი გრძნობები ჰარმონიაშია ჩვენს სხეულთან, სხეულის ორგანოებთან. ჩვენი ცოდნა უნდა გამოვიყენოთ და ცნობიერად ცხოვრების ხარჯზე, მთლიანობა, სისრულე და უწყვეტი კავშირი შევქმნათ ცოდნასა და მოძრაობას შორის, იოგა ხომ მოძრაობაა, უწყვეტი მოძრაობა…
როდესაც იწყებ იმ გასაღებების გამოყენებას, რომელიც შენმა გულმა უზრუნველყო, — თანაგრძნობა, სიკეთე პატივისცემა და სიყვარული შენი ცხოვრების თანამგზავრი გახდება.
როგორც აღვნიშნე ნამასტე ეს ცხოვრების წესია, ცხორების გზა, ეს არის გზა, დაანახო სიყვარული გარშემომყოფებს, ამაღლდე საკუთარ ეგოზე და დაამყარო ჰარმონიული კონტაქტი სამყაროსთან, ბუნებასთან, გარშემომყოფებთან. ადამიანებში სიკეთე და სიყვარული დაინახო და ამით საკუთარი თავი მთლიანი და ჰარმონიული გახადო.
ამ გზით ისწვლი მიიღო ცნობიერად და შეიყვარო ის რაც რაც გაქვს, ის რაც არის შენს გარშემო და ამ გზით გააუმჯობესო შენი მდგომარეობა. მიხვდე, რომ უნდა გიყვარდეს ადამიანი მისი განსხვავებული მრწამსისა თუ რელიგიის გამო, მის აზრს პატივი უნდა სცე.

თუკი ადამიანებს გაემიჯნები, კედელს ააშენებ შენსა და მათ შორის და შენი პიროვნული ზრდაც შეწყდება.

ყოველთვის, როდესაც ადამიანთან კონტაქტს იწყებ, იფიქრე რომ მას იღებ ისეთს, როგორიც არის. რა თქმა უნდა ეს იმას არ ნიშნავს რომ ცხოვრებაში მხოლოდ უნდა მიიღო და არაფერს არასოდეს შეეწინააღმდეგო. ეს იმას ნიშნავს, რომ გაიგო და გააცნობიერო მეორე ადამინის ნამდვილი სურვილი რა არის, რა დგას წინააღმდეგობების მიღმა და რა სურს მან ამ გზით მოიტანოს შენამდე.

როდესაც თავს კომფორტულად გრძნობ შენგან განსხვავებულ ადამიანებთან, ეს იმას ნიშნავს რომ საკუთარ თავთან კონფლიქტი შეწყვიტე და საკუთარი თავი მიიღე ისეთი როგორიც ხარ. სწორედ აქედან იწყება  პიროვნული და სულიერი ზრდა.

დაიჯერე და დაინახე უფალი ყველა ადამიანში. უფალმა ხომ სახედ თვისად შეგვქმნა და საკუთარი სული შთაბერა ყველა ადამიანს.

ჩვენ კიდევ ბევრი გვაქვს სათქმელი

გამოგვყევი

👇 და გამოიწერეთ ჩვენი იუთუბ არხი :

 

და გაეცანი საინტერესო ინფორმაციას ჩვენს ინსტაგრამზე

📍https://www.instagram.com/lotusi_yoga/?igshid=13ld7s0df6tvk

ნამასტე🙏

სიყვარულით მარინა კვატაია

წყარო:http://lotusi.ge/

მარინა კვატაია გახლავთ კლინიკური ფსიქოლოგიის, ლაივ ქოუჩინგის და კუნდალინი იოგის, სერთიფიცირებული ექსპერტი. ასევე  „ლოტუსის“ – (ონლაინ იოგა და ქოუჩინგის) დამაარსებელი .

ნანახია:(425)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ის ერთადერთი მილიარდერია, რომელმაც ქველმოქმედებაში იმდენი დახარჯა, რომ მილიონერად იქცა

17 წლის ასაკში, ის არ მიიღეს კოლეჯში. 25 წლის ასაკში, დაეღუპა დედა. 26 წლის ასაკში მუცელი მოეშალა. 27 წლის ასაკში


წარმატების ერთ-ერთი ფორმულა

როგორ მინდა ყველამ წაიკითხოს ბავშვობიდან დღემდე, როცა რამეს ვაკეთებ, ვმოქმედებ და ვქმნი, ყოველთვის ერთ ადამიანს ვუძღვნი. ის კონკრეტული ადამიანი ჩემი


იყავი ძლიერი და გააკეთე არჩევანი ყოველ წამს… ეს ერთადერთი გზაა იმისათვის, რომ …

უზომოდ მომინდა დამეწერა… რომ… ცხოვრება გაცილებით მარტივია, ვიდრე ჩვენ აღვიქვამთ მას… რომ ადამიანმა საკუთარ თავს თავად შეუქმნა პრობლემები, ისევ და


istanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escort
ataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escort
dubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escorts
ataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escort
london escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escorts
istanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escort
london escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escorts
istanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escort