იცით, ვის აირეკლავთ გარე სამყაროში? | Jolo.ge


იცით, ვის აირეკლავთ გარე სამყაროში?

იცით, ვის აირეკლავთ გარე სამყაროში?

არსებობს ორი ტიპის ანარეკლი:

წინა მხარე (პირადაპირი) და უკანა მხარე (შეტრიალებული)

პირდაპირი ანარეკლის დროს:

ადამიანი, სხვებში (ადამიანებში, მოვლენებში) ხედავს და მათში აღიზიანებს ის თვისებები, რომელიც  თავად ახასიათებს, მაგრამ ვერ აცნობიერებს .  ფარული სურვილები ან სხვა რამ… რომლებსაც ვერ ხედავს ან არ უნდა დაინახოს.

მაგალითად: წარმოიდგინეთ – ქმარი ზარმაცობს, წამოწოლილია და უსაქმურობს. ცოლი ბრაზობს.

რა ხდება?  ადამიანი ბუნებით ზარმაცია, ძალიანაც უნდა წამოწვეს და ინებივროს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სიზრმაცე არის ქალშიც. მაგრამ ის, ამის უფლებას თავს არ აძლევს, რადგან ბავშვობიდან დედამ ისე გაზარდა და ასწავლა „საქმეს როცა მორჩები მერე დაისვენე… ტყულუბრალოდ დროს ნუ ფლანგავ“… და ა. შ. არადა, დღესაც (და ყოველთვის) უამრავი საქმეა და უსაქმურობის და კოტრიალის დრო სად არის? (არც არასდროს ჰქონია)  – ცხოვრობს წნეხში, დაძაბულ რეჟიმში და გადარბენებში — სამსახური, სახლი, ბავშვები, სკოლა, დალაგება, მომზადება და ა. შ.

რას აირეკლავს, ეს სიტუაცია, გარე სამყარო? შინაგან დაფარულ სურვილს, რომელსაც აღზრდა და საკუთარი რკინის შეხედულებები აღიარების საშუალებას არ აძლევს.

რა შეგიძლიათ შეცვალოთ?

შეგიძლიათ გადააფასოთ: არის კი ეს ის ადამიანი ვისთანაც გაატარებდით დარჩენილ სიცოცხლეს? თუ პასუხობთ „დიახ“ და მისგან წასვლა არ გინდათ, ყველაზე კარგია (თუმცა, ვიცი ამას მაინც არ გააკეთებთ) დროებით თავი დაანებოთ საქმეს, მოუწვეთ გვერდით. რასაც ის შეჭამს ის ჭამეთ, რასაც მოიტანს, იმისგან გააკეთეთ საჭმელი…

უბრალოდ, აღიარეთ და მიიღეთ, სარკის ანარეკლი ფაქტად, ნუ ბრაზობთ ანარეკლზე. უბრალოდ მიიღეთ და თქვით ” ჩემმა მზემ, თავს თუ მივეცი დასვენების უფლება, მე რა, ვისზე ნაკლები ზარმაცი ვარ? ქმარი მონაგონია ჩემ ფონზე”

ზოგჯერ მაინც,  სიზარმაცეს მიეცით უფლება გამოვლინდეს: მოიწყვეთ დასვენების დღეები, ინებივრეთ, წადით მასაჟზე. აი, ასე, ადექით და იზარმაცეთ შეგნებულად, მოდუნდით, ზოგჯერ მაინც!

შეტრიალებული ანარეკლი: ვიპოვოთ ის თვისება რომელიც გვაღიზიანებს მამაკაცში და დავაკვირდეთ, გვახასიათებს თუ არა ამ თვისების საპირისპირო?

მაგალითები:

1. თვლით, რომ გვერდით გყავთ „სუსტი“ მამაკაცი – მაშინ, გამოდის, თქვენ ხართ „ძლიერი“. ბევრი გაქვთ საკუთარ თავზე აღებული. თუ ეს მოგწონთ ძალიან კარგი, გილოცათ. თქვენ გაქვთ უსაზღვრო მიმღებლობა. მაგრამ თუ  თავს გრძნობთ უბედურად, დამცირებლად – ისწავლეთ, როგორ გახდეთ უფრო მეტად ქალური.

2. თვლით, რომ თქვენი მამკაცი პასუხისმგებლობას არ იღებს –  გამოდის, თქვენ გამოირჩევით ჰიპერპასუხისმგებლობის გრძნობით, გიყვართ ყველაფრის გაკონტროლება და არ შეგიძლიათ ერთი წუთითაც მოეშვათ (არასდროს აძლევთ თავს ამის ნებას), არ ენდობით მას. თუ ამის შედეგად ხართ უბედური – ისწავლეთ მისი ნდობა – დაუშვას შეცდომები და ისწვლოს მასზე. თავად კი მოდუნდით და იფიქრეთ იმაზე – როგორ გახდეთ ბედნიერი.

3. თვლითრომ  მატყუარაა – თქვენ ხართ ჩაციკლული სიმართლეზე. ორგანულად ვერ იტანთ მარყუარა ადამიანებს და ყველგან  ეძებთ ტყუილის დამამტკიცებელ ფაქტებს.. შეიცვალეთ, გახდით მიმღები და მიენდეთ, პირევლ რიგში, საუთარ თავს. ისწავეთ ინტუიციის და საკუთარი თავის მოსმენა.

4. თვლით, რომ თქვენი მამკაცი ძუნწია – შეიძლება თქვენ ხართ ძალიან ძუნწი, პირველ რიგში, საკუთარი თვის მიმართ. ძუნწი ხართ სიყვარულის, სითბოს, ემოციის, გამოხატვაში, არ გემეტებათ სხვითვის დროის დათმობა…  ან მიგაჩნიათ, ზედეტად ხარჯავთ თანხებს და თავს გრძნობთ დამნაშავედ, გაწუხებთ თქვენი უბარაქობა და ნერვიულობთ…

პრინციპი გასაგებია? 🙂

ცოტაც შევჩერდეთ თემა – ღალატი.

ღალატი — არ არის პათოლოგია ან ალფონსობა, არც ტაბუ და არც „ჩვეულებრივი ამბავი“(ზოგიერთი გოგო რომ ფიქრობს „ყველა კაცი მოღალატეა, ან ყველა კაცს ერთხელ მაინც უღალიატია ცოლისთვის“…).

აქ რამდენიმე მტკიცებულება შეიძლება არსებობდეს ქალში: პირველი – ღალატი მოსწონს შინაგანად – „მე ისეთი მაგარი, სიმპატიური ქმარი მყავს, ქალები ჭკუას კარგავენ. შევეჩვიე, მაწყობს“ (პირდი, ქოუჩინგის პრაქტიკიდან) . ღალატი აზრების პროექცია. ან მეორე ვარიანტი – როცა, ქალი უბედურია – ეს ის შემთხვევაა, რომელიც დაეხმარება გვერდიდან შეხედოს თავს და გააცნობიეროს: თავად ღალატობს საკუთარ ინტერესებს, ნიჭს და ტალანტს. სჭირდებოდა ისეთი „შერყევა“ რომელიც გამოაგდებდა კომფორტის ზონიდან… რომ არა ღალატი, სხვანაირად ვერ მიხდებოდა, რომ დრო მოვიდა განვითარდეს, დიდი ხანია ტკეპნის ერთ ადგილს, ბოლოს და ბოლოს, რაღაც უნდა შეცვალოს ცხოვრებაში, გახდეს მეტად საინტერესო …

რა მოხდება, თუ კი სარკის პრინციპს გაიაზრებთ და დღეიდან, დააკვირდებით რას გეუბნებათ, ესა თუ ის, გამაღიზიანებელი გარემოებები?

1. ისწავლით მიმღებლობას. შეეცდებით მაინც, იპოვოთ და საჭირო უნარები დანერგოთ.

2. შეიცნობთ თავს და სამყაროს მეტად. იპოვით თქვენს თავს და ადგილს ამ სამყაროში

2. გაფართოვდება ცნობიერი და დადგებით იმაზე მაღლა, ვიდეა იყავით. შეიგრძნობთ, რომ თქვენ ამ ყველაფერზე გაცილებით მეტი ხართ.

დახლოებით ამას ნიშნავს როდესაც ვამბობთ რომ სამყარო მოწყობილია სარკის პრინციპით(ჩვენ ამაზე არა ერთხელ ვისაუბრეთ ბლოგზე). ადამიანის გარემო წარმოადგენს მისი პროგრამების პროექციას, ანარეკლს. მათი დახმარებით ადვილად შეიძლება ადამიანმა დაინახოს – ვინ არის, რა უნდა რეალობაში, საით წავიდეს…

დღეს სულ ეს იყო.

შემდეგ თემაში განვიხილავთ: როცა არ მოგწონს სარკეში ანარეკლი

თუ მოგეწონათ თემა, გაუზიარეთ მეგობრებს. მადლობა, ბლოგზე სტუმრობისთვის!

წარმატებები!

ინდივიადუალური ონლაინ ქოუჩ-სესიები: http://kvaratskhelia.pro

 

თქვენს უსაზღვრო შესაძლებლობებში რწმენით 

ტრენერი და ეფექტური აზროვნების ქოუჩი

თამარ კვარაცხელია

 

წყარო: https://zrda.wordpress.com/

ნანახია:(642)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

მომავალი ეკუთვნის მას, ვინც მისთვის დღეს ემზადება!

„ის, რისი გაკეთებაც შეგიძლია დღეს არასოდეს გადადო ხვალ, თუმცა ის, რაც ხვალ უკეთესად გამოგივა არ გააკეთო დღეს!“ აი, უმარტივესი ოქროს


წარმატების მიღწევა მტკიცედ გაქვთ გადაწყვეტილი? მაშინ ეს 20 რჩევა მხოლოდ თქვეთვისაა

წარმატების მიღწევა მტკიცედ გაქვთ გადაწყვეტილი? მაშინ ეს 20 რჩევა მხოლოდ თქვეთვისაა. კრიტიკულად წაიკითხეთ თითოეული მათგანი და მხოლოდ ის აირჩიეთ თქვენი


„საკუთარ თავში დარწმუნებულ ადამიანს შეუძლია საკუთარი ნაკლიც კი ღირსებად აქციოს“

ჩვენი ტვინი ისეა მოწყობილი, რომ, რაზეც ვახდენთ ჩვენი აზროვნების მუდმივ კონცენტრირებას, სწორედ ის ვითარდება და ძლიერდება ჩვენს ცხოვრებაში. მაგალითად, თუ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*