იცი როგორ დაელოდო ბედნიერებას? | Jolo.ge


იცი როგორ დაელოდო ბედნიერებას?

იცი როგორ დაელოდო ბედნიერებას?

ვერასდროს წარმოიდგენდა, პრობლემა თუ გახდიდა ბედნიერს.

პრობლემა გააშიშვლა ემოციებისგან  და შერჩა  მოვლენა.

გაანთავისფლააააა…

გამოეყო… განუდგა…

ერთხელაც ჩამოჯდა.  დახუჭუა თვალები და შეეცადა ყური ეგდო, მოესმინა და გაეგო – სინამდვილეში, რა სურდა მის სულს? სულს სურდა ბედნიერება!!!

ცხოვრების ორომტრიალში ჩათრეულს, თითქმის, არასდროს ჰქონია ამის დრო. სულ სადღაც ჩქარობდა… ახლა, ვეღარც კი იხსენებს სად…

მოსმენის, პირველი მცდელობა უშედეგო გამოდგა.

გაუჭირდა…

მერე, კიდევ ერთხელ ცდის.

ისე, ცდის რა გითხრა და, სხვა გზა მაინც არა აქვს – სხვაგან ვერსად იპოვა, ვერავისგან მოისმინა… ვერც წიგნებში, ვერც მეგობრებში, ვერც… მათ თითქოს ეთანხმება, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის მისი, ნამდვილი…

ამიტომ კიდევ ერთხელ, ღრმად ჩაისუნთქა და ნელა ამოისუნთქა. თვალები დახუჭა…

ასე ასწავლა ერთმა ქალმა – დაელოდეო, პირველ აზრს რომელიც თავში მოგივა.

მაგრამ ჯერ, კითხვა უნდა დასვაო, სწორად. კითხვა რომელიც გტკივა და ხელს უშლის ბედნიერებას.

ჩამოაყალიბა:  …………

გაირინდა.

ჩუ, პასუხს ელოდება სიჩუმეში.

გაყუჩდა.

რამდენიმე ცდა და …

საიდანღაც მოსულმა უფერო აზრებმა გონებაში ნელ-ნელა ფორმა მიიღეს, გამოიკვეთნენ…

არა, ზუსტად არ იცის, იქნება და, თავად მოიფიქრა…

აერია…

მოკლედ, ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან ნათალად გაიგო:

„პრობლემას მოაცილე ემოციები – დაგრჩება მხოლოდ მოვლენა, ფაქტი“.

„მერე და, ეს ფაქტია რომ მტკივა“ – შეეცადა შედავებოდა პასუხად.

„ვერ დაკარგავ იმას, რაც არ არსებობს. ვერ დაგინგრევს სხვა იმას, რაც არ აგიშენებია. შეიძლება, მხოლოდ და მხოლოდ დაკარგო, დაგინგრიონ შენი წარმოდგენები. შენი ნაშენი რეალობის ილუზია… მომენდე – გაანთავისუფლე ფაქტი ტკივილისგან“

„კარგი დაგიჯერებ, მაგრამ… თუ ამ ტკივილს მოვაცილებ, მე მასზე ამდენი ვინერვიულე, სულ ტყუილად? მაშინ ვინ ვიქნები მის გარეშე? რას ნიშნავს „რაც არ გაქვს იმას ვერ დაკარგავ -ო“  „რაც არ აგიშენებია იმას ვერც დაგინგრევენ -ო“…

„შენ იცი პასუხი“…

„ნუთუ… მეც, ხომ მინდა სიცოცხლის თუნდა მისხალი სიკეთე, მეც ხომ ვიმსახურებ თუნდაც მცირედ ბედნიერებას? ნუთუ ასე ბევრს ვითხოვ?“

„დიახაც რომ გინდა! დიახ იმსახურებ… საქმეც იმაშია, რომ ცოტას ითხოვ, როდესაც მეტის აღება შეგიძლია! ცხოვრების გზაზე ღმერთი ყოველთვის გიგზავნის მოვლენებს, რომლებიც სჭირდება შენს სულს ჩარჩოებისგან გასასვლელად, გასანთავისუფლებლად. მას ღმერთთან აქვს კავშირი, შენ კი მასთანაც კი არანაირი! დამდგარახარ და ფსევდო ემოციებს ახვევ თავს, რატომ?

„მტკივა!!!! ნუთუ არ გესმის,  მე თავის გადარჩენას ვცდილობ!!!..“

„არა!!!! შენ ეგოს გადარჩენას ცდილობ! თავზე რომ ფიქრობდე, ხელს გულზე დაიდებდი და სულს გარინდული მოუსმენდი… აი, როგორც ახალა ცდილობ ამის გაკეთებას. გადადგი შემდეგი ნაბიჯი და გააკეთე რასაც გეუბნება, გაანთავისუფლე ის ფსევდო ემოციებისგან! მიეცი საშუალება აგამაღლოს ტკივილზე და გაგააცნობიერებინოს – ვინ ხდები შენ ამ ტკივილის შედეგად და ვინ ხარ მის გარეშე? პირველად როდის იგრძენი? რა ვერ გაიგე? რაში გჭირდებოდა, რას ვერ ხედავდი და რის დანახებას ცდილობდა? რაში არ უტყდები თავს? რა ისწავლე და რას გააკეთებ მომავალში, რომ არ განიცადო იგივე?

……

სიჩუმე…

შენელდა სუნთქვა..

ნისლად შედედებული აზრები იკრიბება  და ფორმამიღებული გამცნობს: დღეიდან სულ ერთია რას იტყვიან, რას ფიქრობენ ჩემზე… მთავარია, რა ვიცი საკუთარ თავზე, რას მიხვდი, ვინ ვარ, რა მინდა და რას გავაკეთებ… ყველაფერი დანარჩენი, არ მეხება. ეს მათი აზრებია, მათი ემოციებია.

ჩაისუნთქა.. ამოსუნთქვით მოეშვა და განთავისუფლდა…

განთავისფლებულ ადგილებში შეიგრძენო ბედნიერების ნაკადი!

იგრძნო მზაობა და გაახილა თავლები განახლებულმა.

„ახალა, იცი როგორ დაელოდო ბედნიერებას?“ – ჩაესმა

„შევწყვიტო ლოდინი და  მოვძებნო ბედნიერების მიზეზები აი, აქ და ამ წუთს და უბრალოდ, გავხდე ბედნიერი“

ისე, რაც არ ჰქონია როგორ დაკარგავდა… მართალი რომ გითხრათ, სხვა გზაც არ ჰქონდა და გახდა ბედნიერი მოვლენაში, რათა სულს ფრთები ეშალა ენავარდა…

მადლიერებით, თამარ კვარაცხელია

წყარო: https://zrda.wordpress.com

ნანახია:(1137)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

თუ თქვენ გეჩვენებათ, რომ ვინმეს სძულხართ, არ უყვარხართ, არ გაფასებენ

…ერთხელ როცა მოსკოვში ვსწავლობდი და იქ მოგეხსენებათ საბუთების მომგროველბლობა და ინსტანციებში ბარება მთავარი საქმიანობაა ყოველი მოქალაქისათვის, მომიწია ფსიქიატრის კონსულტაციის გავლა,


ადამიანებს არ მოსწონთ, როდესაც შენ აღწევ იმას, რაზეც ისინი ოცნებობენ!

⚪არსებობს წარუმატებლობისა და წარმატების მახე. წარუმატებლობის მახეა — როდესაც ადამიანი იკეტება საკუთარ ნაჭუჭში და შიშისა და ეჭვის პრიზმიდან უყურებს ყველაფერს.


„სიყვარული — ათავისუფლებს“…

* ეგო — ფიქრობს, როგორ მიიღოს; * სიყვარული — ფიქრობს, როგორ გასცეს; * ეგო — აცალკევებს და ჰყოფს; * სიყვარული


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*