„ იცი რას მივხვდი?? ცრემლებს თვალებში სხივი თუ არ დახვდა“… | Jolo.ge


„ იცი რას მივხვდი?? ცრემლებს თვალებში სხივი თუ არ დახვდა“…

„ იცი რას მივხვდი?? ცრემლებს თვალებში სხივი თუ არ დახვდა“…

ცრემლები ადამიანის სულისთვის კათარზისიაო”, მითხრა ერთხელ მეგობარმა..

მე უხმოდ დავეთანხმე…

გამახსენდა რამდენ რამეს გამოუწვევია ცრემლი ჩემს თვალზე, ჩემ სულში, როგორც ტკივილს, ისე სილამაზეს, როგორც მწუხარებას, ისე – ბედნიერებას… ყველაზე მეტი კი სევდიან სიყვარულს. ყველას უტირია სევდიანი სიყვარულის ისტორიაზე, ყველას ვისაც ცრემლი არ ამოშრობია სულში…

აი უყურებ ზღვაში ჩამავალ მზეს და ხვდები, რომ წყალი და ცეცხლი განუყოფელია, ცოცხლად ხედავ მათ ისტორიას, როგორ იძირება ეს ცეცხლმოკიდებული უზარმაზარი მზე მასში და ზღვასაც აალებს, მაგრამ არც მზე ქვრება ზღვაში და არც ზღვა იწვის მასთან ჰაეროვანი შეხებით… უბრალოდ მის ზედაპირს მოლივლივე ბილიკად ეფინება, ისე რომ, გინდება ზედ გაიარო ფეხშიშველმა, ფეხის გულებს ალმოკიდებული ტალღები გააცნო, ხელის გულებს კი სველი მზე შეახო… და ცრემლი მოგდის, ვერც კი ხვდები რატომ, უბრალოდ თავისით მოდის.

…მათი შეხება, ყოველთვის იწვევს ცისარტყელას; მზის ზღვასთან, წვიმასთან, ჩანჩქერთან… სადაც არ უნდა შეხვდეს ცეცხლი წყალს, ყოველთვის ასე ეფერებიან ერთმანეთს, ყოველთვის ფერებად იშლებიან… ხედავ, რომ ცისარტყელა მათი ერთობლივი შემოქმედებაა, მათი ნაფერები სიყვარულის ნაყოფი, მათი პირმშო… შენი თვალებით ხედავ მათი სიყვარულის სილამაზეს, მდუმარე ლოცვას რომ გავს და ისევ გეტირება უნებლიედ, გაუცნობიერებლად, თითქოს შენი სული ითხოვს ამას და ვერ ხვდები რატომ, მაგრამ…

იცი რას მივხვდი?? ცრემლებს თვალებში სხივი თუ არ დახვდა, ისე ცისარტყელად ვერ იქცევა შენ სულში.

ემა ომანაძე

წყარო: http://lurjilotosi.blogspot.com/

ნანახია:(370)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

თეატრალური ცრურწმენები

აჩრდილები – კვირის ერთი დღე თეატრში დასვენება უნდა იყოს, რადგან ამ დღეს თეატრი იქ დაბუდებულ აჩრდილებს ეკუთვნის. სხვადასხვა თეატრებს სხვადასხვა


რატომ ვერ მიდიხართ წინ – მატერიალური, ემოციური, გონებრივი თუ სულიერი ბლოკები

ჩვენ მუდმივი ევოლუციის პროცესში ვართ, ვვითარდებით, წინ მივდივართ, თუმცა ეს ყველაფერი ეტაპობრივად ხდება. არსებობს ცხოვრებისეული ციკლები და იმისთვის, რომ შემდეგ


ვარსკვლავური ტატუები და მათი მნიშვნელობა

  ტატუ დღესდღეობით იმდენად პოპულარულია ერთ სხეულზე შესაძლოა ათობითაც კი შეგხვდეს. ყველა ადამიანი ცდილობს ტატუ განსაზღვრული მნიშვნელობით გაიკეთოს, უმრავლესობას წარწერები


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*