იავნანა | Jolo.ge


იავნანა

იავნანა

აგარაკზე, ძლიერი ქარების გამო, შუქი ხშირად მიდიოდა.

ერთ-ერთ ასეთ ღამეს, საძინებელი ოთახი მხოლოდ კუთხეში მდგარი სანთლით იყო სუსტად განათებული.

სახურავი რახუნობდა, ფანჯრებიდან ქარის სტვენის ხმა ისმოდა, შორს, ტყიდან კი ძაღლებისა და ტურების ყმუილი.

მე ზამბარებიან საწოლზე ვიწექი, თბილად. დედაც იქვე მეჯდა, ხის მორყეულ სკამზე და 90-ე ფსალმუნს მიკითხავდა. ძილ-ბურანში მყოფი ნელ-ნელა ტკბილად ვითიშებოდი. მას შემდეგ მსგავსი მისტიკური სიმშვიდე და დაცულობის განცდა არც არასდროს მიგრძვნია.

ჩემთვის, სწორედ ეს 90-ე ფსალმუნია იავნანა.

სწორედ ეს ცარცით შემოხაზული ზამბარებიანი საწოლი და ხის სკამია იავნანა, რადგან რამდენი ტურაც არ უნდა ყმუოდეს გარეთ და რამდენი ქარიც არ უნდა ლეწავდეს ტოტებს, თუ შენ ამ ცარცის წრეში ხარ და დედა იმდენად ახლოს გყავს, რომ ხელის ოდნავი გაშვერით მის კაბას თავისუფლად შეეხები, არაფერი გაქვს სადარდებელი.

კიდევ ერთი, პარადოქსული ფაქტი არის ის, რომ რაც უფრო ახლოსაა ეს შემზარავი და საშიში სამყარო ამ ცარცის წრესთან, შენი დაცულობის და სიმშვიდის განცდა უფრო მატულობს. ეს არსებები ზუსტად საზღვართან მოდიან, ღმუიან და საზარელ ხმებს უშვებენ, ბნელი თვალებით გიყურებენ, მილიმეტრებიღა აშორებთ ამ წრეს, მაგრამ იცი, რომ ვერ გადმოვლენ, ოდნავადაც ვერ შეეხებიან მას, რადგან ერთი ხელის გაწვდენაზე, მორყეულ ხის სკამზე გიზის დედა, რომელიც შენთვის ნაცნობი ხმით, თვალები რომ დახუჭული გქონდეს და მაინც იცნობ, იმ ხმით გიკითხავს(!) იავნანას.

ხატია იათაშვილი

ნანახია:(94)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„ისწავლეთ თქვენი საყვარელი ადამიანების გამო დათმობა, გახდით გეითსები“

ჰარვარდიდან წამოსულმა ბილ გეითსმა დედას მისწერა წერილი: არ ინერვიულო, ჰარვარდიდან წამოვედი, მილიარდერი ვხდები! დაიქირავა ფარეხი და იქ წერდა მაიკროსოფტის პროგრამას.


„მტერი“ — სულა სულაშვილი

ორივემ ვიცოდით, რომ ერთმანეთის გვმართებდა … გვმართებდა, არა სიყვარული და ერთგულება — არამედ მტრობა და შურისძიება … მაგრამ, ჩვენ შორის


წაიკითხეთ, ეს აუცილებლად გამოგადგებათ! – რას გვირჩევენ გენიოსები

1. წარუმატებლობა – მხოლოდ თავიდან დაწყების შანსია, თუმცა უფრო ჭკვიანურად დაწყებისა.  /ენრი ფორდი/ 2. თუ პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელია, მაშინ ნერვიულობა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*