ჰოლოტროპული სუნთქვის რეალური სასწაულები | Jolo.ge


ჰოლოტროპული სუნთქვის რეალური სასწაულები

ჰოლოტროპული სუნთქვის რეალური სასწაულები

რამდენი წელია ჰოლოტროპული სუნთქვის სეანსებს ვატარებ და მაინც ყოველ ახალი ტურის შემდეგ შოკირებული ვარ ამ მეთოდის შესაძლებლობებით…

ახლაც — ერთმა მუხლი მოირჩინა და თვითონაც არ ჯეროდა,

მეორემ წინა ცხოვრებებში იმოგზაურა და დეტალურად ნახა, რას აკეთებდა,

მესამემ ახლიდან განიცადა დაბადება და იგრძნო, რომ მისი ცხოვრება ახლიდან დაიწყო…

ბიჭი, რომელიც დამბლადაცემული, ხელფეხწართმეული მოვიდა, უფრო სწორად მოიყვანეს, წელგამართული და სამსახურის დაწყებაზე მოფიქრალი წავიდა…

საკუთარ შინაგან ბავშვთან პაემანზე და უმძიმესი ტრავმებისგან განთავისუფლებაზე აღარაფერს ვამბობ — ეს თითქმის ყველას ქონდა, და კიდევ ათასი სასწაული მოხდა, რომლებსაც ვერც კი მოვყვები…

მეც კმაყოფილი და ბედნიერი წამოვედი. რა უნდა იყოს იმაზე უკეთესი, რომ გესმოდეს, რომ შენი ტრენინგის წყალობით 22 ადამიანს ცხოვრება მკვეთრად შეეცვალა უკეთესობისაკენ და გადარჩა დიდ უბედურებებს მომავალში.

ჩვენი ქვეცნობიერი ტრავმები და პროგრამები ხომ არც ისე უვნებელი რამ არის — სწორედ ეს გვაიძულებს, მივიღოთ არასწორი გადაწყვეტილებები, დავანგრიოთ ურთიერთობები, ვერ მივაღწიოთ წარმატებას, ვატკინოთ სხვებს და საკუთარ თავსაც და ათასი ტანჯვა, ავადმყოფობა და უბედური შემთხვევებიც კი დავიტეხოთ თავს…

ჩემი ნება რომ იყოს, ყველა პოლიტიკოსს ვასუნთქებდი, რომ აზრზე მოსულიყვნენ და ასეთი პათოლოგები აღარ ყოფილიყვნენ… მარტივად რომ ვთქვათ, ჰოლოტროპული სუნთქვა გადაარჩენს საქართველოს!  თუ ვხუმრობდე, მე მოვკვდე!   

ლევან რამიშვილი

🔴 ლევან რამიშვილი — ალტერნატიული თერაპევტი, აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, რუსთველოლოგი, პრემია «საბას» მფლობელი «ბჰაგავადგიტას» პოეტური თარგმანისათვის, ავტორი წიგნების «დაფარული ვეფხისტყაოსანი» და «გაათავისუფლე ბავშვი, გაათავისუფლე მსოფლიო!», ავტორი ვეფხისტყაოსნის საერთაშორისო ინსტიტუტის პროექტის.

გამოხმაურება https://bit.ly/2kKuBGh

ნანახია:(1474)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

«ჰოლოტროპული სუნთქვა» ლევან რამიშვილთან ერთად

ყველას, ვინც კი ჰოლოტროპული სუნთქვის სეანსებს ელოდება… ურეკის სამდღიანი ტური ლევან რამიშვილთან ერთად ისევ დაიგეგმა  ⛵️☀️😍🌟 ნანახია:(756)-ჯერ FacebookLinkedinComments comments


რა არის ჰოლოტროპული სუნთქვა?! — შედეგები და გამოხმაურება

რა არის ჰოლოტროპული სუნთქვა? ლევან რამიშვილი: ესაა უახლესი და უძლიერესი ფსიქოლოგიური გაჯანსაღების მეთოდი, მაგრამ მოდით, გამოვტოვოთ თეორია და პრაქტიკულ სარგებელზე


გაბედეთ ცვლილება! გაბედეთ კარგად ყოფნა! გაბედეთ ბედნიერება!

სულ მალე ჩავატარებთ ტრენინგს, რომლის მსგავსიც საქართველოში არაფერი ხდება და რომელზეც ადამიანები მოიშორებენ მთელი ცხოვრების სიმძიმეებს, განიკურნებიან, დამშვიდდებიან, განახლდებიან და


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<