„ჰოდა გამეშვით მეც, მე ჩემს საჯდომს მივხედავ, თქვენ თქვენსას და ქვეყანაც აშენდება“… | Jolo.ge


„ჰოდა გამეშვით მეც, მე ჩემს საჯდომს მივხედავ, თქვენ თქვენსას და ქვეყანაც აშენდება“…

„ჰოდა გამეშვით მეც, მე ჩემს საჯდომს მივხედავ, თქვენ თქვენსას და ქვეყანაც აშენდება“…

— ორი წლის წინ თმა შევიღებე ტონიკით და ატყდა ისტერიკა, კაცს რათ გინდოდა ეს მზისფერად მოელვარე დალალებიო

— მერე, მაგნიტ საყურეს ვატარებდი (თქვენდა საბედნიეროდ აქსესუარებს ვერ ვეგუები სხეულზე და სულ ორჯერ მეკეთა) და ტიტუ, წაუხდა კაცობაო

— რამდენჯერმე წარბს შევავლებ ხოლმე ხელს და ზოგ სალონში შოკირებული სახით მიყურებენ ხანდახან

— ჯანმრთელ კვებაზე გადავედი და იიი დიეტაზე ხარ, გოგო ხომ არ ხარო

— ფეხბურთი და ლუდი არ მიყვარს და დედააჰ კაცს რანაირად შეიძლება არ უყვარდესო

— კიდევ მილიონი არაადეკვატური შეკითხვა….

ჰოდა, თქვე დალოცვილებო, ოდესმე მიკითხავს თქვენთვის:

— რატომ გაქვთ ეს უზარმაზარი ღიპი

— რატომ გაქვთ პერანგის ყველა «ღრიჭოდან» ამოშვერილი ბანჯგვლები

— რატომ გაქვთ დაუბანელი თავი, ან რატომ აგდით ოფლის ოხშივარი

— რატომ სვამთ ყანწებით ღვინოს კაცობის დასამტკიცებლად და მერე ჩემთვისაც საჭირო საერთო მოხმარების ტუალეტებს აკავებთ საათიანი რწყევის გამო

— რატომ ვერ ცდება თქვენი ლექსიკა ბოზიშვილივიყოებს და ჩემიდედაშევეცებს

— რატომ გაქვთ დაბალი აიქიუ (თუ ბარბექიუ თუ ქიუ ნეტი) და იქიუ კიდევ საჭმელი რატომ გგონიათ?

აი მიკითხავს?
ჰოდა გამეშვით მეც, მე ჩემს საჯდომს მივხედავ, თქვენ თქვენსას და ქვეყანაც აშენდება. 

მამა მურთაზს უთქვამს საპატრიარქოში, ყველამ ჩვენს თავს მივხედოთ და ვცხონდებითო. ჰოდა, ჩემი თუ არ გჯერათ — იმას მაინც დაუჯერეთ. მარტო ხატების გამოჭიმვა კედლებზე და ამავე ხატების წინ ცოლის გინება და ცემა ხომ არ არის…

ვინც ამ პოსტიდან დაასკვნის, რომ ყველას ეხება — დამილოცნია მათი ტვინის სლიკინა ხვეულები 
იხარეთ ორსავე სოფელსა შინა.

გურამ შეროზია

 

ნანახია:(285)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

უშგულში კიდევ ერთი კოშკი ჩამოინგრა

ფონდ «ქართუს» მიერ გამოყოფილი მილიონები და წყალში ჩაყრილი ფულები! მეგობრებო, ყურადღებით წაიკითხეთ, გვერდში დაგვიდექით, რომ მსგავსი ფაქტი კიდევ არ განმეორდეს,


„ბრიტანელი შინდლერი“, რომელმაც 669 ბავშვი სიკვდილისგან იხსნა (ვიდეო)

„არის ამ აუდიტორიაში მსგავსი ისტორიის მქონე პირი? თუ ვინმეა, ფეხზე წამოდგეს“- მიმართა წამყვანმა დარბაზში მსხდომებს. თანდათან მთელი დარბაზი ფეხზე წამოდგა.


„ჩემი გულრწფელი respects შორენა ბეგაშვილს!“ — გიორგი ხაბურზანია

„შორენა ბეგაშვილი არის დამოუკიდებელი, წარმატებული და ულამაზესი ქალი. არის კეთილი და ერთგული ადამიანი, რომელიც მეგობრის გამო ბევრ რამეს დათმობს. სრულიად უცხო ადამიანებს


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<