Harrods-მსოფლიოს ერთერთი უდიდესი სავაჭრო ცენტრი | Jolo.ge


Harrods-მსოფლიოს ერთერთი უდიდესი სავაჭრო ცენტრი

Harrods-მსოფლიოს ერთერთი უდიდესი სავაჭრო ცენტრი

Harrods – ლონდონის ყველაზე დიდი და ცნობილი სავაჭრო ცენტრია, რომელსაც  ყოველდღიურად 300 ათასამდე ადამიანი სტუმრობს.

harrods_9_jpg_1346661109

Harrods-ში ძირითადად ფუფუნების საგნების მოყვარულები დადიან. მიუხედავად იმისა, რომ აქ მხოლოდ ძალიან მაღალფასიანი ნივთები იყიდება,მყიდველის ნაკლებობას არავინ უჩივის.

harrods-royal-cake

და თუნდაც ვერაფრის ყიდვა მოახერხო, Harrods-ში სტუმრობა მაინც სასურველია, რადგან ის დამსახურებულად ატარებს ყველაზე სახელგანთქმული სავაჭრო ქსელის ტიტულს მთელ გაერთიანებულ სამეფოში.

Harrods ლონდონის ყველაზე ძვირადღირებულ ადგილად მიიჩნევა და ის ერთ-ერთია ქალაქის სამ ყველაზე ცნობილ ღირშესანიშნაობას შორის ბიგ ბენისა და პარლამენტის შენობის შემდეგ. სავაჭრო ცენტრის შენობა განსაკუთრებით ლამაზია ღამით, როცა მის ფასადზე 11500 ნათურა ინთება.

1211_xmaslites-01-hires_0

1989 წლიდან Harrods-ის ქსელში ოფიციალური დრეს-კოდია დაწესებული. მასში გამორიცხულია მოუვლელი, გამომწვევი, ჭუჭყიანი ტანსაცმლით ან ნებისმიერი ტიპის უნიფორმით შესვლა.

აქ არის ყველაფერი: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სპორტული ინვენტარი, აქსესუარები შინაური ცხოველებისთვის, სათამაშოები, კოსმეტიკა, მედიკამენტები, საკანცელარიო საქონელი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავეჯი, სასურსათო სუპერმარკეტი, ღვინის მაღაზია და სხვ. აქვეა სილამაზის სალონი Hair and Beauty, რომელიც ევროპაში ერთ-ერთ უდიდეს სალონად მიიჩნევა – მასში 40-ზე მეტი უმაღლესი კლასის სპეციალისტი მუშაობს.

ერთი სიტყვით, Harrods არის ცენტრი, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო კომპანიებსა და მათ პროდუქციას აერთიანებს: ქალის ტანსაცმელი Escada-სგან, Nina Ricci-სგან, Stella McCartney-სგან; მამაკაცის ტანსაცმელი Diesel-ისგან, Gant-ისა და Junk de Luxe-სგან; აქსესუარები ფირმებისგან Mulberry, Tory Burch და მრავალი სხვა.

Harrods-ის ზოგიერთი განყოფილება მთელ მსოფლიოშია ცნობილი, მაგალითად, საკვები პროდუქტებისა და საშობაო საქონლის განყოფილებები.

harrods2_

როგორც სავაჭრო ცენტრების უმრავლესობაშია მიღებული, Harrods ზაფხულსა და ზამთარში მასშტაბურ სეზონურ ფასდაკლებებს აწყობს და ამ დროს იქ იმდენი ხალხი ირევა, რომ შესვლა ფაქტობრივად შეუძლებელია.Harrods-ს 90 ათასი კვადრატული მეტრი უკავია (შედარებისთვის: გაერთიანებულ სამეფოში მეორე უდიდეს სავაჭრო ცენტრს Harrods-ის თითქმის ნახევარი – 50 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი უჭირავს).

harrods_9_jpg_1346661109

Harrods-ის სავაჭრო ფართზე 330 განყოფილებაა განლაგებული, პერსონალი 5 ათას ადამიანს შეადგენს მსოფლიოს 50 ქვეყნიდან.

ცენტრის ტერიტორიაზე განლაგებულია 28 რესტორანი ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვის, ასევე საათების სახელოსნო, ფინანსური მომსახურების ცენტრი (Harrods Financial Services), ბანკი (Harrods Bank) და სხვ.

ცენტრის ადგილზე მიტანის სერვისი წელიწადში საშუალოდ 225 ათას მომხმარებელს ემსახურება.Harrods-ის დევიზია: Omnia Omnibus Ubique – ყველას, ყოველს და აბსოლუტურად ყველაფერი.

harrods-greenman

1824 წელს Harrods 25 წლის ჩარლზ ჰენრი ჰეროდმა დააარსა.

ჰეროდსი 1909 წელს:

ÒA fashion plate showing the exterior of Harrod's department store in Knightsbridge, 1909. The ladies' silhouettes emphasize the vertical, with the waistline raised and the skirt width reduced. The lady in the foreground, who wears a cream military-style coat over her pinky-grey chiffon dress, holds a drawstring bag called a 'Dorothy'. Handbags became essential accessories once narrowing skirts precluded the use of pockets. Applied decoration in the form of braid, tassels, beading and embroidery remained an essential feature of fashion.Ó Ashelford, Jane. The Art of Dress; Clothes and Society, 1500-1914. London: The National Trust, 1996. p. 252, fig. 220.

1922 წელს Harrods გაიყიდა, თუმცა, თავისი ისტორიული სახელწოდება შეინარჩუნა.

ჰეროდსი 1949 წელს:1985 წელს სავაჭრო ცენტრი კიდევ ერთხელ გაიყიდა – ის ეგვიპტელმა მილიარდელმა მუჰამედ ალ ფაიედმა იყიდა, რომელმაც 2010 წელს ის 1,5 მილიარდ ფუნტ სტერლინგად კატარის საინვესტიციო ფონდს გადასცა.

harrods-1949

საინტერესოა, რომ წლების განმავლობაში Harrods სამეფო კარის ოფიციალური მომმარაგებელი იყო.

შარშან ლონდონში, ხუთვარსკვლავიან სასტუმრო Corinthia-ში Harrods-ის კიდევ ერთი ახალი ბუტიკი გაიხსნა. Harrods-ის ფილიალი სასტუმროს პირველ სართულზეა განთავსებული. მიუხედავად ახალი ადგილისა, სავაჭრო სივრცის დიზაინში არაფერი შეცვლილა: ლურჯ-თეთრი ჭაღები, თეთრი მარმარილოს იატაკი და ყველგან ყვავილები. თუ ადამიანი Harrods-ში ადრეც ყოფილა, აქაური ანტურაჟი მისთვის უკვე ნაცნობი იქნება.

3harrods-shop-at-the-corinthia-hotel-london3

მომხმარებელს აქ ჰეროდსის ხაზის მსოფლიოში ცნობილ უმაღლესი ხარისხის ჩაის, შოკოლადის ტრუფელებს, shortbread- ნამცხვარს და, რა თქმა უნდა, აბაზანისა და სხეულის მოვლის საშუალებების ფართო ასორტიმენტს სთავაზობენ.მამაკაცებისთვის აქვთ აქსესუარები Mont Blanc – Dunhill-ისგან და  კოლექციები Wedgewood-ის, Spode-სა და Vera Wang-ისგან.

4harrods-shop-at-the-corinthia-hotel-london2

ჰეროდსის საშობაო განყოფილება:

0-christmasworldatharrods

Harrods Christmas World Launch 2011

ჰეროდსის პროდუქტების განყოფილება:

harrods-32

london-days-shopping-at-the-harrods-3

გასართობი განყოფილება:

harrods-ed-20_lg

harrods-ed-02_lg

 

 

ნანახია:(40)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

»არხვატს მივდივარო…» (ერეკლე ჭინჭრაულის ხსოვნას)

ერთად ავუყევით როშკას, „არხვატს მივდივარო ძამი“. ახლა, კი ვიხსენებ როცა, უღვთოდ გარინდულა ჟამი. «უნდა წავიდეო მორჩა», არც კი დაგვილიე სამი. 


„თავის მოკვლა უკვე გადაწყვეტილი მქონდა, და ვერც შენ გადამარჩინე“

ეს პაოლო იაშვილის ამაღელვებელი წერილია, რომელიც მან თვითმკვლელობის წინ შვილს დაუწერა. პაოლო ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც რეპრესიებმა შეიწირეს. თუმცა, პოეტმა


»ნეტავ შენი სიცილი მოესმინა სიკვდილს»

(ერეკლე ჭინჭარაულის ხსოვნას)   რამდენი დღე მახსოვს, სად აღარ, როგორ აღარ… როგორც შენ ამბობდი, «რამდენი დღე მოვპარეთ ცხოვრებას». ჩვენ ახლა ამ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<