ჰარმონია | Jolo.ge


ჰარმონია

ჰარმონია

ადამიანის ცხოვრებაში ბედნიერება წარმოუდგელია, თუ არ აქვს შინაგანი ჰარმონია.

შინაგანის და გარეგანის წონასწორობა – საფუძველია ჰარმონიის.

შინაგანი – თქვენი აზრები, შეხედეულებები, წარმოდგენები, ფიქრები, ოცნებები.

გარეგენი – რეალობა, რომელიც არსებობს თქვენს გარშემო.

მათი თანხვედრა ან მიახლოება უკვე ჰარმონიაა.

მე არ ვასწავლი… მომიტევეთ თუ ასე ჩანს. ❤ მე გიზიარებთ იმ ფასეულობებს და პრინციპებს, რითაც ვცხოვრობ და რამაც დღვანდლამდე მომიყვანა. დამერწმუნეთ, როგორც უმრავლესობა თქვენთაგანის, ასევე, ჩემი ცხოვრების გზა არ ყოფილა ადვილი გასავლელი. მაგრამ მადლობა ღმერთს: იმ ძალებისთვის – რომელიც საკუთარ თავში საჭირო დროს მაპოვნინა, წინააღმდეგობებისთვის და წარმოუდგენლად გადაულახავი პრობლემებისთვის – რომელმაც დამანახა ახალი შესაძლებლობები და იმ უამრავი შეცდომებისთვის – რომლებზედაც გავიზარდე. ❤

დავუბრუნდეთ თემას და როგორ მივაღწიოთ ჰარმონიულობას?

სად ვიპოვეოთ შინაგანი სიმშვიდე?

ვიცხოვროთ დღევანდელი დღით.

ყველაზე და ყველაფერზე კარგი და საინტერესო ხდება ახლა, ამ წუთას.

ის რაც იყო გუშინ დარჩა წარსულში, გამოდით წარსულის ტყვეობიდან და ასევე, არ არის საჭირო ველოდოთ ბედნიერ დღეებს ხვალ, ერთი თვის მერე ან შემდეგ, ოდესმე.

იცხოვრე ახლა და ამ წუთას! – აი, ჰარმონიის მთავარი გზავნილი .

აწმყო უკეთესია, ვიდრე მოგონებები და თუნდაც, გაურკვეველი, ბუნდოვანი მომავალი. შეიყვარეთ თავი ისეთი როგორიც ხართ და შეწყვიტეთ საკუთარი თავის გაკიცხვა, წარსული შეცდომების გამო წუწუნი, თავის მართლებები, გადაბრალებები, თავის შეცოდება…

ნუ იტყვით უარს ახალ შესაძლებლობებზე, მომავალი შეცდომების დაშვების შიშით. არაფერია, 😉 დაუშვით შეცდომები, ისწავლეთ, გაიზარდეთ მათზე. ცხოვრება თქვენ გამზადებთ, თქვენი საკუთარი გამოცდილებისთვის. სხვამ რაც არ უნდა გირჩიოთ, მიგითითოთ და გასწავლოთ თქვენს მისაღებ გამოცდილებას, თუ როგორ გაიარეთ ცხოვრებისეული სირთულეები და როოგორ გადალახეთ წინააღმდეგობები, ამას წიგნებიდან ან სხვისი რჩევით ვერ ისწავლით. ასე, რომ შეცდომებში ცუდი არაფერია. მხოლოდ ერთი ადამიანი არ უშვებს შეცდომას. ვინც არ აკეთებს ა რ ა ფ ე რ ს – თუ არ ვცდები, ინგლისური ანდაზაა. 😉 თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ერთი და იგივე შეცდომა უნდა დაუშვათ გამუდმებით.

ყოველდღე აკეთეთ ელემენტალურლი, პატარ-პატარა, უმნიშვნელო კეთილ-კეთილი საქმეები. გახდით მეტად კეთილი სხვების მიმართ და მათი დახმერებით შეძლებთ გამოავლინოთ სიყვარული, იპოვით „თქვენსას“, დაკავდით თვითგანვითარებით, ავარჯიშეთ სხეული და გონება. იკითხეთ სასარგებლო ლიტერატურა, იარეთ პიროვნული ზრდის და განვითარების ტრენინგებზე, ჩაერთეთ პროექტებში, გაიჩინეთ ჰობი.g

და რაც მთავარია, არა აქვს მნიშვნელობა ვინ რას გეტყვით და სად რას წაიკითხავთ, მთავარია – ცხოვრება რომ ისწავლოთ, პირველ რიგში, მოუსმინეთ საკუთარ თავს და გახდით ჰარმონიული პიროვნება. ისწავლეთ მიტევება, გქონდეთ მიმღებლობა და მადლიერება იმისი, რაც უკვე გაქვთ ცხოვრებაში, მოაწესრიგეთ აზრები და სწორი, პოზიტიური დიალოგი აწარმოეთ საკუთარ თავთან.

მხოლოდ, თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ, თქვენი წონასწორობის და ჰარმონიის ბალანსი ამ სამყაროში, თქვენსავე გამოცდილებაზე. მზა, ყველასათვის საეთო რეცეპტები არ არსებობს. თქვენს გასაკეთებელს სხვა ვერ გააკეთებს, თქვენს გადასალახ შეცდომებს სხვა ვერ გადალახვს. ეს თქვენი ცხოვრების გზაა და თქვენი არჩევანი. და თუ ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, ამას დამოუკიდებლად ვერ ახერხებთ, შეგიძლიათ მიმართოთ პერსონალური ქოუჩის დახმარებას. ქოუჩი სჭირდება ყველას.

თქვენ როგორ თვლით?

P.S. შეგიძლიათ გამიზიაროთ თქვენი აზრი და შეხედულებები კომენტარებში. მადლობა წინასწარ.

 

სიყვარულით და თქვენს შესაძლებლობებში რწმენით

თამარ კვარაცხელია

წყარო: https://zrda.wordpress.com

ნანახია:(133)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„კარგი“ აზრებიდან, გულის კარამდე

დაკვირვებულხართ საკუთარ თავს: რამდენი ხანი ფიქრობთ „კარგ„ რამეზე? …. სწორედაც … ადამიანი იმდენ „კარგს“ ღებულობს, რამდენსაც ფიქრობს. მხოლოდ, როცა გულით


მარტინ ლუთერ კინგი: მე მაქვს ოცნება

მარტინ ლუთერ კინგი დაიბადა 1929 წლის 15 იანვარს, ამერიკის შეერთებულ შტატებში (ატლანტა, ჯორჯია). ჰყავდა ერთი უფროსი და, და უმცროსი ძმა.


15 აზრი სასწაულის შესახებ

სასწაული – არსებობს, მხოლოდ მათთვის, ვისაც სჯერა სასწაულის. შეგიძლიათ იყო ის, ვინც გინდათ რომ იყოთ. გახდით სასწაული იმისთვის ვისაც თქვენი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<