შემთხვევით „დაბადებული“ „ჰარი პოტერი“ | Jolo.ge


შემთხვევით „დაბადებული“ „ჰარი პოტერი“

შემთხვევით „დაბადებული“ „ჰარი პოტერი“

ჯოან როულინგს და მის „ჰარი პოტერს“ დღეს მსოფლიოს მასშტაბით ყველა იცნობს, თუმცა ალბათ ძალიან ცოტა ადამიანმა იცის ის რთული გზა, რომელიც მწერალმა ბესტსელერის შექმნამდე გაიარა.

 

ჯოან როულინგი 1965 წელს ინგლისში, კერძოდ ბრისტოლში დაიბადა არცთუ შეძლებულ ოჯახში. ის წყნარი ბავშვი იყო და უყვარდა წერა და კითხვა. მოგვიანებით, როდესაც უნივერსიტეტი დაასრულა მუშაობდა სხვადასხვა ოფისებში, თავისუფალ დროს კი წერდა.

 

დედის გარდაცვალების შემდეგ როულინგს ინგლისში დარჩენა აღარ სურდა. გაზეთში შემთხვევით იპოვნა ინგლისური ენის მასწავლებლის ვაკანსია პორტუგალიაში და ბედის საძებნელად ამ ქვეყანას მიაშურა. პორტუგალიაში ის ადგილობრივ მამაკაცზე დაქორწინდა და ცოტა ხანში ქალიშვილი შეეძინა, თუმცა მალევე მიხვდა, რომ ბედნიერი არ იყო და სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა. მწერალი საცხოვრებლად შოტლანდიაში გადავიდა თავისი დის სიახლოვეს.

 

ცხოვრების თავიდან დაწყება მისთვის რთული აღმოჩნდა, მითუმეტეს პატარა გოგონასთან ერთად. არ ჰქონდა სამსახური, ფული, მაგრამ ჰქონდა ერთი იდეა, რომელიც წლების წინ მატარებლით მგზავრობისას მოუვიდა. საწერად მან პატარა კაფე აირჩია, სადაც ყავას სვამდა და წერდა თავის ნაწარმოებს. გვერდით კი მის პატარა შვილს ეძინა.

 

ხუთი წლის შემდეგ როულინგმა „ჰარი პოტერის“ პირველი ნაწილი დაასრულა და გამოსაქვეყნებლად რამდენიმე რედაქციაში გააგზავნა, თუმცა ყველა მათგანისგან უარი მოსდიოდა, რადგან ნაწარმოები არ მოსწონდათ. ბოლოს და ბოლოს ერთ-ერთ გამომცემელს მოეწონა, თუმცა მისი აზრით ნაწარმოები მხოლოდ ბავშვებისთვის იყო, შესაბამისად დიდ თანხას ვერ მოუტანდა მწერალს. მისი ვარაუდი არ გამართლდა, წიგნის გამოსვლიდან უმოკლეს დროში ის ბესთსელერი გახდა. დღესდღეობით „ჰარი პოტერი“ 42 ენაზეა ნათარგმნი.

ნანახია:(128)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ხშირად გააკეთეთ ეს და იქნებით ბედნიერი

ბედნიერების მიღწევის წესები: N1- შეწყვიტეთ საკუთარი თავის შეცოდება! საკუთარი თავის შებრალება ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ემოციაა. თუ მას აყვებით, გაანადგურებს ყველაფერს,


როგორ მივაღწიოთ სულიერ სიმშვიდეს, რუდოლფ შტაინერის ექვსი სავარჯიშო

ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენი ფიქრები, ნება და გრძნობები ხშირად აცდენილია ერთმანეთს. მაგალითად, შეიძლება ვინმეს მიმართ სიბრალულს გრძნობდეთ, მაგრამ ფიქრობდეთ, რომ ეს


თავდაჯერებულობის ამაღლების 9 სწარფი გზა

ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე საკუთარი თავის და შესაძებლობების მტკიცე რწმენა მნიშვნელოვანია. თუ თქვენ საკმარისად თავდაჯერებული ხართ, შეგიძლიათ დაიპყოროთ მთელი მსოფლიო და


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*