10 გზა რომ დღე სწორად დაიწყოთ | Jolo.ge


10 გზა რომ დღე სწორად დაიწყოთ

10 გზა რომ დღე სწორად დაიწყოთ
დილის კარგ განწყობაზე დაწყება მთელი დღის განწყობასა და ნაყოფიერებაზე მოქმედებს. დილით განწყობის შექმნა მთელი მეცნიერებაა. თუ სიხარულის რაიმე მიზეზი არ გაქვთ, მაშინ ქვემოთ მოცემული რჩევები დაგეხმარებათ რომ დილა პოზიტიურად დაიწყოთ.

გააღეთ ფანჯარა. დილით საძინებლის, მისაღების, სამზარეულოს ფანჯრის გაღებით სახლი სუფთა ჰაერით ივსება. ეს შესანიშნავია ახალი დღის დასაწყებად. თქვენც უკეთ გამოფხიზლდებით და ახალი აზრების და იდეების გენერირებაც დაიწყება.

შეაქეთ საკუთარი თავი. ჩაიხედეთ სარკეში და ხმამაღლა შეაქეთ საკუთარი თავი. მადლობა უთხარით მას ყველა წვრილმანზე, რომელსაც გასულ დღეს წარმატებით გაუმკლავდით. უთხარით თავს: ,,მიყვარხარ, მე მართლა მთელი გულით მიყვარხარ.“

მოუსმინეთ საყვარელ მუსიკას. შეგიძლიათ თავადაც აჰყვეთ მუსიკას. ეს ყველგან შეგიძლიათ გააკეთოთ: სამზარეულოში, საშხაპეში, მანქანაში... შეარჩიეთ ენერგიული მუსიკა, რომ პირველივე სტროფზე ხელახლა არ ჩაგეძინოთ.

მოიშორეთ არასაჭირო ნივთები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია - დილით ზედმეტი არასაჭირო ნივთები თვალს არ უნდა მოხვდეს. ყოველგვარი სინანულის გარეშე გაიტანეთ ოთახიდან ყველა არასაჭირო დოკუმენტი, ძველი გასაღებები და ა.შ.

ისწავლეთ რამდენიმე სიტყვა უცხო ენიდან. თუ ყოველ დილით ამას გააკეთებთ, ერთი წლის შემდეგ მეგობრების და ახლობლების გაოცებას შეძლებთ. ეს  შესანიშნავი გზაა რომ დილიდანვე ნაყოფიერად დაიწყოთ ცხოვრება.

მოაწესრიგეთ თქვენი სამუშაო მაგიდა. გადაწმინდეთ მტვერი, მოაშორეთ არასაჭირო ნივთები. ეს ყველაფერი კონცენტრაციაში შეგიშლით ხელს.

გადაიღეთ დილის სელფი. რატომაც არა? ასე ბუნებრივი და შეიძლება ოდნავ სასაცილოც იყოთ. ეს გაგამხიარულებთ. ერთი თვის თავზე კი მხიარული ფოტოების კოლაჟი გექნებათ.

დილით გაისეირნეთ. სუფთა ჰაერზე სიარული განწყობას აამაღლებს.

გაიღიმეთ იმის მიუხედავად, გსურთ ეს თუ არა. როგორც დადებითი ემოციები იწვევს ღიმილს, ანალოგიურად, ღიმილიც გამოიწვევს განწყობის გაუმჯობესებას. კარგი იქნება თუ საკუთარ თავს გაუღიმებთ სარკეში.

ივარჯიშეთ. შეიძლება ეს იყოს ძალიან მცირე, 5 წუთიანი ვარჯიში. თუმცა, თავს დღის განმავლობაში მაინც მხნედ იგრძნობთ. კუნთებიც ტონუსში იქნება და სხეულსაც თანდათან გაიმკვრივებთ. მთავარია ეს სისტემატიურად გააკეთოთ.

ჯანსაღი საუზმე. მისი გამოტოვება არ შეიძლება. დალიეთ ჩაი ან ნატურალური წვენი. შეეცადეთ სასარგებლო მინერალები და ვიტამინები დილიდანვე მიიღოთ.

შეეცადეთ სასიამოვნო რამეზე იფიქროთ. ის, რომ ახალი დილა გათენდა, უკვე შესანიშნავი მიზეზია, რომ კარგ ხასიათზე იყოთ. 

წყარო: http://oxford-med.ge

ნანახია:(552)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

დღევანდელი ნუდისტი მწვანე კონცხის პლაჟზე

„ამასწინათ ბათუმში 1930-იან წლებში ნუდისტური პლიაჟის არსებობის შესახებ ვწერდი. ეს ამბავი ნაჩვენებია იუთუბზე გავრცელებულ ვიდეოში, რომელიც უცხოელებს გადაუღიათ საბჭოთა აჭარაში.


მუშაობა, მაშინაც კი, როდესაც საქმე საკმაოდ რთულია

წიგნების ავტორი და ბიზნესმენი James Clear-ი ამ სტატიაში გვიზიარებს თავის გამოცდილებას: ნებისმიერ ჩვენთაგანს შეუძლია კარგად იმუშაოს, როდესაც მოტვირებულია. როდესაც სპორტსმენი


პიროვნების ამოცნობა მისი სახის ფორმის მიხედვით

1)     ოვალური ფიზიკური მახასიათებლების განსაზღვრა თუ თქვენ გაქვთ ისრისებული დიდი ყბა, თქვენი სახე ხბასთან შედარებით უფრო გრძელია, თქვენ შეიძლება გავდეთ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*