გზა კრიმინალური ავტორიტეტების დაცვიდან რადიკალურ პატიებამდე | Jolo.ge


გზა კრიმინალური ავტორიტეტების დაცვიდან რადიკალურ პატიებამდე

გზა კრიმინალური ავტორიტეტების დაცვიდან რადიკალურ პატიებამდე

ერთ დღეს ჩემმა უფროსმა ვაჟიშილმა მითხრა — დედა, შენს გვერდით შეუძლებელია ცხოვრება, ერთ-ერთი ჩვენგანი სახლიდან უნდა წავიდესო ჩემი დეპრესიული მდგომარეობა აისახა საყვარელ მამაკაცთან ურთიერთობაზეც, ვეღარ გაუძლო და მიმატოვა…“ — ჰყვება უკრაინის ცნობილი ადვოკატი სვეტლანა კრივორუჩკო, ქალი, რომელმაც მთელი ცხოვრება ხალხის დახმარებასა და გადარჩენას მიუძღვნა.

მას ძალიან უცნაური ისტორია აქვს.  27 წელი სისხლის სამართლის დამნაშავეებს იცავდა. სხვადასხვა სახის კრიმინალები ხსნას „თავგანწირული“ ადვოკატისგან ელოდნენ , ისიც ბოლომდე იბრძოდა.

— „ჩემთვის დანაშაულში ბრალდებული პირველ რიგში პიროვნებაა. ჩემებურად მიყვარდა თითოელი ვისი დაცვაც მიხდებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოვახერხებდი ასე ხანგრძლივად და ხარისხიანად მემუშავა და დამეცვა ისინი“ — ამბობს სვეტლანა კრივორუჩკო.

ერთ დღეს კი ყველაფერი დასრულდა და მისთვის მთელი სამყარო დამნაშავედ იქცა.

სვეტლანა კრივორუჩკო: ჩემს ცხოვრებაშიც რთული პერიოდი 3 წლის წინ, დადგა.

24 საათიანმა სამუშაო რეჟიმმა  ქრონიკული დაღლილობა გამოიწვია,  რასაც ფსიქოლოგიური სტრესი, დაუძლურება და ქუჩაში გონების დაკარგვა მოჰყვა.

ჩემს შინაგან დაძაბულობაზე აისახა ჩვენს ქვეყანაში არსებული მდგომარეობაც, — რევოლუცია, მაიდანის სისხლიანი მოვლენები, ხელისუფლების შეცვლა, რამაც გამიმძაფრა ნევროზული მდგომარეობა…

და ამ დროს ვიღებ შეტყობინებას, რამაც ფაქტობრივად  «მომკლა», —  გარდაიცვალა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმარი, ჩვენ 6 წლის განმავლობაში ვიბრძოდით სიმართლისთვის.

ეს იყო შოკი !!! უეცრად ყველა დამნაშავე გახდა ჩემთვის — მოსამართლეები, პროკურორები, პოლიცია, სამყარო, ღმერთი, — როგორ შეიძლებოდა რომ  ეს მომხდარიყო???  — ვიმეორებდი გამუდმებით…

საშინელ დეპრესიაში ჩავვარდი. არც მუშაობის სურვილი მქონდა და არც არავისთან ურთიერთობის. დავკარგე ცხოვრების ინტერესი, სამსახური, საკუთარი თავის რწმენა, საყვარელი ადამიანები…. მე, ყველაზე უბედური ადამიანი ვიყავი მთელ მსოფლიოში!

სწორედ ამ პერიოდში შემთხვევითობის წყალობით ჩემთვის უცხო ფსიქოლოგიურ თამაშზე  „სატორზე“ მოვხვდი. ეს თამაში რადიკალური პატიების გზით გვაძლევს საშუალებას, განვიკურნოთ იმ მიზეზებისგან, რომელთა გამოც გამუდმებით ვიღებთ სულიერ ტრავმებს.

მანამდე არასოდეს ვყოფილვარ დაინტერესებული ფსიქოლოგიით. ამიტომ თავიდან ზედაპირულად მივუდექი. თამაშის შემდეგ კი რაღაც უცნაური მოხდა ჩემში, ის რამაც ძალიან გამაოცა და რასაც საერთოდ არ ველოდი.

პირველივე დღესვე ჩემი სულიერი მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. ტანჯვა სიხარულმა და ბედნიერებამ ჩაანაცვლა, კმაყოფილი ვიყავი ჩემი თავით და იმ გარემოთი რომელშიც ვცხოვრობდი. სხვანაირად დავიწყე ყოველივეს აღქმა. გაოცებული ვიყავი ამ ტრანსფორმაციით და მთელი ხმით მინდოდა მეყვირა — ხალხნო, ეს არის ის რაც თქვენ გჭირდებათ. ითამაშეთ სატორი და დაიბრუნეთ ბედნიერება… ეს იყო ჩემი ხელახალი დაბადება. თამაშის შემდეგ მსხვერპლის როლი, რომელიც კარგად მქონდა მორგებული სხვა ისტორიით შეიცვალა.

მალევე მივიღე გადაწყვეტილება და პირადი ტრენინგი გავიარე თამაშის ავტორთან ამერიკელ ფსიქოლოგ კოლინ ტიპპინგთან, მერე დავემშვიდობე ჩემს საადვოკატო კარიერას, გამოცდილებას ამ სფეროში, სახელს, პატივისცემას და გავხდი „რადიკალური ცხოვრების“ სერთიფიცირებული ტრენერ-ქოუჩი.

მამოძრავებდა ძალიან დიდი სურვილი დავხმარებოდი ადამიანებს, რომ ჩემს მსგავსად რადიკალური პატიების გზით, ეგრძნოთ საოცარი ძალა და მოეხდინათ რადიკალური ცვლილებები. მსურდა ამ საოცარი და უსაფრთხო მეთოდის მეშვეობით ისევე როგორც მე , ისინიც გათავისუფლებულიყვნენ ყველა იმ ნეგატივისგან, რაც მათ თავს უბედურად აგრძნობინებდა და აწმყოსთან ერთად მომავალს უნგრევდა.

ახლობლებმა და გარემოცვამ ვერ გამიგო , ვერ ხვდებოდნენ როგორ შემეძლო მეთქვა უარი ჩემს პროფესიასა და იმ საქმეზე, რომლის შენებასაც მთელი ცხოვრება მოვანდომე. ზოგიერთები იმასაც კი ფიქრობდნენ რომ რაღაც სექტამ გადამიბირა. ამის პარალელურად კი იცვლებოდა იმ ადამიანების ცხოვრება, რომლებთანაც ვმუშაობდი და ეს ძალიან დიდ რწმენას მაძლევდა.

დღეს კი ბედნიერი ვარ რადგან ჩემს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ და პროფესიის შეცვლამ ბევრი ადამიანის ცხოვრება რადიკალურად შეცვალა.

ახლა მახსენდეა ერთ-ერთი მსმენელი, რომელმაც რადიკალური პატიების გავლის შემდეგ მითხრა — 42 წელი ვცხოვრობდი დედის გარეშე და ვიპოვე ის, დღეს დედაჩემი ჩემი საუკეთესო მეგობარია.  მეორე მსმენელმა, გაკოტრებულმა მილიონერმა, რომელმაც დაკარგა აბსოლუტურად ყველაფერი — ბიზნესი,  სამსახური, მეგობრები, სახლი, იყო სასოწარკვეთაში და ყველანაირი იმედი გადაწურული ჰქონდა ჩვენი მუშაობის შედეგად ერთ-ერთ სამინისტროში მიიღო სამსახური.

რადიკალური პატიების მეთოდიკის შეცნობა იძლევა საშუალებას, განთავისუფლდე ზედმეტი ბარგისგან და აივსო დადებითი ემოციებით… ეს კი აუცილებელია იმისთვის, რომ სამყაროსგან მიიღო ახალი შესაძლებლობები, გახდე თავდაჯერებული და გადახვიდე ცხოვრების იმ საფეხურზე, რომელიც ასე ძალიან გჭირდება.

დღეს სვეტლანა კრივარუჩკა საქართველოშია და თავის დაბადების დღეზე, ქართველ მსმენელებს, სიმბოლურ ფასად უძღვნის საჩუქრად მასტერკლასს — „რადიკალური პატიება“

მასტერკლასი ჩატარდება 16 ივნისს, 18 :00

სასტუმრო cron-palace-Tbilisi-, ხეივნის ქუჩა 12/13 

ტელ: 595-63-00-23

ღირებულება 50 ლარი

გადადით ბმულზე https://shop.funbayu.com/sila-proshheniya-thank-you/ 

https://shop.funbayu.com/sila-proshheniya/

ნანახია:(174)-ჯერ


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

Comments

comments



Related Articles

„ჩვენი ცხოვრება ისეთია, როგორიც არის ჩვენი თვითშეფასება!“

„ცხოვრების შეცვლას დიდი ფილოსოფია და თავის მტვრევა კი არა, თვითშეფასების ამაღლება სჭირდება… ჩვენი ცხოვრება ისეთია, როგორიცაა ჩვენი თვითშეფასება!“ — ამბობს


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

სიყვარულის მასტერკლასი

…ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში საკმაოდ ხშირია ის ფაქტი, როცა ერთ-ერთი მხარე აბსოლიტურად გულწრფელი ნათელი მიზნებით არის განწყობილი, მაგრამ თავისი მიზნების


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

რა სარგებლობა მოაქვს სიცილს

იცით თუ არა რომ   კომპლექსების დაძლევის ერთ-ერთი ბუნებრივი საშუალება სიცილია… და არა მარტო კომპლექსების დაძლევის…  უკანასკნელი სამეცნიერო დასკვნებით ამ ყველაზე იოლი მეთოდით ხდება  სტრესისგან განთავისუფლება, ჯანმრთელობის გაუმჯობესება,  და რაც არ უნდა უცნაურად გეჩვენოთ თქვენი ფინანსური კეთილდღეობის სტაბილურობაც. 31 ივლისს თითოეულ მსურველს საშუალება


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*