გზა არ მთავრდება … სანამ ცოცხალი ხართ და სანამ გზას ხედავთ, იარეთ წინ!… | Jolo.ge


გზა არ მთავრდება … სანამ ცოცხალი ხართ და სანამ გზას ხედავთ, იარეთ წინ!…

გზა არ მთავრდება … სანამ ცოცხალი ხართ და სანამ გზას ხედავთ, იარეთ წინ!…

არასოდეს თქვა უარი შენს მიზანზე….
არასოდეს დაიფარო საბანი ისე, როგორც გაგწვდება … ან რატომ უნდა მოუნდეს ზრდასრულ ადამიანს, „პატარა“ საბნიდან ხელ-ფეხ გამოყოფილს იცხოვროს, როცა შეუძლია რომ სხვა საბანი შეიძინოს, რომელიც ისე და იმდენზე გასწვდება, როგორც მას (ადამიანს) მოესურვება ???

…ნუ დაამშვიდებთ საკუთარ თავს საიმისოდ, რომ სურვილების კასტრირება მოახდინოთ….

ნუ „დავარცხნით“ და „ გადააუთოვებთ“ ემოციებს, იმდენად, რომ აღარაფერს განიცდიდეთ…

ნებისმიერი განცდა, ტკივილი, სიხარული, შენაძენი, დანაკარგი — იგრძენით, განიცადეთ, დასკვნა გამოიტანეთ, მიიღეთ როგორც მოცემულობა და გაუშვით….

…ხშირად ჰგონიათ, რომ ადამიანს ფსიქოლოგი იმისთვის სჭირდება, რომ არაფერი აღარ ეტკინოს და ყველაფრის „დაკიდება“ ისწავლოს…..
არა!!!!!!!
ტკივილით აუცილებლად გეტკინებათ, აუცილებლად წაიქცევით, გიღალატებენ, გაგწირავენ, დაკარგავთ…… მაგრამ ?!
უნდა დაიკიდოთ არა ის, რომ გიღალატეს, არამედ ის, რომ გტკივათ ღალატი…..

ტკივილის მიღება, „დაკიდება“ , და მადლიერი სიყვარულით განეიტრალება უნდა ისწავლოთ და მთელი ცხოვრება იქნებით დაცული…..

დაცული, არა მოვლენებისგან, არამედ თქვენივე „სიტუაციების გატრაგიკულების უნარისგან“…..

გაუგებარია??? — მეც ძალიან რთულად მესმოდა ეს ოდესღაც…. უამრავი დრო დამჭირდა რომ გამეგო და გამეცნო ეს გზა…..

მაგრამ,

მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი თავის შესწავლა და მართვა ერთდღანი სამუშაო არაა, რაც უფრო მალე დაკავდებით ამ საკითხით, მით მალე მიხვალთ იქ, სადაც მიდიხართ )))
მეცინება, როცა ვისმენ „მე უკვე საკმარისად ვიმუშავე საკუთარ თავზე“- ოოოო))

შესაძლებელია, რომ თქვენ გადაწყვიტოთ, რომ უკვე საკმარისად ჭამეთ, დაიბანეთ და დაიძინეთ ცხოვრების განმავლობაში და ახლა აღარ აპირებთ ჭამას, ძილს და დაბანას?????

გზა არ მთავრდება…. სანამ ცოცხალი ხართ….. და სანამ გზას ხედავთ, იარეთ წინ….. თორემ არც გზაა უსასრულო… თუ ნამეტანი მოგბეზრდებათ ცხოვრება, მას (ცხოვრებას) გააჩნია თვისება, ადგეს და ერთ მშვენიერ დღეს აღარ იყოს)))

ხათუნა მუზაშვილი, ფსიქოლოგი

ნანახია:(367)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ადამიანთა უბედურება მათ მიერ გაუკეთებელი არჩევანის შედეგია

ადამიანთა უბედურება მათ მიერ გაუკეთებელი არჩევანის შედეგია. ჩვენ არავის უნდა ვუხსნათ რაიმე და არავის წინაშე ვართ ვალდებულები, მანამ, სანამ ჩვენი


რჩევები ყველაზე მდიდარი ჩინელი ბიზნესმენისგან

ჯეკ მა არის ჩინელი ბიზნესმენი, რომლის ქონება 22.2 მილიარდ დოლარს შეადგენს. ეს გახლავთ ადამიანი, რომელსაც თავის დროზე სხვადასხვა სამსახურში აყვანაზე


სულის გაკვეთილი — თითოეული ადამიანი ჩვენს გარშემო ჩნდება მაშინ, როცა…

მრგვალი მაგიდის გარშემო ისხდნენ სულები და თავიანთი მომდევნო ცხოვრებისთვის გაკვეთილს ირჩევდნენ. ამ დროს, წამოდგა თამამი და ძლიერი სული: -მე მივდივარ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*