„გვიანდელი არჩევანი ხშირად საუკეთესოა ხოლმე“ — ჯოან ფაულზი | Jolo.ge


„გვიანდელი არჩევანი ხშირად საუკეთესოა ხოლმე“ — ჯოან ფაულზი

„გვიანდელი არჩევანი ხშირად საუკეთესოა ხოლმე“ — ჯოან ფაულზი

„სიკვდილი ზოგჯერ ფეხს კი ითრევს ხოლმე, მაგრამ ერთხელაც აუცილებლად გესტუმრება.“

„მარტოხელობა ადამიანს ან აბოროტებს, ან დამოუკიდებლობას აჩვევს.“

„როდესაც გონიერი ქალი ჭკუას გულკეთილ, მაგრამ სულელ ქალს ეკითხება, ბედს აღარ უნდა დაემდუროს.“

„თქვენი პირადი წარსულიც კი არ არის ბოლომდე რეალური; თქვენ მას ან აპატიოსნებთ და ავარაყებთ, ან მთლად შავ-ბნელ ფერებში ხატავთ, ანუ, ასე ვთქვათ, მის რედაქტირებას ახდენთ ხოლმე — ალაგ-ალაგ ლამაზად კემსავთ ან უშნოდ ჯღანავთ — ერთი სიტყვით, მხატვრულ გამონაგონად აქცევთ და თაროზე შემოდებთ, რადგან ეს თქვენი საკუთარი შემოქმედების ნაყოფის, მხატვრულ ლიტერატურად ქცეული ავტობიოგრაფიაა, ყველა თავპირის მტვრევით გავურბივართ ნამდვილ რეალობას.“

„ქალები, ჩვეულებრივ, არ ეკამათებიან მამაკაცებს, რომლებიც სერიოზულად ლაპარაკობენ; და თუ კიდევაც გაბედავენ შეკამათებას — ალბათ, ძალიან ფრთხილად და მოზომილად.“

„უცხო ადამიანები, თანაც საწინააღმდეგო სქესის… ხშირად ყველაზე მიუკერძოებელი მსაჯულები არიან ხოლმე.“

„ადამიანი, რომელიც ამდენი საფრთხის წინაშე დგას — ყოვლისმომცველი ეკონომიკური ჩაგვრის, სექსუალურობის შიშის, მექანიკური მეცნიერებების ნიაღვრის — იძულებულია, ხშირად თვალი დახუჭოს თავის აბსურდულ თავშეკავებულობაზე.“

„როგორ მოუტან ბედნიერებას უმრავლესობას, თუ მას სირბილს იქამდე აიძულებ, ვიდრე სიარულს ისწავლის?!“

„ზნედაცემულობა ყოველთვის მძულდა. მაგრამ ის ზნეობრიობა უფრო მძულს, პატიება და გულისხმიერება რომ აკლია.“

„ვხედავდი, მაგრამ დანახვა აღიარებას არ ნიშნავს.“

„გვიანდელი არჩევანი ხშირად საუკეთესოა ხოლმე.“

„პროგრესი კარგი ბედაურივითაა, რომელსაც ან გახედნი და შენს ნებაზე გააჭენებ, ან ზურგზე არ შეგისვამს და ფეხქვეშ გაგთელავს…“

„სიკვდილი საგანთა ბუნებაში კი არ ძევს, თავადაა მათი ბუნება. მაგრამ სიკვდილით მხოლოდ ფორმა კვდება, არსი კი უკვდავია — არ იკარგება. ურთიერთჩამნაცვლებელი ფორმების უსასრულო ჯაჭვში, რომელიც „არსებობად“ იწოდება, მხოლოდ ჩანაცვლება კი არ უნდა დავინახოთ, არამედ უკვდავება — ერთი გადაჩენების ფორმის, უბრალოდ, არსებობის მეორე ფორმაში გადასვლა, ასე ვთქვათ, „გარდაცვალება“, ანუ სიკვდილის შემდეგ არსებობის გაგრძელება.“

„დაუვიწყარი ადამიანები არ არსებობენ — ვისაც ვერ ხედავ, მისი ხატება ნელ-ნელა ფერმკრთალდება და ბოლოს სულაც ქრება ხოლმე იმ სხვა სახის ფონზე, რომელიც სულ თვალწინ გყავს.“

„“მოვალეობა“ თიხის ჭურჭელივითაა, რასაც ჩაასხამ, იმას დაიტევს; ეს რაღაც ყველაფერი შეიძლება აღმოჩნდეს — უდიდესი სიკეთით დაწყებული, უდიდესი ბოროტებით დამთავრებული.“

„იმის აღდგენა, რაც არასოდეს ყოფილა, შეუძლებელია.“

ჯოან ფაულზი „ფრანგი ლეიტენანტის საყვარელი“

ნანახია:(2933)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

როგორ უნდა შეარჩიოთ მზის სათვალე?

დასაწყისისთვის უნდა გავერკვეთ მასალაში. მთავარი კრიტერიუმებია: ეკოლოგიურობა და უსაფრთხოება. დღესდღეობით მწარმოებლები ამას ძალიან დიდ ყურადღებას უთმობენ. ე.წ ჩარჩო-ნაწილის მასალა მსუბუქი,


როგორ მივეჩვიოთ დილით ადრე ადგომას?..

დამღლელი სამუშაო კვირის შემდეგ მოდის ნანატრი პარასკევი და თქვენ მთელ ღამეს კომპიუტერთან, ტელევიზორთან ან ტელეფონთან ატარებთ. იცით, რომ შაბათს დილით


3 ხრიკი მამაკაცების მისაზიდად

როგორ მოვხიბლოთ მამაკაცი — მუდმივად ამოუხსნელი პრობლემაა მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისთვის. სინამდვილეში სულაც არაა რთული მათი გულების დაპყრობა, უბრალოდ საჭიროა იცოდეთ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*