გვახსოვს კი ყოველთვის სინამდვილეში ვინ ვართ? | Jolo.ge


გვახსოვს კი ყოველთვის სინამდვილეში ვინ ვართ?

გვახსოვს კი ყოველთვის სინამდვილეში ვინ ვართ?

შიგნიდან ჩვენ ყველა ვიცნობთ საკუთარ თავს. ჩვენ ყველამ ვიცით რამდენად ძლიერი, ნათელი და რამდენად მდიდრები ვართ. მაგრამ, გამოგვდის კი ყოველთვის საკუთარ თავთან კავშირის დამყარება და მასთან თანხმობაში ცხოვრება?

გვახსოვს კი ყოველთვის სინამდვილეში ვინ ვართ?
ჩვენში რამდენი ფიქრი, რამდენი იდენტობა ცხოვრობს და რამდენ რამესთან ვაიგივებთ საკუთარ თავს და მის მიღმა ის ძვირფასი მარგალიტი სადღაც იკარგება. ეს ყველაზე მეტად ჩვენ გვტკივა, რადგან ჩვენ სინამდვილეში ყველამ ვიცით ვინ ვართ.

ჩვენ მართლა სხვები კი არ გვაბრაზებენ ან გულს გვტკენენ ან იმედს გვიცრუებენ, ჩვენ ხომ სინამდვილეში ძალიან კარგად ვხვდებით, თუ საკუთარ თავთან გულწრფელები ვიქნებით, რომ ეს მხოლოდ საკუთარი თავია და როგორ მალე შეგვიძლია ეს შევწყვიტოთ და ამაში რომ მხოლოდ საკუთარი თავი გვჭირდება რა მაგარია და რამხელა ძალაა ეს ჩვენში…

ინდიელებს აქვთ ძალიან კარგი სიტყვები: ”ჩვენში ცხოვრობს თეთრი და შავი მგელი, გაიმარჯვებს ის, რომელსაც გამოვკვებავთ.”

ჩვენ რას ვკვებავთ ჩვენში? იმას ვინც სინამდვილეში ვართ თუ იმას, ვისაც ვთამაშობთ და გვგონია, რომ ვართ?

და რა იქნება თუ ჩვენში არსებულ თეთრ მგელს გამოვკვებავთ?

დაწყება და ჩაკეტილი წრიდან გამოსვლა ყოველთვის რთულია, რამხელა შინაგანი ბრძოლა გვაქვს ამ დროს, მაგრამ საკმარისია ერთი, ძალიან პატარა ნაბიჯიც კი გადავდგათ, რომ პროცესი იწყება და ჩვენში საოცარი ძალა იღვიძებს და მიგვიძღვება ამ გზაზე — საკუთარ თავად ყოფნის გზაზე და პროცესზე…

მახსენდება ჩემი ერთი ისტორია, რომელმაც ძალიან დიდი გარდატეხა მოახდინა ჩემში.

ვარ საზღვარგარეთ, მთაში, ტრენინგზე (სად და რომელ ტრენინგზე, კონფიდენციალურობის დაცვით არ მაქვს ამის თქმის უფლება).
ღამეა და ვხსედვართ საღამოს სესიაზე. უცბად ტრენინგის წამყვანი გვეუბნება, რომ ფეხზე გავიხადოთ და მას წავყვეთ. მივყვებით მას, გავდივართ გარეთ და ვხედავთ კვამლს, ცეცხლს და მოხუც მამაკაცს, რომელიც გველოდება. მას ჩვენთვის მოემზადებინა ნაკვერჩხალი, რომელზეც ფეხშველა უნდა გაგვევლო… საოცარმა შიშმა შემიპყრო… ვერაფრით ვერ წარმოვიდგინე როგორ უნდა გამევლო ნაკვერჩხალზე შიშველი ფეხით… ძალიან შემეშინდა და სხვა მონაწილეებს დავუთმე გზა, ყველამ გაიარა ნაკვერჩხალზე, ვხედავდი, რომ მათ ეს მოახერხეს, მაგრამ ვერაფრით ვერ ვბედავდი. შემდეგ გადავწყვიტე, რომ მე ეს აუცილებლად უნდა გამებედა, მივედი იმ მოხუც მამაკაცთან და ვუთხარი, რომ ის ინსტრუქციები ჩემთვისაც ეთქვა და რომ მეც გავაკეთებდი ამას.
ფეხი დავადგი. მყისვე გაქრა ყოველგვარი შიში, პანიკა და საოცრად დიდი, უზარმაზარი ენერგია და თავისუფლება ვიგრძენი ჩემში და დავიწყე ნაკვერჩხლებზე სიარული, სირბილი, ხტუნვა, სიმღერა, ცეკვა… ჩვენი ტრენერი გაოცებული მიყურებდა, რამ გაიღვიძა ჩემში… მაგრამ მე ვეღარ ვჩერდებოდი, ეს იყო საოცარი განცდა, რომ რისიც მეშინოდა ის არაფერი ყოფილა და ამ შიშზე, ამ განცდებზე ზედ ვხუტანობდი და ეს ყველაფერი ძალიან აზარტული იყო. ყველაზემეტად მე მეშნოდა დაბოლოს მგონი ყველამეტი მე ვიარე და ვიხტუნავე 😆😆😆 ეს დღე და შეგრძნება არასდროს დამავიწყდება…

როდესაც რაღაცას ვერ ვბედავ ან რამის მეშინია, შიგნიდან ყოველთვის ვიცი, რომ მე ის ვარ, რომელმაც ამ შიშებზე იხტუნავა და საკუთარ თავზე მეღიმება ხოლმე და მეღიმება ხოლმე იმაზეც, რომ ადამიანები რას აღარ ვუყვებით საკუთარ თავს და ვარწმუნებთ, იმის მიღმა კი ძალიან კარგად ვიცით ვინ ვართ და რა შეგვიძლია. ჰო, ასეთი საყვარლები ვართ. ☺️

როდესაც ჩვენი ნამდვილი “მე”-ს კვებას, ინდიელების ენაზე “თეთრი მგლის” კვებას ვიწყებთ, ის იზრდება, იხსნება ჩვენში და იმარჯვებს, შედეგად კი ჩვენ საოცარი ჰარმონიის, სიმშვიდის, თავისუფლების განცდა გვეუფლება და საკუთარ თავთან სრულ თანხმობაში ვიწყებთ და ვაგრძელებთ ცხოვრებას. ერთადერთი რაც ამაში ხელს გვიშლის ჩვენი ფიქრები და მცდარი წარმოდგენებია, რომელთა ილუზიის გარღვევა საბედნიეროდ ჩვენს ძალებშია და საკმარისია ამისთვის ერთი პატარა ნაბიჯიც კი გადავდგათ, ის ჩამოიშლება და ქრება, ჩვენში კი უდიდესი ენერგია და ძალა იღვიძებს 😍😍😍 მე «თეთერი მგლის» გამოკვებას ვირჩევ.

მჯერა თქვენი და საკუთარი თავის. ჩვენ ყველაფერი გამოგვივა და ყველაფერს შევძლებთ. ჩვენში ხომ ძალიან დიდი სხივი და სინათლეა ☀️☀️☀️ როგორ შეიძლება ეს ჩაიხშოს და არ გამონათდეს მთელი თავისი ფერთა გამით და სიკაშკაშით?! 🌟☀️🌟☀️

25 თებერვალს კი მინდა ასეთი 20 მანათობელი მარგალიტი შევკრიბო და ძალიან კარგი დღე ვაჩუქო 😍😍😍😍 თუ შენ ხარ ასეთი მანათობელი მარგალიტი ქვემოთ მოცემულ ბმულზე შეგიძლია მეტი ინფორმაცია მიიღო და ჩაეწერო ☀️☀️☀️

www.tinatinbasilaia.com/workshop

ნანახია:(34)-ჯერ


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

Comments

comments


Related Articles

ქართველი პოეტის, გიორგი ბუნდოვანის პროტესტი

პოეტის პროტესტი საკუთარ პოეტურ საღამოს მოჰყვა. როგორც საპროტესტო განცხადებიდან ირკვევა გიორგი ბუნდოვანი ჟურნალისტების უყურადღებობამ გააღიზიანა. პოეზიისა და როკ მუსიკის სინთეზი, პოეტურ-მუსიკალური


«ისე ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი… შემოდგომაზე, ზამთარზე და გაზაფხულზე მეტად»_ განო მელითაურის ემოციური პოსტი

«ისე ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი!. შემოდგომაზე, ზამთარზე და გაზაფხულზე მეტად!» მსახიობ კოტე თოლორდავას გარდაცვალებიდან წელიწად ნახევარი გავიდა. მისი მეუღლე განო მელითაური


კოტე თოლორდავას საქართველოში დღეს ჩამოასვენებენ

მოსკოვში გარდაცვლილ ქართველ მსახიობის კოტე თოლორდავას ცხედარს საქართველოში დღეს ჩამოასვენებენ.   გუშინ მოსკოვში, ერთ-ერთ ტაძარში თოლორდავას სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*