გურამ პეტრიაშვილის «გოგონა და ოქროს თევზი» 3D ანიმაციურ ფილმად გადაიქცევა | Jolo.ge


გურამ პეტრიაშვილის «გოგონა და ოქროს თევზი» 3D ანიმაციურ ფილმად გადაიქცევა

გურამ პეტრიაშვილის ზღაპარს «გოგონა და ოქროს თევზი», რომელიც მათ საოცარ მეგობრობაზე მოგვითხრობს «Halfpace Studio»  მოკლემეტრაჟიან  3D ანიმაციურ ფილმად გადააქცევს.

ათ წუთიანი ანიმაციური ფილმი გასართობთან ერთად შემეცნებით დატვირთვასაც შეიძენს. მასში არ იქნება დიალოგები, იგი მთლიანად ემოციებზე იქნება დაფუძვნებული, შესაბამისად, მისი აღქმა ერთნაირად მარტივი იქნება ნებისმიერი ეროვნების ადამიანისთვის. 

როგორც წინასწარ ვარაუდობენ, მაღალი ხარისხის სტანდარტებზე დამზადებულ ანიმაციურ ფილმს უდიდესი პოტენციალი ექნება გავიდეს ისეთი ქვეყნების ფესტივალებზე, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია და ა.შ.

ანიმაციურ ფილმზე მუშაობენ: ლევან ლაფაჩი (პროდიუსერი, პროექტის ხელმძღვანელი), ანუკა ბარათაშვილი (მხატვარი), ირაკლი ღარიბაშვილი (არტ დირექტორი, ანიმატორი).

პროექტის ხელმძღვანელის თქმით, სამუშაო ეტაპებიდან გამომდინარე, გუნდი გაიზრდება და მასში იქნებიან სამ განზომილებიანი მოდელერები, რიგერები, ანიმატორები, განათების და რენდერის არტისტები და პოსტ პროდაქშენის არტისტები.

ფილმის გამოსვლის თარიღი, ჯერ-ჯერობით, უცნობია. გუნდი სექტემბერში თიზერის გამოშვებასთან ერთად გეგმავს დაფინანსების კამპანიის დაწყებასა და ინფორმაციის შემოწირულობების საიტებზე განთავსებას, რადგან პროექტის ხემლძღვანელებს საქართველოში დამფინანსებლის მოძებნა გაუჭირდათ.

ლევან ლაფაჩი: დაფინანსებას რაც შეეხება ამ ეტაპზე მთლიანად «ქრაუდ ფანდინგის» იმედი გვაქვს, რადგანაც ამ წლების განმავლობაში, სამწუხაროდ, საქართველოში არ მოიძებნა ის ადამიანი, ვინც მცირე რესურსის ჩადებით ამ სფეროს ასეულობით მილიონიან შემოსავლად აქცევდა, რომელიც ქვეყნისა და მისი ეკონომიკისთვის უდიდესი პლიუსი იქნებოდა. თუმცა, თუ ამ ეტაპზე მაინც გამოჩნდება ისეთი ადამიანი, რომელიც ჩვენი დახმარების სურვილს გამოთქვამს, მასთან სიამოვნებით გავივლით ფინანსურ დეტალებს და დავანახებთ ამ სფეროს მნიშვნელობას.

ნანახია:(169)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ტრადიციული წლისთავის ნაცვლად გურამ წიბახაშვილის ფოტო გამოფენა

„უცნაური მეხსიერება ჰქონდა, მისთვის რთული იყო რაღაცების დამახსოვრება, მაგრამ კარგად იმახსოვრებდა ადამიანის დაბადების, გარდაცვალების, ქორწინების თარიღებს და ყოველთვის წინასწარ გვახსენებდა


87 წლის უსახლკარო ქალბატონი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს

„ზამთრობით ამ ვაგონში ძალიან მცივა,“ — აცხადებს სოფლის უხუცესი ქალბატონი და ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას სთხოვს. წყალტუბოს


„ჩვენ ის თაობა ვართ, რომლის საფლავსაც შთამომავლობა მტვერსაც არ გადასწმენდს“ -სულა სულაშვილი

„ჩვენ, მამების თაობამ, უკანსაკნელი 25 წლის მანძილზე არა ერთხელ გავწირეთ საკუთარი შვილების თაობა.ჩვენ ვასწავლეთ მათ სიცრუეში ცხოვრება, ვასწავლეთ ღალატი, საკუთარ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<