გულწრფელ ჩახუტებას მკურნალობა შეუძლია | Jolo.ge


გულწრფელ ჩახუტებას მკურნალობა შეუძლია

გულწრფელ ჩახუტებას მკურნალობა შეუძლია

„ამბობენ რაღაცის რწმენას დიდი ძალა აქვსო! ბავშვობაში კი ჩახუტების ძალის მწამდა. ყველას ზედ ვაბობღდებოდი, მისი მტკიოდა და მეგონა თუ ჩავეხუტებოდი წამლად დავედებოდი, იარები მოურჩებოდა და ბედნიერი იქნებოდა.

დრო გადის და არ ვიცვლები, მე მჯერა რომ გულწრფელ ჩახუტებას მკურნალობა შეუძლია. ადამიანის გაცოცხლება და სასიცოცხლო სუნთქვის ჩაბერვა. როგორც ვაცოცხლებდი ხოლმე დამჭკნარ ყვავილებს, ან ქუჩის ცხოველებს, ყველას და ყველაფერს ჩემკენ ვიზიდავდი, მიყვარდა და ახლაც მიყვარს, თუმცა ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ ადამიანებთან უძლური ვიქნებოდი. მეგონა გასაგებ ენაზე ვღაღადებდი სიყვარულის სიდიადესა და ძალას, მაგრამ ყველაფერმა და ყველამ გაიგო ადამიანის გარდა.

მე ეს სიყვარული მაპატიეთ,
ეს გულწრფელობაც და ჩემი სიმართლე,
ჩემი სისწორე,
ჩემი ყოველი ჩახუტება და თბილი სიტყვა მაპატიეთ,
მე კი ადამიანს ვაპატიებ მის შიშებს, სიბრმავესა და სიყრუესაც კი …
მე ეს დიადი დაცემაც მაპატიეთ …
ჩემი წამოდგომა და ეს გრძნობა მაპატიეთ …
არასდროს! არასდროს! არასდროს ვიტყვი უარს სიყვარულზე, არასდროს მივცევ უფლებას სხვის სიმხდალეს რამე შეცვალოს ჩემში …
მე ისევ მეყვარება, ისევ დავეცემი, ხვალ კი ისევ წამოვდგები ზუსტად ისე როგორც პატარაობისას, ვიტირებ, ვიღრიალებ, მუხლებს მოვიშუშებ და ისევ ვითამაშებ დაჭერობანას “…

ნინო სარაჯიშვილი

ნანახია:(141)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

როგორ სჯიან აფრიკაში — ვისწავლოთ, გამოგვადგება…

გუშინ ვკითხულობდი რაღაცას და ასეთი რამე ამოვიკითხე… „თურმე არსებობს აფრიკის რომელიღაც ტომი, ძალიან საინტერესო ტრადიციით — როცა რომელიმე მათგანი ცუდ


„თავის მოკვლა უკვე გადაწყვეტილი მქონდა, და ვერც შენ გადამარჩინე“

ეს პაოლო იაშვილის ამაღელვებელი წერილია, რომელიც მან თვითმკვლელობის წინ შვილს დაუწერა. პაოლო ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც რეპრესიებმა შეიწირეს. თუმცა, პოეტმა


გაცივდა, გაიყინა წამი (ერეკლე ჭინჭარაულის ხსოვნას)

გაცივდა, გაიყინა წამი უცებ ყველაფერი გაქრა, არხვატს გაყინულა ვაჟი თითქოს აღარავინ დაგვრჩა. ერო ყველაფერი ვიცი ერო ყველაფერი მახსოვს, ერო ყველაფერისგან


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<