„ჩემი გულწრფელობა გახდა ერთ — ერთი მიზეზი წარმატებული გავმხდარიყავი“ | Jolo.ge


„ჩემი გულწრფელობა გახდა ერთ — ერთი მიზეზი წარმატებული გავმხდარიყავი“

„ჩემი გულწრფელობა გახდა ერთ — ერთი მიზეზი წარმატებული გავმხდარიყავი“

დავიწყებული მქონდა ეს სურათი, არ მომეწონა, მეხამუშა, არადა მაშინ მომწონდა, რატომაც არა, ჩემი წარსულია. გადაცემა მიმყავდა მზეზე (მზესუმზირა) 

ამ გადმოსახედიდან სურათი არასერიოზული მეჩვენა, თან გამახსენდა,ზოგი როგორ მლანძღავდა ჩაცმის გამო, თუმცა მარტო შოუში ვიცვამდი ასე.

იმდენად ორგანულად მიმყავდა გადაცემა, ხალხს ეგონა, ქუჩაშიც ასე დავდიოდი ჩაცმული, თვითმხილველი არავინ იყო, მაგრამ ვიღაცამ თქვა და დაიჯერეს.

დრო გადის, ღირებულებების გადაფასება ხდება, რაღაცას ვნანობთ, რაღაც არ მოგვწონს, რაღაცით ვამაყობთ.
ერთადერთი რითაც შემიძლია ვიამაყო, არასოდეს წინ არავის გადავღობილვარ, არავინ გამილანძღავს და ცუდად არავის ცხოვრებაში არ ჩავრეულვარ.

უზარმაზარი გამოცდილება დამიგროვდა, საკუთარი თავის რეალიზება მოვახდინე და ამასობაში დავბერდი კიდეც. ( აქ მინდა ბევრი შეძახილები, რა დროს სიბერეა, ახალგაზრდულად გამოიყურები)

გულწრფელობის გამო ბევრი მეტკინა, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ სწორად ვიქცეოდი. ჩემი გულწრფელობა გახდა ერთ — ერთი მიზეზი წარმატებული გავმხდარიყავი.

სიყვარულით ბედნიერი. ერთი სიტყვით ესა ვარ რაცა ვარ…

13 წლიდან სადურგლო ცეხში ვმუშაობდი, ყუთებს ვჭედავდი. დღემდე ერთი დღეც არ ვყოფილვარ სამსახურის გარეშე. ასე მგონია მტერი არ მყოლია, ისინი არასოდეს არ ამჟღავნებდნენ თავს, ან მე ვერ ვხედავდი, ან არ ვხედავდი…

1980 წელს ჩამოვედი ჭიათურიდან, თბილისში. ნათესავთან ვცხოვრობდი, მერე ქირით გადავედი, ქირის გადახდა ვერ შევძელი და ერთმა საოცარმა ადამიანმა შემიკედლა. ვსწავლობდი, თან კინოსტუდიაში ვმუშაობდი. კინოსტუდიამ საერთოსაცხოვრებელი მომცა და იქ დავიდე ბინა.
მერე ბევრი თავგადასავალი გადამხდა.

არცერთი ადამიანი არ დამვიწყებია, ვინც ლუკმა გამინაწილა. არც ერთი ადამიანი არ დამვიწყებია ვინც ხელი გამიმართა და მიმიღო.
მაშინ, ძალიან ბედნიერი ვიყავი კეთილი ადამიანების დახმარებით ცხოვრებას რომ ვსწავლობდი.
დღეს უბედნიერესი ადამიანი ვარ წარსულს რომ ვიხსენებ. მძაფრი სიხარულით მიხარია, განგებამ ამდენ კეთილ ადამიანს რომ შემახვედრა.
მადლიერი ვარ ღმერთის და ადამიანების.

ძალიან ბედნიერი ვარ გამჩენმა რომ დამაჯილდოვა სიყვარულის ნიჭით, შემწევს უნარი გამიხარდეს სხვისი წარმატება.
ღმერთმა სიყვარული და სიხარული არ მოგაკლოთ.
ჯანმრთელობა, ბედნიერება და წარმატება თქვენ და თქვენს ოჯახს.

გიორგი ჯაჯანიძე

ნანახია:(68)-ჯერ


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

Comments

comments



Related Articles

წარმატებული ადამიანების ჩვევები…

ნებისმიერი ადამიანი ცხოვრებაში წარმატებისკენ მიისწრაფვის, ზოგი ამას ახერხებს, ზოგს კი ხელს რაღაც უშლის. ყველა ჩვენგანი გარკვეული ნიჭითაა დაჯილდოვებული, ალბათ სწორედ


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

გრანდიოზული ცვლილებების კარიბჭესთან…

ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე რომ ჩვენი პრობლემების მიზეზი არის ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი, ცუდი მთავრობა და ა.შ. მაგრამ სინამდვილეში, კრიზისები,


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

„ნუ დაელოდებით მეორე შანსს, დააფასეთ დრო“…

„2007 წელს, როდესაც კომიდან გამოვედი, სწორედ მაშინ მივხვდი რამდენად ძვირფასია ცხოვრება, ადამიანები, გრძნობები და საერთოდ სამყარო… უფრო მეტად დავაფასე ყველა


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*