გულს თეთრ ზმანებად მოევლინე და… სულში ბუდასავით გამისხივოსნდი…

by admin | Май 1, 2018 01:06

მე არ ვწერ ამ წერილს ქარიან ღამეში… არც წვიმის წვეთები ეცემიან მინას, თუმცა… სიშორეზე მაინც ტირის როიალი…

…მომწყურდი ახლა! ისე მომწყურდი, როგორც ცისქვეშეთში ეულად მოხეტიალე სულს სწყურია თავშესაფარი!

…მე შემოდგომის ცივ ღამეში გამოგიგონე და… ჩემში დარჩი! ჩემს მტკივან სულში ისე ფეხაკრეფით შემოიპარე, როგორც მზის პირველი სხივი ეპარება ხოლმე ცაზე ნამცეცებად მიმობნეულ ვარსკვლავებს… გულს თეთრ ზმანებად მოევლინე და… სულში ბუდასავით გამისხივოსნდი…

…მე მთელს დედამიწას დუელში ვიწვევ! დუელში, სადაც, იარაღის ნაცვლად, სიყვარულით ვიბრძოლებ! შესაძლოა, დავმარცხდე, თუმცა, ვინ დაეძებს! როცა ამქვეყნად შენ მეგულები… 

სიყვარულით

თაკო ჯანუაშვილი

ნანახია:(116)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/guls-tetr-zmanebad-moevline-da/