გულს თეთრ ზმანებად მოევლინე და… სულში ბუდასავით გამისხივოსნდი… | Jolo.ge


გულს თეთრ ზმანებად მოევლინე და… სულში ბუდასავით გამისხივოსნდი…

გულს თეთრ ზმანებად მოევლინე და… სულში ბუდასავით გამისხივოსნდი…

მე არ ვწერ ამ წერილს ქარიან ღამეში… არც წვიმის წვეთები ეცემიან მინას, თუმცა… სიშორეზე მაინც ტირის როიალი…

…მომწყურდი ახლა! ისე მომწყურდი, როგორც ცისქვეშეთში ეულად მოხეტიალე სულს სწყურია თავშესაფარი!

…მე შემოდგომის ცივ ღამეში გამოგიგონე და… ჩემში დარჩი! ჩემს მტკივან სულში ისე ფეხაკრეფით შემოიპარე, როგორც მზის პირველი სხივი ეპარება ხოლმე ცაზე ნამცეცებად მიმობნეულ ვარსკვლავებს… გულს თეთრ ზმანებად მოევლინე და… სულში ბუდასავით გამისხივოსნდი…

…მე მთელს დედამიწას დუელში ვიწვევ! დუელში, სადაც, იარაღის ნაცვლად, სიყვარულით ვიბრძოლებ! შესაძლოა, დავმარცხდე, თუმცა, ვინ დაეძებს! როცა ამქვეყნად შენ მეგულები… 

სიყვარულით

თაკო ჯანუაშვილი

ნანახია:(104)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

რატომ უნდა დაკავდეთ სექსით დილით?

როგორ იწყება თქვენი დილა? ადამიანების უმრავლესობა დღეს ყავით იწყებს. ყავა გვაფხიზლებს და ენერგიას გვმატებს. თუმცა, დილის დაწყების უკეთესი ვერსიაც არსებობს.


თუ ის აღარ გეუბნებათ სიტყვებს: „მე შენ მიყვარხარ“…  

  ქორწინების შემდეგ რაღაც პერიოდის გავლის შემდეგ პარტნიორისგან ნელ-ნელა უფრო იშვიათად გესმით ფრაზა: „მე შენ მიყვარხარ“? ეს საკმაოდ ხშირი შემთხვევაა


რომ ერთმანეთი აღმოვაჩინოთ, თუნდაც სისულელეში

გახსოვდეს: ღმერთი შენშია იმავე წილად, რამდენიც სხვაში და არავინაა შენზე უპირატესი ისე, როგორც თავად არ ხარ უპირატესი მათზე, ვისზეც შეგიძლია


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*