«გული, რომელიც სიყვარულს არ უტკენია, გული არ არის»- ფრედერიკ ბეგბედერი | Jolo.ge


«გული, რომელიც სიყვარულს არ უტკენია, გული არ არის»- ფრედერიკ ბეგბედერი

«გული, რომელიც სიყვარულს არ უტკენია, გული არ არის»- ფრედერიკ ბეგბედერი

= ის, რასაც ადამიანები სითბოს და სინაზეს უწოდებენ, მხოლოდ განშორების შიშია.

= ქალებთან ყოველთვის ერთი ბაზარია. ან უნდა დაიკიდო, ან უნდა გეშინოდეს რომ დაიკიდო.

= ალბათ კაცები იმიტომ ტკენენ გულს ქალებს, რომ ამ უკანასკნელტ ტირილი ძალიან უხდებათ.

= შენთან ყოფნაზე უარესი მხოლოდ ერთი რამაა: ყოფნა უშენოდ.

= ყველა ადამიანის გულში მთვლემარე სასიყვარულო სევდაა ჩაბუდებული. გული, რომელიც სიყვარულს არ უტკენია, გული არ არის.

= ყოველი ადამიანი ვინც თავის თავში სიყვარულს ახშობს არარაობად იქცევა და ავად ხდება.

= როდესაც ტყუილი მთავრდება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიმართლე იწყება. ფრთხილად იყავით: ერთი ტყუილი თავის თავში შეიძლება მეორე ტყუილსაც შეიცავდეს.

= მორალი შეიძლება ძალიან მოსაწყენი რამეა, მაგრამ ჯერჯერობით ამაზე უკეთესი საშუალება სიკეთის და ბოროტების გასარჩევად არ გამოუგონებიათ.

= ცხოვრება ასე მიდის: იბადებით, კვდებით, შუაში კი- მუცელი გტკივათ. ცხოვრება ეს არის მუდმივი მუცლის ტკივილი.

= მე მეგონა, რომ სიკვდილის მეშინოდა, სინამდვილეში თურმე სიცოცხის მშინებია.

= მოკვდე- ეს ნიშნავს გახდე ისეთივე თავისუფალი, როგორიც დაბადებამდე იყავი.

= თუ ქალს ვერ ტოვებ, ეს იმის ნიშანია, რომ ეს ქალი მაგრად გატერორებს.

= საერთოდ, ქალები ეგრე ხართ: ან ძალიან გვიან ამბობთ ჰოს, როცა კაცი უკვე შეგეშვებათ, ან ძალიან ადრე, სანამ რამეს გთხოვენ.

= იმისათვის, რომ დარწმუნდე, რომ ფული ბედნიერება არ არის, ორივეს უნდა გაუსინჯო გემო: ფულსაც და ბედნიერებასაც.

= იცით, რა განსხვავებაა მდიდრებსა და ღარიბებს შორის? ღარიბები ყიდიან ნარკოტიკებს, რომ „ნაიკები“ იყიდონ, ხოლო მდიდრები ყიდიან „ნაიკებს“, რომ ნარკოტიკები იყიდონ.

= ყველაფერი წარმავალია: სიყვარული, ხელოვნება, დედამიწა, თქვენ, მე.

= ადამიანიც ისეთივე პროდუქტია, როგორც სხვა დანარჩენი. მასაც გააჩნია ვარგისიანობის განსაზღვრული ვადა.

= სულ ვცდილობდი გამეგო, ვის შეეძლო სამყაროს შეცვლა. ეს გრძელდებოდა იმ დღემდე, სანამ მივხვდებოდი, რომ ის, ვისაც ვეძებდი, შესაძლოა თავადვე ვყოფილიყავი.

= იდეა ყოველთვის არსაიდან მოდის.

= მე შენი ერთგული ვარ. ერთადერთი ქალი ხარ, ვისაც მინდა რომ ვუღალატო.

= დედამიწას სიყვარული მართავს.

= რატომ არის ეს ცხოვრება ისე მოწყობილი, რომ ყოველთვის ისინი მჭირდებიან, რომლებიც ჩემთან არ არიან?

ფრედერიკ ბეგბედერი

ნანახია:(2147)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ვისაც სურს, რომ ბავშვები წიგნებს ეზიარონ — ზღაპრები გოგა ჩანადირთან

მათთვის, ვისაც სურს, რომ ბავშვები წიგნებს ეზიარონ და შაბათ დღეს თავისუფალი დრო აქვთ თბილისის მთავარ ბიბლიოთეკასთან ერთად მოვიფიქრე პროექტი —


ის დღე, წიგნად შემიძლია გამოვცე, იმდენი რამ მომცა, გამააზრებინა და დამანახა….

…ერთხელ ( ლამის ბავშვობაში) გადავწყვიტე რიგი პოეტებისათვის მეკითხა აზრი ჩემი ლექსების შესახებ. ასე მოვხვდი ოტია იოსელიანთან სახლში სტუმტად ჩემი «ფურცლებით»


ეძებთ სიყვარულს და არაფერს აკეთებთ, რომ ურთიერთობები გადაარჩინოთ!

”მათ ჰქონდათ მილიონი მიზეზი, თუ  რატომ არ უნდა გადაედგათ პირველი ნაბიჯი ერთმანეთისკენ, რატომ არ უნდა გადაედგათ პირველი ნაბიჯი შერიგებისკენ და,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*