«გთხოვთ, ეს ლექსი მიიღოთ, როგორც სამადლობელო იმ სიყვარულისთვის, რომელსაც თქვენგან ასე უანგაროდ ვიღებ»- ტარიელ ხარხელაური | Jolo.ge


«გთხოვთ, ეს ლექსი მიიღოთ, როგორც სამადლობელო იმ სიყვარულისთვის, რომელსაც თქვენგან ასე უანგაროდ ვიღებ»- ტარიელ ხარხელაური

«ვფიქრობ, რომ ეს ლექსი შედარებით სრულად გამოხატავს დამოკიდებულებას თქვენდამი.
გთხოვთ, ეს ლექსი მიიღოთ, როგორც სამადლობელო იმ სიყვარულისთვის და სითბოსთვის, რომელსაც თქვენგან ასე უანგაროდ ვიღებ-მიუხედავად იმისა, მეკუთვნის თუ არ მეკუთვნის»- წერს სოციალურ ქსელში პოეტი ტარიელ ხარხელაური და თავის ახალ ლექსს აქვეყნებს.

მომიტევეთ- თუ ვინმეს სიყვარული დავაკელ,
გულს ფიქრისთვის ზედმეტად
რთულ სივრცეებს ვანდობდი,
ახლა თითქმის მზადა ვარ
ზეცა თავზე დამატყდეს —
ზეცა გაბეზრებული ჩემი ცვალებადობით.
მომიტევეთ -თუ ვინმეს ტკივილს ვუნაწილებდი,
წუთისოფლით ვცხოვრობდი და მიმძიმდა ტარება,
ჩემში აღარც სისხლია, აღარც სითბო მცირედი —
ჩემიდან მზე გადის და, ტოვებს გარდაცვალებას.
მომიტევეთ- თუ ვინმეს გულზე ცრემლი მოვფინე,
ისეთ დროში ვიცხოვრე, მღლიდა უამინდობა,
მომიტევეთ- ჩემს მოსვლას ეჭვით შეხვდა მსოფლიო,
თქვენი ყველა ტკივილის ჩემად ყოფნა მინდოდა…
მომიტევეთ- დღეს სული ისე გაძარცვულია,
ისე თავზარდამცემი — მზერა მიადვილდება,
მეჩვენება მარტივად ის, რაც რთულზე რთულია,
გამიმძაფრეს ხილვები სისხლიანმა მინდვრებმა.
მომიტევეთ- ბევრი რამ დამრჩა მისატევები,
თითქოს ჯავრი იყარა წუთისოფლის თემიდამ,
დაღვრილია სისხლი და, დაღვრილია ცრემლები —
დაღრუბვლილი გავდივარ წუთისოფლის სცენიდან.
მომიტევეთ -თუ ვინმეს სიყვარული დავაკელ,
გულს ფიქრისთვის ზედმეტად
შორ სივრცეებს ვანდობდი,
ახლა უკვე მზადა ვარ
ზეცა თავზე დამატყდეს-
ზეცა გაბეზრებული ჩემი ცვალებადობით.

თქვენით სავსე და უთქვენოდ მტვერზეც მცირე.

ტარიელ ხარხელაური

Tariel Kharkhelauri-(ი)ს ფოტო.

ნანახია:(360)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
ტარიელ ხარხელაური

Related Articles

„არაფერი არ შველის ამას…სამშობლო გშია“ — ემიგრანტი შვედეთიდან

„მგონი ნოსტალგია გრძნობა კი არაა, არამედ მატერიალური, კონკრეტული, …სახელს ვერ ვარქმევ, აი რაღაცაა. ბიოლოგიურ სოციალურ კულტურულ პიროვნული მიზიდულობა ადგილისადმი, სადაც


„უცნაური და ამაღელვებელი იყო ეს ყველაფერი“- „ჩაის სახლი“ და მადლიერი მოხუცები

დღეს „ჩაის სახლის“ დამსახურებით იმდენმა მოხუცმა დამლოცა, სახლში როცა ვბრუნდებოდი შევშინდი სიხარულისგან ცაში არ ავფრენილიყავი   საქმე იმაში გახლავთ, რომ „ჩაის


„მოულოდნელად ქუჩაში ინგა შემხვდა“ — ნიკოლოზ რაჭველი

ნიკოლოზ რაჭველი: „სულ ორი დღეა, რაც უცაბედად გადაცემა დაუხურეს «იმედზე». ვისაუბრეთ. გული გადავუშალეთ ერთმანეთს და მოვესიყვარულეთ. ბევრი მნიშვნელოვანი გადაცემა მახსოვს


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<