გსურთ წარმატებას მიაღწიოთ? მაშინ ეს 5 ბარიერი უნდა გადალახოთ | Jolo.ge


გსურთ წარმატებას მიაღწიოთ? მაშინ ეს 5 ბარიერი უნდა გადალახოთ

გსურთ წარმატებას მიაღწიოთ? მაშინ ეს 5 ბარიერი უნდა გადალახოთ

რა გიშლით ხელს იმაში, რომ გახდეთ წარმატებული კომპანიის მფლობელი, დაწეროთ ბესთსელერი, ან იყოთ ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული სპეციალისტი რომელიმე მიმართულებით? პასუხი საკუთარ თავში უნდა ვეძიოთ. არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელიც ხელს გვიშლის კარიერულ წინსვლაში:

 

წარუმატებლობის შიში ბევრს ეშინია დატოვოს სამსახური და აკეთოს ის, რაც ნამდვილად აინტერესებს. სტაბილურობაზე უარის თქმა და რისკების აღება მართლაც არც ისე მარტივია, თუმცა წარუმატებლობის შიშისა და უკვე გამომუშავებული ჩვევების დაძლევა უფრო რთულია. თუმცა არ არის აუცილებელი ყველა წამოწყება წარმატებით დასრულდეს. ყოველი გამოცდილებიდან ვიღებთ ბევრ ახალს, იქნება ეს კონტაქტები თუ უნარები, საკუთარ თავს შევიცნობთ სულ სხვა კუთხით და ხშირად ვხვდებით, რომ იმაზე მეტი შეგვძლებია, ვიდრე ყოველდღიური რუტინული დავალებელის შესრულება. ნუ შეგაშინებთ წარუმატებლობა. ცნობილი ფაქტია, რომ თომას ედისონმა პირველივე ცდიდან ვერ აამუშავა ნათურა, თუმცა იგი ამბობდა: „მე არ განმიცდია არც ერთი მარცხი. მე უბრალოდ აღმოვაჩინე 10 000 მეთოდი, რომელიც არ მუშაობდა“. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მან ყოველი წარუმეტებელი ცდა გამოიყენა, როგორც გამოცდილება, რამაც ხელი შეუწყო ინოვაციურ პროცესებს.

 

რას იტყვის ხალხი?! გახსოვდეთ — როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ თქვენს კარიერასთან დაკავშირებით და რაც არ უნდა გააკეთოთ, მაინც გამოჩნდებიან კრიტიკოსები. შეეცადეთ მოახდინოთ კონცენტრირება პოზიტივზე, შემოიკრიბეთ გარშემო ადამიანები, რომლებიც აამაღლებენ თქვენს თავდაჯერებულობას. დაყავით მოსაზრებები 2 ნაწილად — რას იტყვის/ფიქრობს ხალხი და რა მინდა/რას ვფიქრობ მე. ამის შემდეგ შეგიძლიათ გადადგათ ნაბიჯები თქვენი ოცნებების ასრულებისაკენ.

 

არასწორი პრიორიტეტები იმისათვის, რომ იყოთ კმაყოფილი თქვენი კარიერით, უპირველეს ყოვლისა, განსაზღვრეთ რას ნიშნავს თქვენთვის წარმატება? ჩამოწერეთ კონკრეტულად რა გინდათ და რას ელით კარიერისგან, შემდეგ დაალაგეთ პრიორიტეტების მიხედვით. როგორც კი შეასრულებთ ამ დავალებას, ნახავთ თუ რამდენად გაგიმარტივებთ ეს ყოველივე წარმატებისაკენ მიმავალ გზას. მკაფიოდ გამოიკვეთება მიზანი, შესაბამისად გაჩნდება მოტივაცია. ერთ-ერთი წარმატებული სტარტაფის დამფუძნებელი კევინ დაუმი გვთავაზობს გავცეთ პასუხი კითხვებს: რომელია ჩვენი 3 ყველაზე დიდი მიღწევა და 3 დიდი წარუმატებლობა, ამის შემდეგ იქვე ჩამოვწეროთ რჩევები, რომელსაც საკუთარ თავს მივცემდით პასუხებიდან გამომდინარე. ეს დაგვეხმარება განვსაზღვროთ ჩვენი ძირითადი ფასეულობები.

 

არასაკმარისად გარჯა როგორც წესი, როდესაც წარმატებულ ადამიანებს სთხოვენ მათ მიერ გავლილი გზის შესახებ მოთხრობას, ეს უკანასკნელნი აქცენტს აკეთებენ მიღწევებზე. შესაბამისად ჩნდება ილუზია, რომ მათ მარტივად გამოუვიდათ. თუმცა ამ წარმატების უკან ძალიან ბევრი შრომა, დაუცხრომელი მოტივაცია და ჟინი იმალება. როდესაც საუბარია წარმატებაზე, უნარების და გამოცდილების გარდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ძალისხმევას, მონდომებას და გამბედაობას, ვინაიდან ეს ყოველივე საშუალებას გაძლევთ ისწავლოთ და განვითარდეთ.

 

კომფორტის ზონა ხშირად რაც უფრო კომფორტულად ვგრძნობთ თავს კარიერის მხრივ თუ ზოგადად ცხოვრებაში, მით უფრო კლებულობს ჩვენი მოტივაცია და წარმატების მიღწევის სურვილი. ნუ დაივიწყებთ, რომ განვითარება არის წარმატების ერთ-ერთი საწინდარი, ნუ ჩაკეტავთ საკუთარ თავს კომფორტის ზონაში, რადგან ყველაფერი საინტერესო მის გარეთ ხდება.

წყარო:stepup.ge

 

ნანახია:(284)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

ცარიელი ნავი და ცხოვრების კარგი გაკვეთილი

ლინ—ჩი ყვება:  ახალგაზრდობაში მყავდა პატარა ნავი. ძალიან მომწონდა ამ ნავით სეირნობა. როცა ვიგრძნობდი თავს მარტოსულად ვჯდებოდი, შევაცურებდი  ღრმად ტბაში და საათობით ვიჯექი შიგნით.


„როგორ აღვიდგინოთ ენერგია“ — ის რაც ყველამ იცის და უმეტესობა არ აკეთებს

„თუ თქვენ ენერგია არ გყოფნით მიზნების მისაღწევად, თუ არის თქვენს ცხოვრებაში მოუგვარებელი პრობლემები,  თუ გრძნობთ, რომ სულ რაღაც გიშლით ხელს,


„ გამოსავალი არსებობს “ …

ჩვენს უარყოფით განვლილ ცხოვრებაზე, უარყოფით ნაფიქრზე, უარყოფით ქცევაზე, ქმედებაზე და აგრესიაზე, აუცილებლად ვაგებთ პასუხს. ერთადერთი შველა, მიხვდე ყველა შენს შეცდომას


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*