გსურთ ნამდვილი მეგობარი? — დაუმეგობრდით ასაკით უფროსს… | Jolo.ge


გსურთ ნამდვილი მეგობარი? — დაუმეგობრდით ასაკით უფროსს…

გსურთ ნამდვილი მეგობარი? — დაუმეგობრდით ასაკით უფროსს…

ნამდვილი მეგობრის შერჩევა არც ისე მარტივი საქმეა. უმეგობრდებით ადამიანს, უყვებით მას ყველაფერს, ატარებთ დიდ დროს ერთად და მოულოდნელად აღმოაჩენთ, რომ შეცდომა დაუშვით, რადგან…. არსებობს ბევრი რადგან.

 

თუ გსურთ იმეგობროთ ადამიანთან ისე, რომ თვალდახუჭული ენდობოდეთ, დაუმეგობრდით თქვენზე ასაკით ბევრად უფროსს. რამდენიმე მიზეზი ამ შეხედულების გასამყარებლად:

 

1.მათთვის ბევრი რამ სულერთია -ახალგაზრდები ხშირად ეძებენ ისეთ მეგობრებს, რომლებიც მათ ინტერესებს ერგებიან, სურთ წარმატებული, მატერიალურად უზრუნველყოფილი, ყველაფრის გამგები. სწორედ ასეთები არიან ასაკით უროსები, მათ ცხოვრებაში ბევრ რამ უკვე გავლილი აქვთ და თქვენში კონკურენტს არ ხედავენ, არც თქვენი მატერიალური მდგომარეობა აინტერესებთ.

 

2.არ აქვთ პრეტენზიები — „რატომ დაიკარგე“, „არ გახსოვარ“, „არ ჩანხარ როცა დახმარება მჭირდება“ და უამრავი სხვა პრეტენზია შეიძლება ჰქონდეს თქვენთან თქვენს მეგობარს, მაგრამ თუ ის თქვენზე ასაკით უფროა შესანიშნავად იცის დროის და ურთიერთობის ფასი და არავითარ შემთხვევაში არ დაგკარგავთ სულელური მიზეზის გამო.

 

3.ნაკლებად განგიკითხავენ — ახალგაზრდებს ბევრი რამ უკვირთ, უფროსებს ცხოვრების დიდი ნაწილი გავლილი აქვთ და იციან რაზე ღირს ყურადღების გამახვილება.

 

4.აქვთ შესანიშნავი ისტორიები — ყოველთვის საინტერესოა ურთიერთობა გქონდეთ ისეთ ადამიანებთან, რომლებსაც ბევრი რამ გადაუტანიათ ცხოვრებაში. მათი მაგალითები ყოველთვის ბევრის მომცემია.

 

5.მათი თავდაჯერებულობა გადამდებია — ახალგაზრდებს ყოველთვის აინტერესებთ კრიტიკული მოსაზრებები, უფრო სწორად ბევრ დროს კარგავენ ამაზე დარდში. უფროსებს სრულებით არ აინტერესებთ ვინ ჭორაობს მათზე და რაც ამბობს.

 

6.გაძლევენ შესანიშნავ რჩევებს — როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ასეთ ადამიანებს აქვთ დიდი გამოცდილება, გამოცდილებას კი სიბრძნე მოაქვს. თუ რჩევა გჭირდებათ თავისუფლად შეგიძლიათ მიმართოთ ასეთ მეგობარს.

 

7.არ აქვთ შიში — მათ კარგად იციან რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებაში თავის წარმოჩენას, შიში იმისა, რომ რაღაც ისე არ გამოვა ყოველთვის აფერხებს წარმატებას.

ნანახია:(430)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ბედნიერებისთვის დღევანდელ დღეზე შესაფერისი მომენტი არ არსებობს

“ბედნიერებისთვის დღევანდელ დღეზე შესაფერისი მომენტი არ არსებობს. ბედნიერება პროცესია და არა მიმართულება. ისე იმუშავე, თითქოს ფული სულ არ გჭირდება. ისე


პლუს ზომის ორსული მოდელი თავის ფოტოს აქვეყნებს

მოდელი თავის ფოტოს ორსული ქალების გულშემატკივრობის ნიშნად აქვეყნებს. ინსტაგრამზე გამოაქვეყნებულ „სელფს“  საკმაოდ ვრცელი ტექსტიც მოჰყვა. „არ შეუშინდეთ მომატებულ კილოგრამებს და ნურც შეცვლილ


უსინათლო ოქროს თევზი უდაბნოში

კალაჰარის უდაბნო აფრიკის კონტინენტზე, კერძოდ სამხრეთის ნაწილში ბოტსვანის, ნამიბიისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს. უდაბნო სასტიკი პირობებით გამოირჩევა. ცოცხალი ორგანიზმისთვის განსაკუთრებულ პრობლემას


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*