გსურთ იყოთ მუდამ ახალგაზრდა? — ესტუმრეთ «ჰებე»-ს | Jolo.ge


გსურთ იყოთ მუდამ ახალგაზრდა? — ესტუმრეთ «ჰებე»-ს

გსურთ იყოთ მუდამ ახალგაზრდა? — ესტუმრეთ «ჰებე»-ს

«თუ გსურს იყო მუდამ ახალგაზრდა და კარგად გამოიყურებოდე იარე «ჰებეში»», — ამ სიტყვებით და 10-დან 10 ქულით აფასებს საკუთარ სილამაზის სალონს ქალბატონი მაია ჩავლეიშვილი. 

ძველი ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, ჰებე იყო ახალგაზრდობის ქალღმერთი, ეს სახელწოდებაც ამიტომ შეარჩია სალონის დირექტორმა.
«ჰებე» გაზაფხულზე 10 წლის გახდება. სილამაზის სალონი უკვე სარგებლობს პოპულარობით, ჰყავს თავისი ერთგული კლიენტურა.

მრგვალ ბაღთან მდებარე გემოვნებით მოწყობილ სალონში, 8 პროფესიონალია დასაქმებული, რომლებიც შემართებით ემსახურებიან მომხმარებლებს.

სალონი აქცენტს ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციასა და ხარისხზე აკეთებს. მათი სლოგანია «მაქსიმალური უსაფრთხოება და კომფორტი კლიენტს».

%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%98%e1%83%98

მაია ჩავლეიშვილი, სალონის დირექტორი: „18 წელია ამ სფეროში ვარ. პროფესიით იურისტმა ავბედით 90-იან წლებში ჩემი პროფესიით სამსახური ვერ მოვიძიე. სადაც მივდიოდი, მოწყობაში ყველგან ფულს ითხოვდნენ. კიდევ კარგი, რომ ჩემი ჭკვიანი და გონიერი ბებიის რჩევით მანიკურის პროფესია შევისწავლე და ასე გადმოვინაცვლე სილამაზის ინდუსტრიაში.

თავიდან განცხადების საშუალებით ერთ-ერთ სალონში მოვხვდი, იქ მანიკურს ვაკეთებდი, იმის შემდეგ რამდენიმე სალონი გამოვიცვალე. ბოლოს მივხვდი, რომ თუ გინდა შენი საქმე იყოს სრულყოფილი, ისეთი, როგორიც შენ გინდა, მაშინ უნდა იყოს შენი და რადგან ამის ამბიცია და შესაძლებლობა მქონდა, ფალიაშვილზე ავიღე ქირით ფართი და გადავედი ცალკე ჩემთვის, ხუთი წლის შემდეგ უკვე მცხეთის ქუჩაზე ეს ფართი შევიძინე. პატარა სალონია, მაგრამ საკმაოდ გემოვნებით გაკეთებული.

გარდა იმისა, რომ ვხელმძღვანელობ, მანიკურს და პედიკურს ვაკეთებ.

სალონში ფუნქციონირებს მანიკური, პედიკური, შილაკი, ვაკეთებთ ფრჩხილის დაგრძელებასაც; ტარდება თმის მოვლის ყველანაირი პროცედურა — შეჭრა, დავარცხნა, შეღებვა, მელირება, შატუში, ომბრე, ნაწნავები, სადღესასწაულო ვარცხნილობები. გვყავს ძალიან კარგი ვიზაჟისტი და კოსმეტოლოგი. კეთდება — ელექტრო ეპილაცია, ბიო ეპილაცია, სახის გაწმენდა, სახის მასაჟი, გამაახალგაზრდავებელი და ტონუსში მოსაყვანი მასაჟი, გვაქვს პარაფინის ნიღბები, როგორც ხელის და ფეხის, ასევე სახის.  წარბის კორექცია, წარბების და წამწამების შეღებვა. ყველაფერს ვაკეთებთ და რაც მთავარია ძალიან კარგი ხელოსნები მყავს.

„ჰებე»- ში ძალიან თბილი და მეგობრული ატმოსფეროა, ერთი ოჯახი ვართ. ყველა კლიენტს ინდივიდუალურად ვუდგებით, ყველას გასაჭირი გულთან მიგვაქვს, ყველას სიხარული გვიხარია.

ხშირად გვსტუმრობენ ცნობილი სახეები, პოლიტიკოსები, არტისტები, მომღერლები. თითოეულ კლიენტთან გულწრფელად ვმეგობრობთ, კარგი დამოკიდებულება გვაქვს ყველასთან. პროფესიონალთა გუნდია, ამიტომ კლიენტი ყოველთვის იღებს იმას, რაც მას სჭირდება. სურვილის მიხედვით, ვეხმარებით სტილის შერჩევაში.

„ჰებეში“ არსებული პროფესიონალთა გუნდი და ის ატმოსფერო, რომელიც ჩვენთან არის თითოეულ ქალს საკუთარი თავის საუკეთესოდ წარმოჩენის საშუალებას აძლევს.

ძალიან მინდა რომ ყველა ქალი ბედნიერი იყოს და მათ თვალებში სულ ბრჭყვიალა ვარსკვლავებს ვხედავდე“…

 

მომსახურებაsal2

თმის შეჭრა — 18-20 ლარი

თმის დავარცხნა — 15 ლარი

მელირება — 80 ლარიდან

სადღესასწაულო ვარცხნილობები — 50 ლარიდან

მანიკური — 15-20 ლარი

შილაკი — 20 ლარი

პედიკური — 35 ლარი

ფრჩხილის დაგრძელება — 140 ლარი

მაკიაჟი — 40-45 ლარი

წარბის კორექცია -15 ლარი

ეპილაცია — 30 ლარი

სახის გაწმენდა — 100-120-150 ლარი

 

სილამაზის სალონი «ჰებე»,

მდებარეობს ვაკეში, მრგვალ ბაღთან, მცხეთის ქუჩა N 4

საკონტაქტო ნომრები:  2 43 20 25;  577 53 01 39;  599 53 01 39

 

slon

saloni

 

.

ნანახია:(530)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„სკიჯი“ — ის რაც დაგემოვნების შემდეგ „ჩვევაში გადადის“

„სკიჯის“ უგემრიელესი და საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში მოყვანილი ქართული ნატურალური ნუგბარი ძალიან მალე გახდა ბევრისთვის სასურველი. „მთავარია მხოლოდ ერთხელ დააგემოვნო, მერე ვერანაირად შეეშვები,


გაანებივრეთ სხეული ყველაზე ჯანსაღი პროდუქციით

ყველა ქალის სურვილია გამოიყურებოდეს საუცხოოდ, თუმცა საკუთარი თავის განებივრებას ბევრი ვერ ახერხებს. ამას ქალები სხვადასხვაგვარად ხსნიან. ზოგს დრო არ ჰყოფნის,ზოგს


ახალი მიდგომა ქართულ ბაზარზე — არჩევანი მომხმარებელს

პირველი პაბი რუსთავში, — უგემრიელესი კერძებით, კომფორტული გარემოთი და ლუდის ფართო არჩევანით. აქ მოსულებს ძალიან მალე ნამდვილი განტვირთვა ელით. რუსთაველებს


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*