„ღრმად ჩაისუნთქე, ეს აზრებს აწყნარებს“- დალაი ლამას ცხოვრებისეული რჩევები | Jolo.ge


„ღრმად ჩაისუნთქე, ეს აზრებს აწყნარებს“- დალაი ლამას ცხოვრებისეული რჩევები

„ღრმად ჩაისუნთქე, ეს აზრებს აწყნარებს“- დალაი ლამას ცხოვრებისეული რჩევები

1) ისეირნე ყოველდღე, სასწაულები ყველგან ხდება.

2)დრო კურნავს თითქმის ყველაფერს, მიეცი დროს დრო.

3)დაბერება უკეთესი ალტერნატივაა, ვიდრე მოკვდე ახალგაზრდა.

3)მოემზადე გადაჭარბებულად და დაე, მოხდეს ის, რაც მოსახდენია.

4)ყოველთვის აირჩიე სიცოცხლე.

5)ღრმად ჩაისუნთქე, ეს აზრებს აწყნარებს.

6)შეურიგდი შენს წარსულს, რათა მან არ გაგიფუჭოს აწმყო.

7)იტირე ვინმესთან ერთად, ეს უკეთ დაგეხმარება ვიდრე მარტოობაში ტირილი.

8)თუ ეჭვობ, გადადგი კიდევ ერთი პატარა ნაბიჯი წინ.

9)როცა დადგება დრო მიჰყვე იმას, რაც ამ ცხოვრებაში ნამდვილად გიყვარს, არ თქვა უარი.

10)ცხოვრებას არ უნდა შესწავლა, შენ გაჩნდი მასში და აკეთებ იმდენს, რამდენსაც მოასწრებ,

11)შური_დროის უაზრო ხარჯვაა. შენ უკვე გაქვს ყველაფერი, რაც გესაჭიროება.

12)ჩვენ რომ ჩვენი პრობლემები დაგვეგროვებინა და შეგვედარებინა სხვების პრობლემების გროვასთან, მაშინვე საკუთარს ავიღებდით ისევ.

13)მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება ბაფთით შეფუთული არ არის — ის მაინც საჩუქარია.

14)კარგად შეისწავლე წესები და მათი დარღვევის საუკეთესო და უმტკივნეულო გზებიც კარგად გეცოდინება.

15)გახსოვდეს, რომ იმის არ მიღება, რაც ასე ძალიან გსურს, ხშირად მხოლოდ იმის ნიშანია, რომ იღბლიანი ხარ.

16)როდესაც რაიმე შესაძლებლობას დაკარგავ, ეცადე მიღებული გაკვეთილიც არ დაკარგო.

17)გახსოვდეს, რომ ურთიერთობაში ერთმანეთის სიყვარული უფრო მეტი უნდა იყოს, ვიდრე ერთად ყოფნის «საჭიროება».

18)განსაჯე შენი წარმატება შემდეგი პრინციპით: «რა გაიღე იმისათვის, რომ ამისთვის მიგეღწია?»

19)წელიწადში ერთხელ მაინც ესტუმრე იმ ადგილს, რომელიც არასოდეს გინახავს.

20)გაუზიარე ცოდნა სხვებს, ეს ერთ-ერთი გზაა უკვდავებისკენ.

21)სასიყვარულო ატმოსფერო, ოჯახური ბედნიერების საწინდარია.

22)როდესაც უთანხმოება შეგექმნება მასთან, ვინც გიყვარს, განსაჯე სიტუაცია მხოლოდ ამ უთანხმოების მაგალითზე და ნუ გაიხსენებ წარსულს.

23)ყოველთის გახსოვდეს, დუმილი ზოგჯერ საუკეთესო პასუხია.

24)გაუღე კარი ცვლილებებს, მაგრამ მათ სანაცვლოდ ღირებულებებს ნუ დათმობ.

25)ყოველდღიურად გამოუყავი საკუთარ თავს რაღაც დრო, რომლის განმავლობაშიც მარტო იქნები.

26)როდესაც ხვდები, რომ შეცდომა დაუშვი, ბევრს ნუღარ იფიქრებ ამაზე. საჩქაროდ გადადგი ნაბიჯი მის გამოსასწორებლად.

27)არ მისცე უმნიშვნელო წყენას უფლება, რომ მეგობრობა დაანგრიოს.

28)თუ პრობლემის მოგვარება შეიძლება, არ ღირს მასზე ღელვა. თუ პრობლემა მოუგვარებელია, მაშინ მასზე ღელვა უაზრობაა.

29)როცა საქმე შოკოლადამდე მიდის, წინააღმდეგობის გაწევა უაზრობაა.

30)არ არის აუცილებელი გაიმარჯვო ყველა კამათში. დაეთანხმე ან არ დაეთანხმო მოსაუბრეს.

31)სამუშაო ვერ მოგივლის ავადმყოფობის დროს, ამას მხოლოდ მეგობრები და მშობლები აკეთებენ. გაუფრთხილდი ამ ურთიერთობებს.

32)ნუ ადარებ საკუთარ ცხოვრებას სხვისას. შენ წარმოდგენა არ გაქვს რისი გადატანა უწევს მას სინამდვილეში.

33)დაწვი სანთლები, იხმარე ხარისხიანი ზეწრები და ატარე ლამაზი საცვლები. არაფერი დაიტოვო განსაკუთრებული შემთხვევისთვის. ეს განსაკუთრებული შემთხვევა_დღესაა.

34)არ აქვს მნიშვნელობა სიტუაცია კარგია თუ ცუდი_ის მაინც შეიცვლება.

35)თავი დაანებე ყველაფერს რაც არ არის სასარგებლო, ლამაზი ან სამხიარულო.

36)შენს გარდა არავინაა პასუხისმგებელი შენს ბედნიერებაზე.

37)იყავი მადლიერი.

ნანახია:(24026)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„ეს რაღაც ხარისხით ყველას გვეხება… ყველანი ვატყუებთ საკუთარ თავს“…

— გაიხსენეთ, როგორ იტყუებოდით ბავშვობაში. როგორ ატყუებდით მშობლებს. რა საგულდაგულოდ თხზავდით ტყუილებს. იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ აგეხსნათ, რატომ გააცდინეთ გაკვეთილები,


ყველა ადამიანს ინდივიდუალური ფობია ანუ შიში აქვს — რა არის ფობია?!

ფობიები უძველესი დროიდან არის ცნობილი. თანამედროვე ფსიქიატრების განმარტებით ის აღმოცენდება არაფრისგან, ცარიელ ადგილას, ყოველგვარი ნებისა და ხილული მიზეზის გარეშე.  ფობიას


წყალი უზმოზე — რომელი დაავადებების სამკურნალოდაა კარგი

იაპონელებს დილით გაღვიძებისთანავე წყლის დალევა ჩვევად აქვთ. ეს მათი უძველესი ტრადიციაა სხვადასხვა დაავადებებთან გასამკლავებლად რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გახდა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<