გრიგოლ რობაქიძის ნატვრა — „მეტს არასა ვთხოვ საქართველოს» | Jolo.ge


გრიგოლ რობაქიძის ნატვრა — „მეტს არასა ვთხოვ საქართველოს»

გრიგოლ რობაქიძის ნატვრა — „მეტს არასა ვთხოვ საქართველოს»

„ჩემი ნატვრაა: როცა მე ამ სოფლად აღარ ვიქნები, მოდიოდეს ვინმე ქართველი დედა ყოველ წელს მცხეთას, წიფობის, ჩემი დაბადების თვეში, სანთელს აანთებდეს ამ პაწა სალოცავის წინ და ლოცვით ახსენებდეს ჩემს სახელს. მეტს არასა ვთხოვ საქართველოს»

გრიგოლ რობაქიძე

პოეტს, მოაზროვნეს, პუბლიცისტსა და ფილოსოფოსს, თანამედროვე ქართული და გერმანული ფსიქოლოგიური რომანის ერთ–ერთ ფუძემდებელს საქართველოდან ძალიან შორს, ქვეყნის ნატვრაში ამოხდა სული.

გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებას სხვადასხვა დროს მაღალი შეფასება მისცეს შტეფან ცვაიგმა, რომენ როლანმა, ნიკოს კაზანძაკისმა… იგი არჩეული იყო ევროპის რამდენიმე ლიტერატურული საზოგადოების წევრად.

«როგორ შეძელით თქვენ, უცხოელმა, ამნაირად ჩვენი ძნელი გერმანული ენის გაშლა და ამაღლება, როგორც ამას ვერ შეძლებდა თვით გერმანელი ?!» – ასე მიმართა გრიგოლ რობაქიძეს გერმანელმა პოეტმა და მკვლევარმა ტასილიო ფონ შეფერმა.

მიუხედავად საერთაშორისო აღიარებისა, სიცოცხლის ბოლო წლები მწერალმა მარტოობაში და მატერიალურ სიდუხჭირეში გაატარა. გარდაიცვალა 1962 წელს, ჟენევაში, იქვე დაკრძალეს. 1976 წელს კი ქართველი ემიგრანტების ნინო და კალისტრატე სალიების თაოსნობით გრიგოლ რობაქიძის ნეშტი საფრანგეთში, ლევილის ქართულ სასაფლაოზე გადაასვენეს.

 

ნანახია:(213)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„არასოდეს არავისი არაფერი არ შეგშურდეს და შენ წარმატებული იქნები“ — კახი კავსაძე

… -უკაცრავად -გისმენთ, — მპასუხობს ქალბატონი -ბატონ კახისთან ვრეკავ -დიახ -თუ შეიძლება სთხოვეთ -ახლავე ეძახის… კახის არ ესმის, ხმამაღლა საუბრობს…


„როდესაც შვილებს ასე დალოცავთ, ნახავთ ოჯახში როგორი სიყვარული და სიმშვიდე შემოვა”

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ქადაგებიდან: „ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც დგას კაცობრიობის წინაშე, ეს არის ოჯახის პრობლემა. ურთიერთდამკიდებულება მშობლებსა და შვილებს შორის.


„შუაღამის 3 საათი იქნებოდა“ — გოგა ჩანადირი

შუა ღამის 3 საათი იქნებოდა. სიოსა და ქარს შორს რომ არის, ისეთი ნიავი დაჰქროდა. ის ყავარჯენს დაყრდნობოდა. სახე გაქვავებოდა. ცისფერ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*