გონს მოეგე თორემ… | Jolo.ge


გონს მოეგე თორემ…

გონს მოეგე თორემ…

სასარგებლო მუქარა. გონს მოეგე თორემ…

არც კი იციან, ვერ ხვდებიან და ვერ იაზრებენ ადამიანები, როგორ ექაჩებიან და ეპოტინებიან ცხოვრებას.
შედეგი? — არაფერი.
დღეს დაღამდება, ხვალ გათენდება და ისევ იგივე. 
იგივე მანამ, სანამ გულს ფეთქვა არ დაეზარება.

ნუ წვალობ თავის წარმოსაჩენად, ნუ იტანჯები და ეწამები. იფიქრე, რაში გამოგადგება დღევანდელი დღე ერთი წლის შემდეგ.

ბრძენი უნდა იყო ადამიანი, რომ შეძლო განჭვრიტო შენი მომავალი.
შენი ყველა ქმედება, საქციელი, დამოკიდებულება და ურთიერთობა გკარნახობს საკუთარ მომავალს.
ყველა გონიერმა ადამიანმა იცის, დღევანდელმა მოქმედებამ და ყოფამ, რა შეძინა მის ცხოვრებას.

არ გაქვს სამხიარულოდ საქმე მაგრამ, მაინც მხიარულობ.
გართობა, ერთ-ერთი საშუალება გულს დარდი გადააყოლო, მაგრამ პრობლემები არსად არ ქრება, მხოლოდ დროს კლავ, დრო რომელიც აღარ ბრუნდება, რომ შეცდომები გამოასწორო.

იცი, რომ ინანებ, მაგრამ მაინც აკეთებ იმას, რაც სასარგებლო არ არის შენი მომავლისათვის. ვერ აცნობიერებ განწირირული რომ ხარ და იქმნი ილუზიას ბედნიერი მომავლისა.

დაფიქრდი, გონს მოეგე, ყველას და ყველაფერს დაარქვი თავისი ნამდვილი სახელი. გადახედე შენს ემოციებს, ქმედებებს, ურთიერთობებს და იფიქრე შედეგზე.

თავი გამოიჩინე, პირველი იყავი, შეუცვლელი, დღეს, ხვალ და ზეგ. მერე? მერე რას ფიქრობ, რას იზამ? — ვერარაფერს, გაგიცვდება მეთოდი და სხვა დაიკავებს შენს ადგილს. ამ დროს ჭკვიანები დააკვირდებიან შენს საქციელს და არასოდეს მოიქცევიან ისე, როგორც იქცეოდი შენ.

მერე, ერთი წლის შემდეგ, ზუსტად ამ დღესა და ამ რიცხვში, ფეისბუქი ამოაგდებს ამ სტატუს და მიხვდები, იფიქრებ, თუ რა მართალი ვიყავი.

გიორგი ჯაჯანიძე

ნანახია:(209)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

წარმატების ძალა — შინაგანი ძალა არ აღიარებს არანაირ წინააღმდეგობას

თითოეულ ჩვენთაგანს ებოძა სიცოცხლე. არის ცხოვრება და არის მისი დანიშნულება. სიცოცხლის აზრი, სწორედ იმაშია, იპოვო  შენი წილი საქმე და მოახდინო


მარტივი რჩევები ბედნიერი ცხოვრებისთვის

მარტივი რჩევები ბედნიერი ცხოვრებისთვის სამყაროში, სადაც ყველა საკუთარი წარმატების დემონსტრაციისთვის ისწრაფვის, ხშრად გვავიწყდება ყველაზე მთავარი… აი, რამდენიმე რჩევა, რომლებიც დაგეხმარებათ


თქვენს სულს შეუძლია მართოს თქვენი აზრები, ემოციები და მოქმედებები. გააცნობიერეთ ეს

თუ იტყვით „მე“ და იმავდროულად დაფიქრდებით ვინ არის ეს „მე“? არც თქვენი მენტალური სხეული (აზრები), არც თქვენი ასტრალური სხეული (ემოციები)


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*