გონების გაწმენდა „სიბინძურისგან“ | Jolo.ge


გონების გაწმენდა „სიბინძურისგან“

გონების გაწმენდა „სიბინძურისგან“

ავადმყოფობის დიდი ნაწილი, უბედური შემთხვევა, სიავე, ბოროტება და საერთოდ, ცუდად ყოფნა, იმ ყველაფრით, რაც ადამიანის თავს ხდება – ინფორმაციული საწამლავის ბრალია, რომლმაც თავისუფლად შეაღწია გონებაში და დაიდო ბინა. ინფორმაციული საწამლავის გონებაში შეღწევის შემდეგ, ის „თავის საქმის“ კეთებას განაგრძნობს და ხდება ტოქსიკური – წამლავს და აბინძურებს მენტალურად, ემოციურად და ფიზიკურად.

ავად გახდა. საინტერესოა, რატომ? წინა დღეს, ვიღაცამ დაადანაშაულა…

ფეხი წამოკრა და წაიქეცა. რატომ? ერთი საათით ადრე, ვიღაცამ გააკრიტიკა.

საშინლად დაიღლა და აღარ უნდა სიცოცხლე. რატომ? ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა „გაუმწარა“ ცხოვრება.

ის ძაალიან შეშინებულია და უმარტივეს საქმესაც ვერ კიდებს ხელს… რატომ? ვიღაცამ უთხრა, რომ არაფრის მაქნისია, სუსტია. მონაა, „ჩვარია“, უნებისყოფოა, უუნაროა…

უამრავი ისეთი მოვლენის ჩამოთვლაა შესაძლებელი, სადაც აღინიშნება – ფსიქოლოგიური შხამის მოქმედება.

შხამები ასუსტებენ ადამიანის იმუნურ სისტემას და ორგანიზმი მარტივად ხდება დესტრუქციული მოვლენების ზეგავლენის ქვეშ. სამწუხაროდ, თქვენ არ შეგიძლიათ სხვებს აუკრძალოთ გაგაკრიტიკონ, მაგრამ თავისფლად შეგიძლიათ, უარი თქვათ კრიტიკის მოსმენაზე და მის მიღებაზე.

როგორ უნდა შეწყვიტოთ კრიტიკის მიღება, როგორც მენტალურ, ასევე, ემოციურ დონეზე?

ეს სრულებით არ ნიშნავს, რომ თქვენ მიმართ გამოთქმულ კრიტიკაზე იყვიროთ: «მოკეტე! არაფრის გაგება არ მინდა!»ან ადგილზე მოითმინოთ, მაგრამ მომდევნო დღეების განმავლობაში ყაროთ „ცოფები“ და ფიქრებში ლანძღოთ: «რა საზიზღარია, როგორ ბედავს და ვინ არის, რომ მაკრიტიკებს! ვინ მისცა ამის უფლება? ეს მე ვარ მშიშარა?! მე მაგას ვანახებ სეირს…» მსგავსი დიალოგი თავთან ნიშნავს – კრიტიკა შეგეხოთ და ის მიიღეთ.

დაიმახსოვრეთ: კრიტიკას არ ვიღებთ და არ ვმართავთ მის გარშემო შინაგან (და რაც გარეგან) დებატებს. იგივე ეხება, ნებისმიერ დამაბინძურებელს.

როგორც კი იწყებენ, ტვინში ინფორმაციული შხამის  ჩანერგვას, მომენტალურად, მიუჯახუნეთ „ცხვირ წინ კარები“. ამისთავი საკმარისია დაეუფლოთ ორ უნარს:

  1. ამოიცნოთ დამაბინძურებელი
  2. ხელი შეუშალეთ, თავში მის შეღწევას.

მაგალითად, მიღებულმა ინფორმაციამ შეგაშინათ ან რაღაც გეწყინათ,ამ დროს, საკმარისია,  მასში  ამოიცნოთ საწამლავი, ტოქსიკური ინფო. მერე კი განათავსებთ თუ არა მას ტვინში, გამოყოფთ თუ არა მის შესანახად ძვირფას უჯრედებს, დააბინძიურებთ თუ არა გონებას, პასუხისმგებელობას იღებთ თქვენ და არა სხვა.

დამაბინძურებლებისთვის გზის გადაკეტვა — უნარია. ამ უნარის შეძენა გაცილებით რთულია, ვიდრე „დამაბინძურებლის“ აღმოჩენა.

რა არის საჭირო დაბინძურების თავიდან ასაცილებად?

დაუყენეთ გონებას უმნიშვნელოვანესი ბლოკი შემდეგი სიტყვებით: «თუ არ მსიამოვნებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არაფერში მჭირდება!» და კიდევ ორი დამატებითი ბლოკი: «ტყუილია! სიცრუეა! » და «არ მაინტერესებს! არ არის საინტერესო!»

ჩვევა ისე უნდა განავითაროთ, რომ როგორც კი ტოქსიკური ინფორმაცია მოაღწევს თქვენს ყურამდე, ამ ბლოკთაგან რომელიმე (ან ერთ-ერთი მაინც) პირობითი რეფლექსივით უნდა წარმოიქმნას. დაიმახსოვრეთ: ეს არის სიტყვები რომელბიც ბლოკავს და ითქმება გულში. ხმამაღლა თქმა, არ არის საჭირო. ხმამაღლა შეგიძლიათ უპასუხოთ, ის რასაც შინაგანი კულტურა, კარგი აღზრდა და ეთიკეტი ითვალისწინებს. აქ მთავრია, მაშინ როცა „ცხვირ წინ კარებს“ მიუჯახუნებთ, შინაგანი სამყარო დარჩეს სუფთა:

«მე არ მსიამოვნებს, ესე იგი, არაფერში მჭირდება!» 

«სიცრუეა ან ტყუილია!»  

«არ არის საინტერესო!ან არ მაინტერესებს!»

როდესაც,

გაკრიტიკებენ – «მე არ მსიამოვნებს, ესე იგი, არაფერში მჭირდება!» 
გადანაშაულებენ -«მე არ მსიამოვნებს, ესე იგი, არაფერში მჭირდება!» 
გაშინებენ – სიცრუეა! (არ არის საინტერესო!)
უარყოფითად წინასწარმეტყველებენ (თქვენზე ან ზოგადად) — სიცრუეა!
გიქვეითებენ თვითშეფასებას — «მე არ მსიამოვნებს, ესე იგი, არაფერში მჭირდება!» 
გიბრაზდებიან — «მე არ მსიამოვნებს, ესე იგი, არაფერში მჭირდება!» 
გაწყენინეს – «მე არ მსიამოვნებს, ესე იგი, არაფერში მჭირდება!» 
ტელეიზორიდან, კომპ. ინფორმაცია, რომელიც იწვევს შეშფოთებას  — «სიცრუეა ან ტყუილია!»

ჩაუშვით ეს პროგრამა გონებაში, მიეცით საშუალება იმუშაოს და „თავისი საქმე გააკეთოს“, გადაახარისხოს მომწამვლელი შეტყობინებები და „მიუჯახუნოს ცხვირ წინ კარები“ ვისაც საჭიროა!

აქვე, თემის დასარულს დავამტებ:

გამოიმუშავეთ უნარი – გარშემო ადამიანები შეაფასოთ არა კრიტერიუმით: «სპეციალურად გამიკეთა!» — არამედ, კატეგორიით: « სინამდვილეში, ამ სიტყვების ან საქცილეის შედეგად როგორ ვგრძნობ თავს? ვხდები თუ არა უკეთესი?»

პასუხის მიხედვით იმოქმედეთ. მენტალურ დონეზე, ისე როგორც პირობითი რეფლექსი, გამოიმუშავეთ ჩვევა მომწამვლელი ინფორმაციებისგან გონების დასაცავად.

გისურვებთ წარმატებებს!

მოგეწონათ თემა? გაუზიარეთ მეგობრებს, იქნებ ვინმეს სჭირდება, სწორედ, მსგავს საკითხებზე პასუხის მიღება.

მადლობა ❤

იმისთვის რომ თავი იგრძნოთ დაცულად, ტვინში ნაგავის შეღწევისგან, სასურველია ცხოვრება ააწყოთ სარკის პრინციპით.

თუ როგორ გავაკეთოთ ეს იხილეთ მომდევნო თემაში – სასურველი ცხოვრების აწყობა „სარკის პრინციპით“

 

 თამართან შეგიძლიათ, ონლაინ რეჟიმში, გაიაროთ ინდივიდუალური ქოუჩ-სესიები, ინფორმაცია იხილეთ აქ: http://kvaratskhelia.pro

 

ნანახია:(502)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„მიჰყევით თქვენს გულსა და ინტუიციას“- სტივ ჯობსი

„თქვენი დრო შეზღუდულია, ნუ გაფლანგავთ მას. ნუ მისდევთ დოგმებს, რომლებიც სხვა ადამიანების ცხოვრებიდან გამომდინარეობს და მათი გამოცდილების შედეგია. ნუ მისცემთ


არასოდეს არ არის გვიანი ბრბოს გაეცალო. მიჰყევი შენს ოცნებას, მიუახლოვდი შენს მიზანს

«ვინც არ უნდა შეგხვდეთ ცხოვრების მანძილზე, ყველას გადაუხადეთ მადლობა თქვენს ბედში მონაწილეობისათვის. იყო ეს ეპიზოდური, თუ მთელი ცხოვრების მანძილზე, ერთი


„შედით წარმატების სახელოსნოში“ …

..და თქვენ გგონიათ, რომ ხასიათის თვისებებს კორექციას თუ გაუკეთებთ, «ხუშტურებს» დაქლიბავთ და განსხვავებულ უნარებს განავითარებთ, თქვენ- თქვენ აღარ იქნებით???? საბედნიეროდ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*