„გონება, რომელიც ერთხელ მაინც გააფართოებს საკუთარ საზღვრებს, ძველს არასდროს დაუბრუნდება“ | Jolo.ge


„გონება, რომელიც ერთხელ მაინც გააფართოებს საკუთარ საზღვრებს, ძველს არასდროს დაუბრუნდება“

„გონება, რომელიც ერთხელ მაინც გააფართოებს საკუთარ საზღვრებს, ძველს არასდროს დაუბრუნდება“

ფიზიკოსი, თეორეტიკოსი, XX საუკუნის უდიდესი მეცნიერი და ნობელის პრემიის მფლობელი ალბერტ აინშტაინი გენიალური ფრაზებითაც გამოირჩეოდა.  

გთავაზობთ აინშტაინის 20 ცნობილ ფრაზას

– არსებობს ორი უსასრულობა: სამყარო და სისულელე, თუმცა, პირველის შესახებ დარწმუნებული არ ვარ.

– მხოლოდ სულელს სჭირდება წესრიგი – გენიოსი ქაოსზე ბატონობს.

– თეორია არის, როცა ყველაფერი ცნობილია, მაგრამ არაფერი მუშაობს. პრაქტიკა კი, როცა ყველაფერი მუშაობს, მაგრამ არავინ იცის რატომ. ჩვენ კი თეორიასა და პრაქტიკას ვაერთიანებთ: არაფერი მუშობს… და არავინ იცის რატომ!

– არსებობს ცხოვრების ორი ხერხი. პირველი: სასწაული არ არსებობს. მეორე: ყველგან სასწაულია.

– განათლება არის ის, რაც სკოლაში ნასწავლის დავიწყების შემდეგ რჩება.

– არ ვიცი, რა იარაღით იბრძოლებენ მესამე მსოფლიო ომის დროს, მაგრამ მეოთხეში – ჯოხებითა და ქვებით.

– ეს სიგიჟეა: აკეთო ერთი და იგივე და განსხვავებულ შედეგს ელოდო.

– წარმოსახვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცოდნა. ცოდნას საზღვარი აქვს, როცა წარმოსახვა მთელ სამყაროს ფარავს.

– ვერასდროს გადაწყვეტ პრობლემას, თუ ისე იფიქრებ, როგორც ისინი, ვინც ეს პრობლემა შექმნა.

– ვისაც საკუთარი შრომის შედეგების ხილვა უმალვე სურს, მეწაღეობა უნდა დაიწყოს.

– ცხოვრება ველოსიპედის ტარებას ჰგავს. წონასწორობის შესანარჩუნებლად მუდამ უნდა იმოძრაო.

– ყველამ იცის, რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ მოდის ვიღაც, რომელმაც ეს არ იცის და სწორედ ის აკეთებს აღმოჩენას.

– გონება, რომელიც ერთხელ მაინც გააფართოებს საკუთარ საზღვრებს, ძველს არასდროს დაუბრუნდება.

– თუ ბედნიერი ცხოვრება გსურთ, მიზანს უნდა იყოთ მიბმული და არა ადამიანებს ან ნივთებს.

– წარმატების მისაღწევად არ უნდა მიილტვოდეთ, არამედ უნდა ეცადოთ, რომ თქვენს ცხოვრებას აზრი ჰქონდეს.

– ერთადერთი რამ, რაც სწავლაში ხელს მიშლის, მიღებული განათლებაა.

– ადამიანს, რომელსაც არასდროს დაუშვია შეცდომა, ახალი არაფერი გაუსინჯავს.

-თუ არ შეგიძლია, ეს საკუთარ ბებიას აუხსნა, მაშინ თავადაც არ გესმის.

ნანახია:(2379)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

რა არის საჭირო იმისთვის, რომ ყველა წინააღმდეგობის გადალახვა შევძლოთ

შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ყველაზე რთული კითხვა, რომელზეც ჩემი მსმენელების უმრავლესობას უჭირს პასუხის გაცემა და რომელიც საკუთარი დანიშნულებისა და ნამდვილი


შენ რომელი ტიპის ადამიანი ხარ?! — არჩევანი მხოლოდ შენზეა…

ტიბეტელ ბერს ესტუმრა მისი მოწაფე და შესჩივლა: — მძიმე და გაუსაძლისი ცხოვრება მაქვს და მირჩიე, რა ვქნა და როგორ, თორემ


„კომპანია „მაიკროსოფტის“ მეეზოვე“ — ისტორია, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ

ერთი კაცი მივიდა კომპანია „მაიკროსოფტში“, რათა მეეზოვედ დაეწყო მუშაობა. კადრების განყოფილების მენეჯერმა ჯერ რამდენიმე კითხვა დაუსვა, შემდეგ პატარა ტესტური გამოკითხვა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<