გოგა ჩანადირის თხოვნა | Jolo.ge


გოგა ჩანადირის თხოვნა

გოგა ჩანადირის თხოვნა

სულ მალე, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ შევალთ.
თუმცა, ევროკავშირმა სავიზო რეჟიმის დაჩქარებულად შეჩერების პროცესიც დაამტკიცა.
ამიტომ, რამდენადაც უვიზო მიმოსვლის პროცესი გაჭიანურდა, იმდენადვე მისი გაუქმება დაჩქარდება,
თუ:
1. ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალურად გავჩერდებით, ანუ ყოფნის ვადებს დავარღვევთ
2. დანაშაულს ჩავიდენთ
3. არ მოვიქცევით ისე, როგორც ეს ევროკავშირის ქვეყნებშია ნებადართული

ძალიან მინდა ვთხოვო ყველას, არ დავარღვიოთ ევროკავშირში ყოფნის ვადები და წესები, თორემ ასე ნანატრი ევროპა კვლავ დაგვშორდება.

მე ძალიან კარგად მესმის საქართველოში არსებული სოციალური ფონის სიმძიმე, მაგრამ ამის გამო, მთელი ქვეყანა გავწიროთ, ასწლეულებით ნანატრი ევროპა კვლავ ხელიდან გავუშვათ, გულდასაწყვეტი იქნება.
არალეგალური ყოფნა, კანონდარღვევა სამართლიანი გამოსავალი არ არის.
გთხოვთ, ხელს ნუ შეუშლით იმათ, რომლებსაც ევროპაში უპრობლემოდ გადაადგილება უნდათ.
გთხოვთ, სასაზღვრო თუ საკონსულო განყოფილებების თანამშრომლებს მიზეზი არ მივცეთ, რომ დამამცირებლად მოგვექცნენ.
გთხოვთ, დავაფასოთ ჩვენი წინაპრები, რომლებსაც გული ევროპისკენ მიუწევდათ.
გთხოვთ, ვიყოთ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო წარმომადგენლები.
ერთი ადამიანის არასწორი საქციელიც კი საქართველოს პრობლემებს შეუქმნის.
გთხოვთ, ეს გავაკეთოთ სულხან-საბას ხათრით

გოგა ჩანადირი

ნანახია:(29)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„მე კი ვიღუპებოდი, მაგრამ სხვა რატომ უნდა დამეღუპა ამ ცრუ ქადაგებით?“

„მე კი ვიღუპებოდი, მაგრამ სხვაც რატომ უნდა დამეღუპა ამ ცრუ ქადაგებით“? — ამბობს გევორქ პეტროსიანი და იმ ისტორიას იხსენებს, რომელმაც


,,ღმერთის მკვლელობის უგუნური მცდელობა უშედეგოდ დასრულდა»-ნათია ფანჯიკიძე

ირაკლი ალასანაის მეუღლე-ნათია ფანჯიკიძე,  იერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომის ტაძარში ცეცხლის გარდამოსვლასთან დაკავშირებით,სოციალურ ქსელში  კომენტარს აკეთებს: ,,სიხარულით ვადასტურებ — ღმერთის მკვლელობის უგუნური


„სიცილისა და პოზიტივის კარნავალი“ 15 მაისს, რუსთაველის გამზირზე …

მაისში მსოფლიო სიცილის დღეს აღნიშნავს. გასულ წელს ამ საერთაშორისო დღეს საქართველოც შეუერთდა. სიცილის დღე 3 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე კოსტიუმირებული,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*