გვჯეროდეს საკუთარი თავის მაშინაც კი თუ არ სჯერა მთელს სამყაროს….

by admin | Декабрь 6, 2017 14:16

ჩვენ ვკარგავთ მოტივაციას, როცა უარს ვამბობთ მივყვეთ ჩვენი გულის ხმას…როგორ ვიცნოთ ეს ძახილი, ეს გულის ხმა ? ის გვიზიდავს და გვაშინებს ამავდროულად. შიში მუდამ მიგვითითებს, რომ აქვე არის საზღვარი ჩვენთვის ჩვეულ კომფორტის ზონასა და ახალი, თავისუფალი ცხოვრების შუა, ჩვენ ეს გულის ხმა ხშირად საფრთხეში გვერევა.

ეს გულის ხმა კი არ არის საშიში, საშიშია საკუთარი თავის სიბრალული, რომელიც არის სტრატეგია სასურველის მარტივად მისაღებად ძალისხმევის დახარჯვის გარეშე და შედეგზე პასუხისმგებლობის აღების გარეშე.

საკუთარი თავის სიბრალული გვინერგავს შიშებს და ჩაგვჩურჩულებს :  „ ჩემს გვერდით შენ მიიღებ უფასოდ იმას, რაც გსურს, ჩემს გარეშე კი შეიძლება ვერაფერი ვერ მიიღო. იჯექი, არ გააკეთო, არ სცადო, მაინც არაფერი გამოგივა! და თუ არ გამოგივა მერე რა გეშველება? “

და მიმზიდველი გულის ხმა სულ უფრო და უფრო ხმადაბალი ხდება, შემდეგ შიში გვართმევს ძალას და საკუთარი თავის რწმენას, ბოლოს კი საკუთარი თავის განსჯა და წუწუნი ხდება ჩვენი ყველაზე ძლიერი ჩვევა, ისეთი რომელიც რჯულზე უმტკიცესია…

ჩვენი შიში ჩვენი მტერია, ის მუდამ ჩაგვჩურჩულებს : „ მიდი, სცადე, მაინც არაფერი გამოგივა, მე მილიონი წელის განმავლობაში ყოველ თქვენგანში ვცხოვრობ  და მხოლოდ ათასობით მამაცი თუ გათავისუფლებულა ჩემგან, მილიარდობით ადამიანი კი ჩემს მონობაში ატარებს მთელს სიცოცხლეს.“

შიში იმალება ჩვენს გონებაში, აჩენს ჩვენში ათასობით სხვა შიშს… არსებობს მისი დამარცხების საშუალება, არსებობს გამოსავალი?

გამოსავალი ჩვენშია, ჩვენს არსებაში… უნდა  მივყვეთ არა გონების ხმას, არამედ გულის ხმას, იმას რასაც ვგრძნობთ, იმას რაც გვსურს. შინაგანი დიალოგის შეწყვეტის დროს, ჩერდება გონება, მასთან ერთად კი ჩერდება შიში რადგან გონება ვეღარ ახერხებს შიშით მოცული აზრებს დაგვამონოს,.

მთავარია გვჯეროდეს საკუთარი თავის, ვენდოთ და ავყვეთ საკუთარ თავს, საკუთარ სურვილებს, გვჯეროდეს საკუთარი თავის მაშინაც კი თუ არ სჯერა მთელს სამყაროს… ჩავხედოთ შიშს თვალებში, გადავიაროთ ის, განვაიარაღოთ და არ გავყვეთ მას… ჩვენ ერთი სიცოცხლე გვაქვს, სიცოცხლე რომელიც საჩუქარია, სიცოცხლე რომელშიც შიშის ადგილი არ არის, ჩვენ უნდა ვიგრძნოთ და განვიცადოთ ყველაფერი რისი განცდაც გვსურს…

მარცხი და წარუმატებლობა საშიში არ არის, ის გაკვეთილია, რომელიც ახალ ცოდნას გვაძლევს, ახალი მოქმედებისთვის, მთავარია არ დავნებდეთ, მთავარია არ გავჩერდეთ, მთავარია საკუთარი თავი არ დავკარგოთ, ვიცხოვროთ არა სხვების მოლოდინებით არამედ ჩვენი სურვილებით ჩვენი პიროვნებიდან გამომდინარე…

წყარო:www.power.g

ნანახია:(186)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/gjerodes-sakutari-tavis-mashinac-ki-tu/