გიყვარდეს სიცოცხლე და გახსოვდეს სიკვდილი | Jolo.ge


გიყვარდეს სიცოცხლე და გახსოვდეს სიკვდილი

გიყვარდეს სიცოცხლე და გახსოვდეს სიკვდილი

როგორ ვაზროვნებ მე

ჩემთვის არსებობს სამი რამ, ღმერთი, მიზიდულობა და საიდუმლოება.
ღმერთმა შექმნა სამყარი, დედამიწას მიეცა მიზიდულობის ძალა და საიდუმლოებით მოცულ დედამიწაზე ვცხოვრობთ ჩვენ.
ვეძებთ, ვცდილობთ ამოვხსნათ და გავიგოთ, რა ხდება სამყაროში, ჩვენში და ირგვლივ.

რა ხდება სამყაროში 
მე არ მომეცა ამის ნიჭი შევიცნო რა ხდება კოსმოსში, თუმცა მაქვს ჩემი მოკრძალებული აზრი.

რა ხდება ჩემში
მე დიდხანს ვსწავლობდი და ვაკვირდებოდი საკუთარ თავს, საკუთარ ემოციებს, შესაძლებლობებს, ქმედებებს, თვისებებს და ბუნებას. ვეძებდი იმ საიდუმლოს, რატომ მოვედი ამ ქვეყვად. ზუსტად მივხვდი ჩემს გულითქმას, ბოროტებას და სიკეთეს.
ვიფიქრე და მივხვდი სიცოცხლის არსს, ავირჩიე სიმშვიდე და სიკეთე, ვიპოვე საკუთარი თავი. მივხვდი, უნდა მიყვარდეს სიცოცხლე და მახსოვდეს სიკვდილი.

საკუთარი თავის შეცნობის შემდეგ, დავიწყე თითოეული ადამიანის შესწავლა, ახლაც ამ პროცესში ვარ.

რა ხდება ირგვლივ
შური, ბოროტება, დაცინვა, წაგლეჯვა, ძარცვა, მკვლელობა, შეურაცხოფა, ჯიბრი, უმადურობა, გაუტანლობა და ღალატი, ყველაფერი ცუდი.
სიყვარული, სიკეთე, სიხარული, ბედნიერება, წარმატება, გულისხმიერება, მადლიერება, გატანა და ერთგულება, ყველაფერი კარგი.
ოღონდ ეს ყველაფერი ერთმანეთში ისეა აზელილი თუ გონიერი არ ხარ, შეიძლება ვერ მიხვდე ვინ ვინ არის.

ადამიანი და ბუნება შერწყმულია ერთმანეთთან
ცუნამი, ღვარცოფი, მიწისძვრა, წყალდიდობა და სტიქიური კატასტროფები ძალიან გავს ბოროტ, შურიან ადამიანებს.
ულამაზესი ბუნება, ტყე, ბაღნარი, ყვავილები, მშვიდი ზღვა და ოკეანე, ძალიან გავს მშვიდ კეთილ, ღვთისნიერ ადამიანს.

ყველაფერი დამოკიდებულია მიზიდულობის ძალაზე
ნეგატივი იზიდავს ნეგატის.
თუ თქვენ გეშინიათ, ან ვინმეს ეშინია თქვენი, ცუდის მოლოდინში ხართ, ფიქრობთ უარყოფითზე, გაქვთ ცუდი გულისთქმა, შური, აგრესია, ეჭვი, ცილისწამება და უიმედობა, ეს ყველა ემოცია ეცადეთ განაგდოთ, ვინაიდან, ნეგატიური ფიქრები და დამოკიდებულება იზიდავს ნეგატივს.

თქვენ უნდა გეშინოდეთ მხოლოდ საკუთარი თავის.
უნდა გეშინოდეთ თუ თქვენ საკუთარ ემოციებს ვერ მართავთ.

პოზიტივი იზიდავს პოზიტივს და ხარ ბედნიერი, წარმატებული, გიყვარს და უყვარხარ ყველას. ახარებ ადამიანებს და გახარებს ღმერთი…

გიორგი ჯაჯანიძე

ნანახია:(249)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

 სიამაყე

სიამაყე ყოველთვის დაკავშირებულია საკუთარი თავის სხვა ადამიანებთან შედარებასთან. ის ცბიერი და ქვემძვრომია. ის ყოველთვის ეცდება თქვენს ცდუნებას თქვენი მნიშვნელობის ცამდე


როგორ მოვიზიდოთ წარმატება ახალ წელს?!

როგორ დავგეგმოთ მომავალი წელი, როგორ მოვიზიდოთ წარმატება და ავისრულოთ სურვილები?! ამ ყველაფერზე „სამასმეერთე მილიონერის“ ავტორი, თამარ საგინაშვილი მოგითხრობთ, ადამიანი, რომლის რჩევებსაც ბევრისთვის


იმისთვის, რომ კარგი სიახლე შემოვიდეს ჩვენს ცხოვრებაში — გააკეთეთ ეს!

იმისათვის, რომ რაიმე ახალი შემოვიდეს ჩვენს ცხოვრებაში, ძველი უნდა დავალაგოთ, დავახარისხოთ, შევაფასოთ და მივუჩინოთ კუთვნილი ადგილი, — ამბობს „სამასმეერთე მილიონერის“ ავტორი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*