გიორგი ოვაშვილი ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერია | Jolo.ge
Something went wrong with the connection!


გიორგი ოვაშვილი ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერია

გიორგი ოვაშვილი ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერია

გიორგი ოვაშვილს საფრანგეთის კულტურისა და კომუნიკაციების მინისტრის ოდრე აზულეს გადაწყვეტილებით, საფრანგეთისა და მსოფლიოს კულტურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერის წოდება მიენიჭა.

დაჯილდოვების ცერემონია საფრანგეთის ელჩის რეზიდენციაში გაიმართა. წოდება კი გიორგი ოვაშვილს საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, პასკალ მენიემ გადასცა.

გიორგი ოვაშვილს ფრანგული კინოსამყაროს წარმომადგენლებთან მრავალწლიანი პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს. მისი ერთ-ერთი გახმაურებული პროექტი – „სიმინდის კუნძული” სწორედ ფრანგულ კომპანიასთან თანამშრომლობით და საფრანგეთის სახელმწიფოს თანადაფინანსებით განხორციელდა.

რეჟისორის ახალი ფილმი „ხიბულა”, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა, ქართულ-გერმანულ-ფრანგული კოპროდუქციაა.

ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერის წოდებაზე გიორგი ოვაშვილი საფრანგეთის ეროვნული კინოცენტრის დირექტორმა – ფრედერიკ ბრედინმა წარადგინა.

საფრანგეთის ელჩის რეზიდენციაში დაჯილდოების ცერემონიას დიპლომატიური კორპუსის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა სამინისტროს და კინოსექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენი საფრანგეთის კულტურის სამინისტრომ 1957 წელს დააარსა. სხვადასხვა წლებში ეს სტატუსი ტიმ ბარტონს, ენგ ლის, ჯუდ ლოუს, ჯორჯ ქლუნის, უმა თურმანს, მელანი ლორანს, ქეით ბლანშეტს, მარიონ კოტიარს, ვანეს პარადის, კაილი მინოუგს და შაკირას მიენიჭათ.

ნანახია:(6)-ჯერ


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

Comments

comments


Tags assigned to this article:
გიორგი ოვაშვილი

Related Articles

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 26-29 მაისს ჩატარდება

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია 26-29 მაისს გიწვევთ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც წელს მეთვრამეტედ გაიმართება. ფესტივალი, ტრადიციულად, ჩატარდება


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

“ათონი ათასწლოვანი”_გიორგი კალანდიას დოკუმენტური ფილმი მალე “არტარეას” ეთერში

„ათონი ათასწლოვანი“ – მალე “არტარეას” ეთერში გავა. დოკუმენტური ფილმი, რომელიც გიორგი კალანდიამ და გოგა გოგელაშვილმა, ათონის წმინდა მთაზე ერთ კვირიანი


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

15 აპრილს კავკასიის მუსიკალური დაჯილდოება

  კავკასიის მუსიკალური დაჯილდოება უკვე 4 წელია ტარდება. ფესტივალი ერთდღიანია. საუკეთესო არტისტები და ჯგუფები 6 ნომინაციაში გამოვლინდნენ.  1. წლის სიმღერა


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*